ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
ფოტო: People.com
ბრუკლინ პელტც-ბექჰემის ქორწილის დიჯეიმ ისაუბრა იმაზე, რა მოხდა იმ დროს, რაზეც ბრუკლინი საუბრობს, როგორც დედამისის "არასათანადო ცეკვა". დიჯეი მომხდარს "უხერხულ" ცეკვას უწოდებს.
არანაირი გამომწვევი ცეკვა არ ყოფილა, არანაირი შავი კატის კოსტიუმები, არანაირი Spice Girls-ის შოუ
ორშაბათს ბრუკლინმა ინტერნეტი თითქმის "ააფეთქა", როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბრალდებების სერია თავისი ცნობილი მშობლების, სერ დევიდისა და ლედი ბექჰემის მიმართ. მათ შორის იყო მტკიცება, რომ დედამ "მიითვისა" მისი პირველი ცეკვა ნიკოლა პელტცთან.
ბრუკლინის თქმით, მისი დედა, Spice Girls-ის ყოფილი წევრი, "ყველას თვალწინ ძალიან შეუფერებლად ცეკვავდა ჩემზე", რის გამოც მან თავი "არაკომფორტულად" და "დამცირებულად" იგრძნო.
ასევე ნახეთ: ბრუკლინის 5 ბრალდება — ყველაფერი, რაც ბექჰემების ოჯახის სკანდალზე უნდა იცოდე
დიჯეი Fat Tony-მ განაცხადა, რომ "მთელი სიტუაცია ოთახში მყოფი ყველა ადამიანისთვის ძალიან უხერხული იყო".
მას შემდეგ, რაც ბრუკლინის კომენტარმა დედის ცეკვაზე ფართო სპეკულაციები გამოიწვია, დიჯეიმ თქვა: "არანაირი გამომწვევი ცეკვა არ ყოფილა, არანაირი შავი კატის კოსტიუმები, არანაირი Spice Girls-ის შოუ".
დიჯეის თქმით, რომლის ნამდვილი სახელია ტონი მარნოკი, საქორწინო ვახშამზე პოპვარსკვლავი მარკ ენტონი გამოდიოდა და სწორედ მან უხმო ბრუკლინს სცენაზე. ამის შესახებ მარნოკმა ITV-ის გადაცემა This Morning-ში პარასკევს ისაუბრა.
DJ Fat Tony, რომლის ნამდვილი სახელია ტონი მარნოკი, ცნობილია თავისი საქმიანობით ლონდონის ვარსკვლავებით სავსე კლუბურ სცენაზე 1980-იან და 1990-იან წლებში.
ფოტო: Getty Images
"მომდევნო წამში ყველა ელოდა, რომ სცენაზე ნიკოლა ავიდოდა და პირველი ცეკვა მათ ექნებოდათ", — თქვა მან. თუმცა ამერიკელმა მომღერალმა სცენაზე ასასვლელად "ოთახში მყოფი ყველაზე ლამაზი ქალი" მოიწვია, და ნიკოლას ნაცვლად ვიქტორიას სახელი თქვა.
ამის შემდეგ, მარნოკის თქმით, პატარძალმა ცრემლებით დატოვა დარბაზი.
მწარედ ტიროდა
"ვიქტორია სცენასთან დგას, შემდეგ ადის სცენაზე და ამ მომენტში ბრუკლინი ფაქტობრივად განადგურებულია, რადგან ეგონა, რომ პირველ ცეკვას მეუღლესთან ერთად შეასრულებდა. შემდეგ ნიკოლა ტირილით ტოვებს დარბაზს. ბრუკლინი სცენაზე მარტო რჩება. შემდეგ კი ეს ცეკვა იწყება და მარკ ენტონი ეუბნება: 'დედას წელზე მოჰკიდე ხელები'. ეს ლათინური სტილის მუსიკა იყო. მთელი ეს სიტუაცია ყველა ოთახში მყოფისთვის ძალიან უხერხული იყო".
მარნოკმა აღნიშნა, რომ წარსულში ბექჰემების ბევრ წვეულებაზე დაუკრავს და ისინი "მჭიდროდ შეკრული ოჯახია", რომლებსაც "ცეკვა ძალიან უყვართ".
მისი თქმით, იყო თუ არა ეს ცეკვა "შეუფერებელი", დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამს ამას თავად ბრუკლინი. "ეს მთლიანად ბრუკლინის განცდებზეა დამოკიდებული. თუ მისთვის ეს შეუფერებელი და უხერხული იყო, მაშინ ასეთი იყო".
დიჯეის თქმით, "ყველაზე უხერხული ნაწილი" მეორე დღის ბრანჩი აღმოჩნდა, რადგან "ყველაფერს, რაც ქორწილის ღამეს მოხდა, სტუმრები დილით განიხილავდნენ".
მან დაამატა, რომ ახალდაქორწინებულებმა ღონისძიება "განადგურებულებმა" დატოვეს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ცეკვა ოჯახური კონფლიქტის ფონზე "უფრო დიდი პრობლემის ძალიან მცირე ნაწილია". მარნოკის თქმით, "სამწუხაროა", რომ ბევრმა ადამიანმა ყურადღება ბრუკლინის განცხადების მხოლოდ ამ ნაწილზე გაამახვილა.
ლედი ბექჰემის სავარაუდო საქორწილო ცეკვის მიმები მთელი კვირის განმავლობაში ავსებდა ინტერნეტს.
ასევე ნახეთ: ბოდიში, მაგრამ ბექჰემების ოჯახურ დრამაზე მიმები ძალიან სასაცილოა
"დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ვინმემ ასეთ რამეზე სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწეროს", — დაამატა მან — "მას ნარატივის შეცვლა სურდა. მთელი ცხოვრება 'ნეპო ბავშვს' ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, მადლობელი უნდა იყოს, რომ ასეთი გვარი აქვს. ეს არის გარემო, რომელშიც დაიბადა. ვფიქრობ, აქ მთავარი რამ გვრჩება შეუმჩნეველი, მშობლებმა შვილი დაკარგეს, ხოლო შვილმა, მშობლები და ოჯახის დანარჩენი წევრები".
ორშაბათს გამოქვეყნებულ სკანდალურ ინსტაგრამ-პოსტში ბრუკლინმა თქვა, რომ ოჯახთან შერიგებას არ აპირებს, ახსენა ქორწილის კაბასთან დაკავშირებული დამატებითი დრამაც და მშობლები დაადანაშაულა იმაში, რომ მათთვის "ბრენდი ბექჰემი" ყველაფერზე წინ დგას.
სერ დევიდსა და ლედი ბექჰემს ბრალდებებზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და საკუთარი ვერსია ამ დრომდე არ გაუზიარებიათ.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები