იმედსა და მაესტროს ერთი მფლობელი ჰყავთ - ირღვევა თუ არა კანონი?
ტელეკომპანია იმედის 100-პროცენტიანი წილისა და ტელეკომპანია მაესტროს 25-პროცენტიანი წილების მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ცოლი, ინა გუდავაძეა. ორივე არხი საერთო, ნაციონალური მაუწყებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ საინფორმაციო პროგრამები და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებიან.
რა წერია მაუწყებლობის შესახებ კანონში
მაუწყებლების ფლობის საკითხს მაუწყებლობის შესახებ კანონი არეგულირებს. ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს ერთსა და იმავე სამაუწყებლო (დაფარვის) ზონაში ფლობდეს არაუმეტეს ერთ საერთო საეთერო სატელევიზიო არხს.
მაუწყებლობის შესახებ კანონით, მაუწყებლების მფლობელებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შეუძლია რეაგირება.
რას ამბობს კომუნიკაციების კომისია
საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში On.ge-სთვის მიწოდებულ წერილში აღნიშნავენ, რომ რამდენიმე საერთო მაუწყებლის ერთი პირის მიერ ფლობასთან დაკავშირებული შეზღუდვა 2015 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებით მოიხსნა. კომისიის განმარტებით, კანონმდებლობაში მსგავსი შეზღუდვა შეზღუდული სიხშირული რესურსით იყო გამოწვეული, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ კი ეს საკითხი ამოიწურა.
"აღსანიშნავია და გასათვალისწინებელი სამაუწყებლო სფეროში კონცენტრაციის აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკაც. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებული თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად, კონცენტრაციის აკრძალვა დაკავშირებულია არა სატელევიზიო სამაუწყებლო არხების სხვადასხვა ოდენობის ნომინალურ ფლობასთან, არამედ სატელევიზიო ბაზრის წილის ფლობასთან", - ამბობენ კომუნიკაციების კომისიაში.
კომისიაშია აღნიშნავენ, რომ მაესტრომ წილების გასხვისებამდე მათ კითხვით მიმართა, დაირღვეოდა თუ არა კანონი იმედის მფლობელის მიერ არხის წილის შეძენით. კომისიის განმარტებით, მაესტროს აცნობეს, რომ ამით მაუწყებლობის შესახებ კანონი არ დაირღვეოდა.
რა მუხლით იხელმძღვანელა კომისიამ
მაუწყებლობის შესახებ კანონში 2015 წლის 12 ივნისს მაუწყებლების გავრცელებასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა. ამ დროიდან კანონს დაემატა მე-60 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც: კომპანია, რომელსაც მაუწყებლების გავრცელებაზე აქვს ლიცენზია შეუძლია ერთდროულად გაავრცელოს ერთი მფლობელის 5 არხი.
კანონში არაა დაკონკრეტებული საუბარია თუ არა საერთო მაუწყებლობის მქონე ხუთ არხზე. თუმცა, კომისია ამბობს, რომ მსგავსი ნორმა სწორედ ამ მიზეზით შევიდა კანონში და მისი მიღების დროს განმარტებით ბარათში მითითებული ტექსტი მოჰყავს დასტურად. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
- კანონპროექტის მიზანია ახლებურად დამუშავდეს კონცენტრაციის აკრძალვის რეგულაცია, რათა ადეკვატურად აისახოს ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელში სატელევიზიო პროგრამების ღია ეთერით გავრცელებასთან დაკავშირებული სპეციფიკა;
- კანონპროექტის მიზანია, აღმოფხვრილ იქნას მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზები.
საიას განმარტება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ 2015 წლის 12 ივნისს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით გამოწვეულ მოთხოვნებს უპასუხა. ორგანიზაციის მედიასამართლის იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ცვლილებამ მუხლის შინაარსი არ შეცვალა.
"ტელეკომპანია იმედი, ისევე როგორც ტელეკომპანია მაესტრო წარმოადგენენ საერთო საეთერო მაუწყებელს და შესაბამისად, კანონის თანახმად, მათი მფლობელი არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი", - ამბობს გოგოსაშვილი On.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, 2015 წლის 12 ივნისს შესული ცვლილებები არ განმარტავს ერთი მფლობელის საკუთრებაში არსებული რა ტიპის 5 მაუწყებლის გავრცელებაზე საუბარი.
"[ცვლილებებით] იგულისხმება, რომ ამ არაუმეტეს 5 მაუწყებლიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს საერთო მაუწყებელი", - ამბობს იურისტი.
როდის იყიდა იმედის მფლობელმა მაესტრო
როდის იყიდა მაესტროს წილი იმედის მფლობელმა ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. მაესტროს 25-პროცენტიანი წილის გასხვისების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში ასახული არაა. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ ინა გუდავაძემ მაესტროს მფლობელი კომპანია იყიდა.
წილების ცვლილების შესახებ მედიაში 2016 წლის 27 დეკემბერს მფლობელის - ჰოლდინგი იმედის განცხადება გავრცელდა. განცხადების მიხედვით, ჰოლდინგმა მაესტროს საკონტროლო პაკეტი შეიძინა და 2017 წლიდან მაესტრო იმედის ნაწილი ხდებოდა.
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
-
"არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე "არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
-
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება 25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
გადახედვა
-
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
გადახედვა

კომენტარები