მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რადგან პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ
შარაშიძემ დაიწყო შეურაცხმყოფელი საუბარი პრემიერზე, ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და ამაზე ითხოვენ [გამოძიების დაწყებას]. როგორც ჩანს, გახარიასგან ეს ვალდებულება აქვთ, — ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს, რომ გამოძიება დაწყებულიყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბზე, რადგან პარლამენტარებს გააჩნიათ იმუნიტეტი.
"თუ გაგიგიათ მსოფლიოში პრეცედენტი, რომ გამოძიება დაწყებულიყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო? ნუ, რა თქმა უნდა სხეულის დაზიანების რაღაც ხარისხი თუ არ გააჩნია ადამიანს, დაშავდა. გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი? ვინმეს შეგიძლიათ, აი, აქ უამრავი ადამიანი ბრძანდებით და თქვათ, რომ იაპონიაში, ევროპის ქვეყნებში პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისმგებლობაში მიცემული ადამიანის ერთი შემთხვევა თუ გაგიგიათ? ეს რატომ ხდება? ეს ხდება იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ იმუნიტეტის ფაქტორი.
...როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იმაზე თუ ვილაპარაკოთ, გავიდა გამომსვლელი, გვარი დამავიწყდა, შარაშიძე, სპეციალურად დავალებით, მანამდე ვნახეთ კადრები, გავიდა და იღებს დავალებას და ჩვენ კარგად ვიცით, ვის, ვარაუდი შეგვიძლია ისიც, ინფორმაციაც გვაქვს ხომ ყველას, ვისგანაც იღებს დავალებას, რომ პროვოკაცია უნდა მოეხდინა, წამოეკიდებინა ვინმე, შემოვიდა, დაიწყო საუბარი შეურაცხმყოფელი პრემიერზე, რაც დაიწყო. ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიუღია და მეორე მათგანმა, ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პირველი მან მოიქნია ხელი, სხვათა შორის, პირველი მან შეიგინა, მიიღო პასუხი, სამწუხარო, გასაგებია, არავის არ მოგვწონს ეს, არც მისი ხელით მოქნეული მოგვწონს, არც სხვის მოქნეული ხელი და ამაზე ითხოვენ [გამოძიების დაწყებას] და თან განცხადებაა ჩემთვის ცნობილი, პროკურატურაში შეიტანეს, საერთოდ არ ვიცი, განცხადებაა შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთო გამოძიება, მისი სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ანუ დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან. ასეთი უმეცრება ერთი იურისტი არ ჰყავს, როგორც ჩანს, გარშემო, რომ უთხრან, რომ ეს არ შეიძლება იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ, აი, ისე რომ მოგეპარება ვიღაცა ვირტუალურად და ხელს დაგარტყამს, როცა შენ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებ ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია, საჩივრების წერა, იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ ეს რაღაც ძველბიჭური მიდგომის შედეგია, საერთოდ შორს ვარ ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და მივიჩნიე, რომ საჩივარი ამ შემთხვევაშიც კი, როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისით იყო აშკარად გამოკვეთილი და სახეზე, ამ შემთხვევაშიც არც კი მიფიქრია ერთი წამით, რომ შევსულიყავი პროკურატურაში განცხადებით,,
როდესაც თვითონ დაიწყეს პროვოკაცია, თვითონ დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თვითონ მოიქნიეს პირველი ხელი და ამაზე რეაქციაზე საჩივარს წერენ და თან სამსახურებრივ დედის გინებაზე მოქნეულს ასე ვთქვათ, ხელის მოქნევაზე, საპასუხო რეაქციაზე საჩივარს წერენ, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდითო, მაშინ თქვან ფარულავამ მაგალითად, რომ ხელის ქნევა, ხელის დარტყმა და დედის გინება არის მისი სამსახურებრივი მოვალეობა, როგორც ჩანს გახარიასგან ეს ვალდებულება აქვთ დაკისრებული და ეს მიაჩნიათ სამსახურებრივ მოვალეობად.
...კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც აღშფოთდები მოქნეულ ხელზე, დარტყმულ ხელზე პასუხით, დედის გინებაზე პასუხით და არ გვახსოვს იგივე ვირტუალურად მიპარული დარტყმის გამო, ეს ერთი მხრივ უმორალობაზე და მეორე მხრივ კანონის და დამკვიდრებული საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის სრულ უმეცრებაზე მიუთითებს", — განაცხადა მდინარაძემ.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
კომენტარები