Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
ფოტო: Getty Images
კინოგაქირავების სფეროს წარმომადგენლების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც Disney-მ CinemaCon-ზე, სტუდიის პრეზენტაციის ფარგლებში, შურისმაძიებლები: განკითხვის დღის (Avengers: Doomsday) პირველი სრულმეტრაჟიანი ტრეილერი წარადგინა. აქამდე Marvel მხოლოდ ოთხი მოკლე ტიზერით შემოიფარგლებოდა, რომლებიც სტივ როჯერსზე, თორზე, იქს-ადამიანებსა და ფანტასტიკურ ოთხეულზე იყო ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტრეილერის ექსკლუზიური ჩვენება ჯერჯერობით მხოლოდ CinemaCon-ის სტუმრებისთვის შედგა, ფანები მთელი მსოფლიოდან მოუთმენლად ელიან მის საჯაროდ გამოქვეყნებას.
რობერტ დაუნი უმცროსი 2024 წლის Comic-Con-ზე სან-დიეგოში
ფოტო: Getty Images
Variety და სხვა გამოცემები წერენ, რომ ვიდეო იწყება რობერტ დაუნი უმცროსის პერსონაჟით: მწვანე კაპიუშონიანი და რკინისნიღბიანი დოქტორ დუმით, რომელიც მულტისამყაროში შეჭრისთვის ემზადება. ვხედავთ პროფესორ X-ს (პატრიკ სტიუარტი), რომელიც X-Mansion-ის ფანჯრიდან იყურება, სადაც კაშკაშა სინათლე დიდ საფრთხეზე მიანიშნებს. აქედან კი იწყება ნამდვილი "ქროსოვერების" კასკადი:
გამბიტი (ჩენინგ ტატუმი) და შანგ-ჩი (სიმუ ლიუ) ერთმანეთს ებრძვიან. მისტიკი (რებეკა რომინი) იღებს ელენა ბელოვას ფორმას, რაც ფლორენს პიუსა და ფლორენს პიუს შორის ორთაბრძოლით სრულდება. თორი (კრის ჰემსვორთი) და დუმი პირისპირ დგებიან, თუმცა დუმი თორის ჯადოსნურ ჩაქუჩს შიშველი ხელებით იჭერს. ყველაზე ემოციური მომენტი კრის ევანსის სტივ როჯერსის ტრიუმფალური დაბრუნება და თორთან შეხვედრაა. ასგარდელი შოკირებულია, რადგან Endgame-ში კაპიტანმა წარსულში პეგი კარტერთან დარჩენა აირჩია (და ფარი სემ უილსონს გადასცა). ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ დაბრუნდა კაპიტანი, მაგრამ ფაქტია, რომ ის კვლავ "ღირსია" მოიმარჯვოს თორის ჩაქუჩი ისევე, როგორც თანოსთან ბრძოლისას.
რობერტ დაუნი უმცროსი და კრის ევანსი 2026 წლის CinemaCon-ზე
ფოტო: Getty Images
განკითხვის დღე აერთიანებს შურისმაძიებლებს, იქს-ადამიანებს, ფანტასტიკურ ოთხეულსა და მეხთამფრქვევებს. მას შემდეგ, რაც ფანტასტიკური ოთხეულის ხომალდი MCU-ში მეხთამფრქვევების პოსტ-კრედიტ სცენაში გამოჩნდა, ახლა უკვე ვხედავთ მათ შეხვედრას ახალ შურისმაძიებლებთან (ბაკი ბარნსი, ელენა ბელოვა, სენტრი, გოსტი, წითელი გუშაგები და აშშ-ის აგენტი). ასევე ნაჩვენებია დაძაბული დაპირისპირება ვაკანდასა და ნამორის წყალქვეშა ტალოკანელებს შორის.
რობერტ დაუნი უმცროსი, რომელიც ტრეილერს აღმოსავლეთევროპული აქცენტით ახმოვანებს, სცენაზე კრის ევანსთან ერთად გამოვიდა. ფილმის რეჟისორები კვლავ ძმები რუსოები არიან, რომლებიც 2027 წელს შურისმაძიებლები: საიდუმლო ომებსაც გადაიღებენ.
შურისმაძიებლები: განკითხვის დღე ეკრანებზე 2026 წლის 18 დეკემბერს გამოვა, ზუსტად იმავე დღეს, როდესაც დენი ვილნევის დიუნი: ნაწილი მესამე.
მსგავსი ამბები:
- კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
- დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს
- LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან
- Ocean’s 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები