აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ "არმენპრესი" იტყობინება.

მათი ცნობით, ერევანში ამ წუთებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, რის შემდეგაც არარატ მირზოიანი და მარკო რუბიო პრესკონფერენციას გამართავენ.

მარკო რუბიო ერევანში მეუღლე ჟანეტ რუბიოსთან ერთად ჩავიდა. მათ ზვარტნოცის აეროპორტში დახვდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მისი მეუღლე, გოჰარ აბაჯიანი.