ქართველი მხატვრის ისტორიული წარმატება — ქართული კალიგრაფია ჰარვარდში
ფოტო:
FB.com/barbare.uridia
ჰარვარდის უნივერსიტეტის თითქმის ოთხსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, ქართული კალიგრაფია და კულტურული თვითგამოხატვა აკადემიური ლექცია-სემინარის თემად იქცა. ქართველი მხატვარი და მკვლევარი, ბარბარე ურიდია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაატარებს ვორქშოფს, რომელიც სტუდენტებს ქართული დამწერლობის ესთეტიკურ, ისტორიულ და ანთროპოლოგიურ მნიშვნელობას გააცნობს.
ორსაათიანი მასტერკლასი, რომელიც ვორქშოფის ფორმატში 10 მარტს ჩატარდება, სტუდენტებს ქართული ანბანის არა მხოლოდ წერას, არამედ ხატვას ასწავლის, როგორც აბსტრაქტული და კულტურული თვითგამოხატვის ფორმას. პროგრამა სრულად ავტორის მიერ არის შექმნილი და მოიცავს ქართული დამწერლობის გააზრებას იდენტობის ევოლუციურ ჭრილშიც.
ლექცია-სემინარის სახელწოდებაა: "დამწერლობის ცნობიერება:
ქართული კალიგრაფია როგორც კულტურული და ესთეტიკური თვითგამოხატვა". მასზე დასწრება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც ამ თემით დაინტერესდებიან.
მასტერკლასი ორი საათის განმავლობაში გააერთიანებს თხრობასა და პრაქტიკას: სადაც განხილულია ის ისტორიული და ევოლუციური პროცესები, რომლებმაც თანამედროვე ქართული დამწერლობა ჩამოაყალიბა, და განსაზღვრა ის თავისუფლება, რომელსაც კულტურული კოდების ესთეტიკური გზით გადმოსაცემად, თითოეული ასო იძლევა. ამის პარალელურად, სტუდენტები სწავლობენ ასოების "ხატვას" — კალიგრაფიის ენას, სადაც წერა აღარ არის მხოლოდ ტექნიკა, არამედ ცნობიერების გაგრძელება. ქართული კალიგრაფიული ტრადიცია ვიზუალურ ფილოსოფიად წარმოჩინდება: ასოები იქცევა ხილულ იდეებად, რომლებშიც ერთიანდება ლოგიკა, ეთიკა, ცოდნა და სამყაროს ხედვა, ხოლო დამწერლობა — ცოცხალ კულტურულ სარკედ, სადაც ტრადიცია და ინდივიდუალური ინტერპრეტაცია მუდმივ დიალოგშია.
ჰარვარდი და ქემბრიჯის უნივერსიტეტები უკვე ასწლეულებია ინტელექტუალური ცხოვრების გლობალურ ცენტრად ითვლება. ქართული კულტურისა და დამწერლობის სწორედ ამ სივრცეში წარდგენა ავტორისთვის პირად მიღწევას სცდება და ეროვნული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა.
ქართველი მხატვარი ამ წარმატებას თავის ბებიასა და ბაბუას უძღვნის, ადამიანებს, რომლებმაც მისი ინტელექტუალური და პიროვნული ჩამოყალიბება განსაზღვრეს. მათთან ერთად იხსენებს ცხოვრების გზას, რომელმაც 28 წლის ასაკში აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანობამდე, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვამდე მიიყვანა.
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
კომენტარები