ჯო უილსონი: "ქართული ოცნების" კოშმარული რეჟიმი ქვეყნის ჩინეთის, პუტინისა და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია
კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის" მიღებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი, ქართველი ხალხისა და ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ჩინეთზე, რუსეთსა და ირანზე ყიდის. მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ამ ფონზე გავრცელდა ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც დონალდ ტრამპს "დიფ სტეიტის" აგენტად მოიხსენიებს.
"ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და სამხედრო დამნაშავე პუტინისა და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია — რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ხდება ქართველი ხალხის ნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამ ფონზე, მათ გაავრცელეს ყველაზე საზიზღარი ანტიამერიკული პროპაგანდა და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს, ადანაშაულებენ რა მას, ვციტირებ: "დიფ სტეიტის აგენტად" ყოფნაში", — განაცხადა კონგრესმენმა.
ჯო უილსონმა თავის სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას ქართული ოცნების მარიონეტმა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტყუილში დაადანაშაულა. კონგრესმენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შუა დერეფნის საზღვაო მარშრუტმა საქართველოზე უნდა გაიაროს.
- "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
- მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად
"სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ძვირფასი სტუმარი იყო, თბილისში კი თითქმის ყოველდღიურად იმართება დემონსტრაციები, სადაც ადამიანებს გამოაქვთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გიგანტური პოსტერები, რითაც გამოხატავენ თავიანთ სიყვარულსა და პატივისცემას პრეზიდენტ ტრამპისა და შეერთებული შტატების მიმართ.
ქართული ოცნების მარიონეტმა პრემიერმინისტრმა სულ რაღაც გასულ კვირას ჩვენს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ტყუილში დასდო ბრალი. ამ გარიყული რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია, და ეს უნდა შეიცვალოს.
შუა დერეფნის საზღვაო მარშრუტმა საქართველოზე უნდა გაიაროს, ჩინეთის კომუნისტური პარტია კი, როგორც თავმჯდომარემ მიუთითა, მიზნად ისახავს რეგიონის სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის — შავ ზღვაზე მდებარე ანაკლიის პორტის დაუფლებასა და კონტროლს", — განაცხადა ჯო უილსონმა.
თავის სიტყვაში კონგრესმენმა სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ფაშინიანი თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან რეგიონში რუსული გავლენის აღმოსაფხვრელად. ჯო უილსონის თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა უარყოს თავისი ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
- გაგიკ წარუკიანის პრორუსული პარტია "აყვავებული სომხეთი" 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
- სომხეთის არჩევნების ხმების 100% დათვლილია — მმართველმა პარტიამ ხმების 49.81% მიიღო
"ვულოცავ მეზობელი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გუშინდელ არჩევნებში მოპოვებულ შთამბეჭდავ გამარჯვებას. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ფაშინიანი თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან რეგიონში რუსული გავლენის აღმოსაფხვრელად და NATO-ს წევრ, ჩვენს მეტად დაფასებულ მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ეს არის შანსი, რომელიც 3000 წელიწადში ჩნდება რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ორგანიზებისთვის.
ქართული ოცნების კოშმარულმა რეჟიმმა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, უნდა უარყოს თავისი ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ახრჩობს აშშ-ის ბიზნესს, და ბოლო მოუღოს სიტყვის თავისუფლების რეპრესიებს", — თქვა უილსონმა.
კონგრესმენის განმარტებით,"კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის აღკვეთის აქტი" უზრუნველყოფს ქვეყანაში ჩინური და რუსული ფარული ოპერაციების გამჟღავნებას. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აქამდე არსებობდა უნდა აღდგეს და ეს შეუძლებელი იქნება "თუ არ გვექნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები".
"კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის აღკვეთის აქტი" (The Countering China's Control of the Caucasus Act) უზრუნველყოფს ქვეყანაში ჩინური და რუსული ფარული ოპერაციების გამჟღავნებას და იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად აწონ-დაწონოს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად იმ ფონზე, როდესაც ის თავის პროპაგანდაში თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს ამერიკას.
ქართველი ჯარისკაცები მამაცურად იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად ავღანეთსა და ერაყში, ჩვენს თავმჯდომარესთან ერთად, და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი და მოკავშირე იყო. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც არსებობდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მისი ნორმალიზება შეუძლებელი იქნება, თუ არ გვექნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ კანონმდებლობას", — აღნიშნა კონგრესმენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტო, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე გადადის.
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
კომენტარები