EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. ახალი ზომები მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკასა და მისი სამხედრო აგრესიის დაფინანსების შესაძლებლობაზე. ამასთან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, სანქციების სიაში რეკორდული რაოდენობის — სულ 218 პირი და ორგანიზაცია დაემატა, მათ შორის 48 ფიზიკური პირი და 170 იურიდიული პირი.
ახალი მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირმა გადაწყვიტა, ექვსი თვის შემდეგ ძალაში შევიდეს ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს, თუ BSP EU-სთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
ამას გარდა, ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც დაფუძნებულია 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
ევროკავშირი აცხადებს, რომ კვლავაც მტკიცედ არის განწყობილი, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
"სანქციების ყოველი ახალი პაკეტით ვზღუდავთ რუსეთის ეკონომიკას და ვამცირებთ მის შესაძლებლობას, გააგრძელოს უკანონო ომი. 21-ე პაკეტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია სანქციების სიაში დამატებული პირებისა და ორგანიზაციების რაოდენობით. სანქციები ეხება ასზე მეტ ბანკსა და კრიპტოსერვისის ოპერატორს, რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 40-ზე მეტ გემს, ასევე რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში. სიაში მოხვდა 50-ზე მეტი სამხედრო-სამრეწველო კომპანია, რომლებიც რუსეთის შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებაში მონაწილეობენ. რუსეთი მხოლოდ მაშინ დათანხმდება უკანონო ომის დასრულებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შეწყვეტას, თუ მასზე საკმარისი ზეწოლა განხორციელდება. სანქციები სწორედ ამ ზეწოლის ნაწილია",— განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარემ, კაია კალასმა.
ფინანსური სექტორისა და კრიპტოსერვისების წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები
ევროკავშირი მნიშვნელოვნად ამკაცრებს ზომებს რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის წინააღმდეგ, რომელიც, მისი შეფასებით, რუსეთის საომარი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
საბჭომ 94 ბანკსა და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო სექტორის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას აქტივები გაუყინა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის ფინანსური რესურსების მიწოდება აუკრძალა.
გარდა ამისა, ტრანზაქციების აკრძალვა კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ დაწესებულებაზე გავრცელდება.
სანქციები ასევე შეეხო ყირგიზეთის ერთ-ერთ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემასთან SPFS (System for Transfer of Financial Messages), ასევე კიდევ სამ არასრულად რუსულ ბანკს, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, სანქციების გვერდის ავლას უწყობდნენ ხელს.
ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიტანა A7-ის ტრანსსასაზღვრო ქსელთან დაკავშირებული ოთხი სუბიექტიც, მათ შორის აფრიკაში მოქმედი ახალი სტრუქტურები.
ამასთან, ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც დაფუძნებულია: საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.
დამატებითი ზომები ენერგეტიკისა და ნავთობის სექტორში
ენერგეტიკის მიმართულებით ევროკავშირმა გადაწყვიტა, ნავთობის ფასის ზედა ზღვრის (price cap) ავტომატური გადახედვის მექანიზმის მოქმედება 2027 წლის 15 ივლისამდე შეაჩეროს. ბრიუსელის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტის დახურვით გამოწვეული არასტაბილური საბაზრო ვითარების ფონზე რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კონტროლს ემსახურება.
ამასთან, ევროკავშირი აგრძელებს ბრძოლას რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ.
ახალი სანქციებით:
სანქციების სიას კიდევ 41 გემი დაემატა, რის შედეგადაც სანქცირებული გემების საერთო რაოდენობა 673-მდე გაიზარდა;
გაფართოვდა არსებული წესების მოქმედების არეალი და ის ახლა მოიცავს იმ გემებსაც, რომლებიც "ჩრდილოვან ფლოტს" საწვავით (ბანკერინგით) და სხვა მომსახურებით ამარაგებენ;
სანქციები დაუწესდა 8 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც ამ ქსელის საქმიანობაში მონაწილეობენ, მათ შორის რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიების სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და, პირველად, ეკიპაჟების მომწოდებელ სააგენტოს.
სანქციები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ შორის საქართველოში მოქმედ ობიექტზე
ევროკავშირმა დამატებით სანქციები დაუწესა ნავთობის სექტორში მოქმედ 18 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს, მათ შორის:
რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას; ბელარუსის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს; კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების რეალიზაციისთვის შეიქმნა. ამასთან, ევროკავშირმა შექმნა მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა აიკრძალოს ტრანზაქციები იმ რუსულ და მესამე ქვეყნების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ.
ამ მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირმა გადაწყვიტა, ექვსი თვის შემდეგ ძალაში შევიდეს ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში, ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს.
გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდა ხუთი ნავთობით მოვაჭრე კომპანია, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, ხელს უწყობდნენ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის აკრძალვის გვერდის ავლას.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები