სიძულვილის ენის აკრძალვა და თანასწორობა - რა იქნება გაწერილი პარლამენტის ეთიკის კოდექსში
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
საქართველოს პარლამენტის ეთიკის ნორმებს ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს. ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, რომელიც ფიქრობს, რომ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და საზოგადოების წინაშე დეპუტატების ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება.
ეთიკის წესების დაცვა პარლამენტის წევრისთვის სავალდებულო იქნება დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ. ყოველი ახალი მოწვევის დეპუტატებისთვის ეთიკის კოდექსის გაცნობისთის ტრენინგია გათვალისწინებული.
ეთიკის კოდექსის პროექტში გაწერილია ქცევის კოდექსი, ეთიკის საბჭოს მუშაობის პრინციპები და დისციპლინური სანქციები.
ფინანსური სანქციების გარდა, ეთიკის საბჭოს პარლამენტის ბიუჯეტის ასიგნენებიდან დაფინანსდება. საშუალოდ, ეთიკის საბჭოს სამდივნო 3 ადამიანისგან დაკომპლექტდება, რომელთა შრომითი ანაზღაურება წელიწადში ჯამში, საშუალოდ, 80 ათასი ლარი იქნება.
ძირითადი პრინციპები
კოდექსის ძირითად პრინციპებში გაწერილია, პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
თანასწორობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
დეპუტატმა პატივი უნდა სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და აღიარებს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს კაცისთვისა და ქალებისათვის.
კოდექსში ნათქვამია, რომ დეპუტატმა არ უნდა გამოიყენოს სიძულვილის ენა, რომელიც მიმართულია რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.
კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრმა კეთილსინდისიერად უნდა მოიხმაროს ადმინისტრაციული რესურსი და არ მიიღოს ფინანსური ინტერესის მატარებელი გადაწყვეტილება.
ქცევის წესები
ქცევის წესების მიხევდით, პარლამენტის წევრმა თავიდან უნდა აირიდოს ინტერესეთა კონფლიქტი. მას, ასევე, ეკრძალება ლობისტური საქმიანობა.
პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილი ენის გამოყენება.
ეთიკის საბჭო
კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე ეთიკის საბჭო განიხილავს.
ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის.
დისციპლინური სანქციები
დისციპლინური სანქცია შეიძლება იყო:
- სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება;
- ხელფასის დაკავება (ხელფასის 10 პროცენტიდან მაქსიმუმ 50 პროცენტის ოდენობით);
- ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).
ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით და დისციპლინური სანქციის მითითებით.
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები