ბრუკლინის 5 ბრალდება — ყველაფერი, რაც ბექჰემების ოჯახის სკანდალზე უნდა იცოდე
ფოტო: Getty Images
ბექჰემების ოჯახური კონფლიქტი საბოლოოდ საჯარო სივრცეში აფეთქდა და ორშაბათ საღამოს, ბრუკლინ ბექჰემმა ინსტაგრამზე ექვსგვერდიანი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მკაფიო დეტალებით აღწერა საკუთარი ტკივილი და ბრალდებები მშობლების, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების მიმართ.
პოსტში გაჟღერებულია არაერთი ბრალდება, რომელთა დიდი ნაწილი ბრუკლინისა და ნიკოლა პელტც-ბექჰემის ქორწილს უკავშირდება, საქორწილო კაბის სკანდალიდან დაწყებული, ვიქტორია ბექჰემის მიერ პირველი ცეკვის თითქოს "მოპარვით" დასრულებული.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი მხარის ვერსიაა. ბექჰემებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ კომენტარი და, როგორც მსგავს სიტუაციებში ხშირად ხდება, მოგონებები შესაძლოა განსხვავდებოდეს.
მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები თითოეულ დეტალს იკვლევენ და ცდილობენ გაარკვიონ, რა არის სიმართლე და რა არა.
აქ არის პოსტში გაჟღერებული ძირითადი ბრალდებები:
1. ვიქტორია ბექჰემმა "მოიპარა" პირველი ცეკვა
ბრუკლინის ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი ბრალდება ისაა, რომ ვიქტორია ბექჰემმა მისი ქორწილის პირველი ცეკვა "მოიტაცა". ბრუკლინის თქმით, რომანტიკულ სიმღერაზე ეს ცეკვა კვირებით ადრე იყო დაგეგმილი.
ბექჰემები ბრუკლინის და ნიკოლას ქორწილში
ფოტო: British Vogue
"500 სტუმრის თვალწინ, მარკ ენტონიმ სცენაზე დამიძახა, სადაც მეუღლესთან ჩემი რომანტიკული ცეკვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად სცენაზე დედაჩემი მელოდა.
მან ყველას თვალწინ სრულიად შეუფერებლად იცეკვა ჩემზე. ცხოვრებაში არასდროს მიგრძნია თავი ასე უხერხულად და დამცირებულად".
მას შემდეგ, რაც პოსტი გამოქვეყნდა, ინტერნეტი ვიქტორია ბექჰემის საქორწილო ცეკვის პაროდიებითა და მიმებით აივსო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგონილია, თუმცა სოციალურ ქსელებში ადამიანები მოითხოვენ, რომ ქორწილში მყოფებმა "ვიდეოები გამოაქვეყნონ".
თუ ტელეფონები ქორწილში აკრძალული არ იყო, იქ 500 ადამიანი იმყოფებოდა, ვისაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ბრუკლინის ვერსია.
რაც ამ ეტაპზე გვაქვს, არის British Vogue-ის ანგარიში, გამოცემა ქორწილს აშუქებდა.
მათი აღწერა ასეთია:
"საღამოს 11 საათზე, მრგვალი სცენა 180 გრადუსით შემობრუნდა და მარკ ენტონი სცენაზე ცოცხალი შესრულებით გამოჩნდა, რომელიც სიმღერით I Need To Know გაიხსნა.
ბრუკლინმა სცენაზე დედა მიიწვია საცეკვაოდ, მათ კი დევიდ ბექჰემი და მათი 10 წლის ქალიშვილი, ჰარპერი შეუერთდნენ".
ფანებს ინტერნეტში ასევე არ ესმით, რას გულისხმობდა ბრუკლინი ფრაზაში "დედამ ჩემზე იცეკვა".
თუმცა რაც ცხადია, ბრუკლინის თქმით, ეს ინციდენტი იმდენად ტრავმული იყო, რომ წყვილმა გადაწყვიტა, ახალი დასაწყისი შეექმნა.
"გადავწყვიტეთ ფიცის განახლება, რათა ჩვენი ქორწილის დღეზე ახალი, სიხარულით და ბედნიერებით სავსე მოგონებები შეგვექმნა და არა შფოთვითა და სირცხვილით".
2. კაბის სკანდალი
პოსტის სხვა ნაწილში ბრუკლინი მშობლებს ადანაშაულებს ქორწილის ჩაშლის მცდელობაში და წერს, რომ მისმა დიზაინერმა დედამ "ბოლო წუთს გააუქმა ნიკოლას საქორწინო კაბის შეკერვა, მიუხედავად იმისა, რამდენად აღფრთოვანებული იყო ნიკოლა ამ დიზაინით", რის გამოც, მას სასწრაფოდ მოუწია სხვა კაბის მოძებნა.
ნიკოლა პელტცის საქორწინო კაბა ვალენტინოსგან
ფოტო: British Vogue
იმ პერიოდში გავრცელებული ცნობებით, თითქოს ნიკოლამ უარი თქვა ვიქტორია ბექჰემის დიზაინის ჩაცმაზე.
თუმცა მოგვიანებით მან The Times-ს განუცხადა, რომ კაბასთან დაკავშირებული ტექსტური მიმოწერის შემდეგ, მისი მომავალი დედამთილი მიხვდა, რომ ატელიე დროულად ვერ მოასწრებდა შეკერვას. ამავე დროს, ნიკოლამ კატეგორიულად უარყო ჭორები კონფლიქტის შესახებ.
საბოლოოდ, ნიკოლამ ბრუკლინზე დაქორწინებისას Valentino-ს კაბა მოირგო.
ამ შემთხვევაშიც, British Vogue გარკვეულ დამატებით კონტექსტს გვთავაზობს.
2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ სხვა სტატიაში დეტალურად არის აღწერილი კაბის შექმნის პროცესი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სტატიის მიხედვით, ნიკოლამ და მისმა დედამ არაერთხელ იმოგზაურეს რომში, Valentino-ს ატელიეში, მორგებებისთვის, "ერთწლიანი კერვის პროცესში".
სტატიაში ნიკოლას სიტყვებია მოყვანილი: "ეს უბრალოდ კაბა არ იყო. ეს ისტორია იყო".
გასართობი მედიის ჟურნალისტი ჯოდი მაკალუმი ამბობს, რომ კაბის საკითხი კონფლიქტის "ბირთვია".
"ნიკოლამ უარი თქვა ვიქტორიას კაბაზე? თუ, როგორც ბრუკლინი ამბობს, დედამ ბოლო წუთს გააუქმა კაბა და ნიკოლას სასწრაფოდ მოუწია სხვა გამოსავლის მოძებნა? ეს ბრალდება-კონტრბრალდების კლასიკური შემთხვევაა და სიმართლის დადგენა ძალიან რთულია."
3. ბექჰემის სახელზე უფლებების "შეძენა"
ბრუკლინმა ასევე განაცხადა, რომ ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები "არაერთხელ ახდენდნენ ზეწოლას და სთავაზობდნენ ქრთამს", რათა მას საკუთარი სახელის გამოყენების უფლებები დაეთმო.
ზუსტად რომელ უფლებებზეა საუბარი, გაურკვეველია.
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები, 2023
მისი თქმით, ამაზე უარის თქმა "გავლენას ახდენდა ფინანსურ სარგებელზე" და მას შემდეგ მშობლებს მის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ.
"ეს მართლაც გასაოცარია," — ამბობს მაკალუმი — "როცა მშობლები ამაზე პასუხს გასცემენ, და ვფიქრობ, აუცილებლად გასცემენ, თუმცა ძალიან ფრთხილად შერჩეული ფორმით, ეს ხომ უკვე იურიდიული საკითხია? რადგან ბრალდება ქრთამის მცდელობაზე მიუთითებს, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია".
4. 50 წლის იუბილეს იგნორი
ბრუკლინი შეეხო კიდევ ერთ ინციდენტს, რომელმაც დაპირისპირების შესახებ სპეკულაციები გააჩინა, წყვილის არყოფნა დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეზე ლონდონში, გასული წლის მაისში.
პოსტში ის წერს, რომ ისინი მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, თუმცა "ერთი კვირის განმავლობაში უარყოფილები ვიყავით და სასტუმროში ველოდით, რომ მასთან დრო გაგვეტარებინა".
"მან შეხვედრის ყველა მცდელობაზე უარი თქვა, თუ ეს არ იქნებოდა მისი დიდი იუბილე, ასი სტუმრით და კამერებით ყოველი კუთხიდან", — წერს ბრუკლინი.
ბექჰემების ოჯახი დევიდის 50 წლის იუბილეზე, ბრუკლინის გარეშე
მისი თქმით, მამამ ბოლოს შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა იმ პირობით, რომ იქ ნიკოლა არ იქნებოდა, რასაც ბრუკლინმა "სახეში სილა" უწოდა. მან ასევე დაამატა, რომ ოჯახმა ლოს-ანჯელესში ვიზიტზეც უარი თქვა.
ბექჰემების მხრიდან ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.
თუმცა იმ პერიოდში წყარომ BBC-ს უთხრა, რომ 26 წლის ბრუკლინმა თავად გადაწყვიტა წვეულებაზე არ მისვლა, რადგან იქ მისი უმცროსი ძმა რომეო იმ ქალთან ერთად მიდიოდა, ვისთანაც ბრუკლინს ადრე აკავშირებდნენ.
ბრუკლინი ასევე წერს, რომ დედა "არაერთხელ იწვევდა ჩემს წარსულში არსებულ ქალებს ჩვენს ცხოვრებაში ისე, რომ ეს აშკარად მიზნად ისახავდა ჩვენთვის დისკომფორტის შექმნას".
მისი და ნიკოლას კონფლიქტი მშობლებთან კიდევ ერთ მონაკვეთში ჩანს, სადაც ის აღწერს შემთხვევას, როცა ვიქტორია ბექჰემმა, თითქოს, უარი თქვა მათთვის ქველმოქმედებაში დახმარებაზე.
"წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მხარში დავდგომოდით, ყველა ჩვენებაზე, ყველა წვეულებაზე, ყველა აქტივობაზე, რათა გვეჩვენებინა 'ჩვენი იდეალური ოჯახი'. მაგრამ ერთადერთ შემთხვევაში, როცა ჩემმა მეუღლემ დედაჩემის მხარდაჭერა სთხოვა ლოს-ანჯელესის ხანძრების დროს დევნილი ძაღლების დასახმარებლად, მან უარი თქვა."
ნიკოლა დიდი ხანია ცხოველთა უფლებების დამცველია და 2025 წლის იანვარში ლოს-ანჯელესის ხანძრების დროს დევნილი ცხოველების დახმარებაში მონაწილეობდა, ხანძრებმა 440-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით სახლი დააზიანა.
ნიკოლა წარსულშიც მოუწოდებდა სოციალურ ქსელში თავის მიმდევრებს ცხოველების აყვანისა და შეფარებისკენ და 2022 წელს PETA-სგან მიიღო ჯილდო, როგორც ცხოველების შეფარების ადვოკატი. ნიკოლასა და ბრუკლინის ძაღლი, ნალა, 2024 წლის ივლისში გარდაიცვალა.
5. "ბრენდი ბექჰემი პირველ ადგილზეა"
ყველაზე მძიმე ბრალდება კი ისაა, რომ ბექჰემების საგულდაგულოდ შექმნილი იმიჯის მიღმა არავთენტური ურთიერთობები იმალება.
ბრუკლინი წერს, რომ მისი ოჯახი "საჯარო პრომოუშენსა და რეკლამებს ყველაფერზე მაღლა აყენებს".
"ბრენდი ბექჰემი პირველ ადგილზეა", — წერს ის და ამატებს, რომ ოჯახური "სიყვარული" განისაზღვრება იმით, რამდენს პოსტავ სოციალურ ქსელში.
ეს გაპრიალებული იდეალური ოჯახი, ეს ჩვენ არ ვართ
ბრუკლინი ამბობს:
"ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილში მშობლები მაკონტროლებდნენ. მუდმივი შფოთვით ვიზრდებოდი. პირველად ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც ოჯახს დავშორდი, ეს შფოთვა გაქრა".
ბრუკლინი და ნიკოლა ლოს-ანჯელესში
მაკალუმისთვის ეს აჩენს კითხვას, როგორია ოჯახური ცხოვრება ბრუკლინისთვის და ბექჰემის სხვა შვილებისთვის.
"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფარდის მიღმა ვიხედებით. ეს არ არის PR-კამპანიის გაპრიალებული განცხადება. ეს თავად ბრუკლინია, საკუთარ ინსტაგრამზე, საკუთარ სიტყვებით".
ბექჰემები ბრიტანეთში პოპულარობით, ალბათ, მხოლოდ სამეფო ოჯახს ჩამორჩებიან.
ბრუკლინი ბოლო წლებში ცდილობდა დამოუკიდებელი გზის გაკვალვას, ფოტოგრაფიაში, კულინარიაში, და კონფლიქტზე ჭორები დიდი ხანია არსებობდა. ახლა კი ყველაფერი საჯაროდ გაჟღერდა.
მაკალუმის თქმით, სწორედ ცნობილი ადამიანების რეალური ცხოვრების ეს ფრაგმენტი ხდის ამ ისტორიას ასეთ რეზონანსულს.
"შედარება სიხარულს გვპარავს. ჩვენ თავს ხშირად ვადარებთ დინასტიურ ოჯახებს და სუპერვარსკვლავებს, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რა ხდება დახურულ კარს მიღმა. სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი ასეთი ფეთქებადი, პირველად ბრუკლინმა ფარდა ახადა და თქვა: 'ეს არ არის ის, რაც გგონიათ'. ეს გაპრიალებული იდეალური ოჯახი, ეს ჩვენ არ ვართ. და სწორედ ამიტომ გამოიწვევს ეს ასეთ დიდ რეზონანსს, რადგან ცნობილი ადამიანებიც კი, საბოლოოდ, არ იცი სინამდვილეში როგორ ცხოვრობენ."
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები