4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირი დამნაშავედ ცნო:
ალექსანდრე ჩილაჩავას მიესაჯა პატიმრობა 5 წლით;
ზურაბ ჭავჭანიძეს — 5 წლით;
გენადი კუპრეიშვილს — 5 წლით;
ვლადიმერ გველესიანს — 5 წლით;
ამირან დოლიშვილს — 5 წლით;
რამაზ მამულაძეს — 5 წლით;
სულხან ტუღუშს — 5 წლით;
ანტონ ვარდანიძეს — 5 წლით.
განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულებს მიმართა, რომ "აქ არავის ასამართლებენ პატიოსნება-უპატიოსნებაზე" და მისი მტკიცებით "პოლიციის არაერთი თანამშრომელია დაჭრილი. იქნებ ახლა მაინც განასხვაოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი".
"ბრალდებულები აცხადებდნენ, თითქოს, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, თუმცა, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ეს არ გამოკვეთილა.
ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ვნახეთ, რომ მშვიდობიან აქციაზე გარკვეული განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მოწოდების საფუძველზე იქ გადაინაცვლეთ. მოგიწოდეს რა — პრეზიდენტის სასახლესთან გადაგენაცვლათ და მამაკაცური ძალებით განგეხორციელებინათ ის ქმედებები, რაც ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ.
აქ არავის ასამართლებენ პატიოსნება-უპატიოსნებაზე, ყველანი პატიოსნები ხართ, აქ განვიხილავთ იმას, დაადასტურა თუ არა ბრალდებამ დანაშაულის ნიშნები.
მშვიდობიანი აქცია იყო თავისუფლების მოედანზე და არც ერთი თქვენგანი იქ არ დაუკავებია პოლიციას. მას შემდეგ, რაც აქციას შეუერთდით ათონელის სასახლესთან, ძალადობა განხორციელდა.
პოლიციის არაერთი თანამშრომელია დაჭრილი. იქნებ ახლა მაინც განასხვაოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი.
პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება, თუ საშვი არ აქვს, გადაინაცვლოს მის ეზოში . ზოგიერთი თქვენგანი წინა ხაზზე იყავით და დაცვის სამსახური იგერიებდა მოძალადე ჯგუფს. არაერთხელ მოხდა შესვლა, ღობე არ ყოფილა დამაბრკოლებელი. ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება.
ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ, რომ გადაღებასაც უშლიდნენ აქციის მონაწილეები და ამბობდნენ, რომ ნუ ახდენდნენ გადაღებას. ბრალდების მხარემ ბრალდების დადასტურება მოახერხა 8-ვე ბრალდებულზე," — განაცხადა ტყეშელაშვილმა.
სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ჭავჭანიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა, თუმცა ჭავჭანიძე არ იყო იმ პირებს შორის, რომელთაც საპროცესო შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ.
"არც ერთი არ ვართ ბოროტმოქმედები. შეგვარჩიეს პატიოსანი ხალხი, რომლებსაც არანარი დანაშაული არ გვაქვს, მოვხვდით უადგილო, უდროო სიტუაციაში. 4 ოქტომბრის აქციამდე ერთ თვეზე მეტი მიდიოდა ანონსი. ყველა ჯერზე ნათქვამი იყო, რომ მშვიდობიანი აქცია უნდა ყოფილიყო. მე არ ვიცი, რა მოხდა, რატომ მოხდა. მშვიდობიან აქციაზე ვიყავით მისული სუყველა. ყოველთვის იყო ნათქვამი, რომ იქნებოდა მშვიდობიანი აქცია. ვართ ყველანი უდანაშაულო ხალხი. [...]
ყველამ მაპატიეთ, მაგრამ მე თხოვნა გავგზავნე საპროცესო გარიგებაზე. ყველაზე დიდი ფასი ჩემთვის მართლა თავისუფლება ყოფილა. ჩემი მეუღლე აქ ვერც მოდის. ცხოვრებაში მის თვალებზე ცრემლი არ დამინახავს, მაგრამ ბოლოს რომ ველაპარაკე, ცრემლებს ვგრძნობდი," — განაცხადა ჭავჭანიძემ. (წყარო "პუბლიკა")
ტყეშელაშვილმა ჭავჭანიძეს უპასუხა, რომ "თუ ვინმეს სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ასეთი შუამდგომლობები განიხილა კოლეგა მოსამართლემ... ვისაც სურდა [საპროცესო], ამის თაობაზე ორივე მხარემ მიაღწია კონსესუსს და გარკვეული შედეგით დასრულდა ვისაც ინტერესი, სურვილი და მზაობა ჰქონდა".
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჭავჭანიძის განცხადებას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძეც გამოეხმაურა.
"ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოება იმ პირებთან განხორციელდებოდა, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდნენ. ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს იმას, რომ პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ინანიებს. ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭანიძეს არც განცხადებაში და არც სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციაში მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განუხორციელებია. შესაბამისად, ამ მოცემულობით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს. ზურაბ ჭავჭანიძემ თავად გააჟღერა პროცესზე, რომ პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებაზე განცხადება აქვს გაგზავნილი, თუმცა, მისი მხრიდან აღნიშნულ განცხადებაში მხოლოდ და მხოლოდ მითითება იყო, რომ ბრალდების მხარეს მასთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა," — განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, 14-პირიან საქმეში საპროცესო შეთანხმება გააფორმეს — ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ქორქიამ, ლევან ჯიქიამ, გიორგი რურუამ, ლაშა ივანაძემ და სერგო მეგრელიშვილმა.
საპროცესო შეთანხმება 3-წლიან პირობით მსჯავრს და "დანაშაულის აღიარებას და მონანიებას" გულისხმობს.
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
კომენტარები