5 რჩევა, როგორ დავზოგოთ, როდესაც ვერ ვზოგავთ
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ხშირად, საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიწყებთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსებაზე ფიქრს. ვხვდებით, რომ სასუსნავის, საყვარელი წიგნის ან თუნდაც, საყვარელ ფილმზე დასასწრები ბილეთის შეძენა დამოუკიდებლად გვინდა. ამისთვის ვმუშაობთ, ძვირფას თავისუფალ დროს ვთმობთ და სანაცვლოდ, ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით.
თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგაც, ფინანსურ დამოუკიდებლობას ზოგჯერ ვერც კი ვუახლოვდებით. აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ყოველთვიურად იმ შემოსავალს, რომელსაც გამოვიმუშავებდით, სრულად ვხარჯავდით.
თუ უეცრად გულში გავივლებთ კითხვას — რატომ არ დავზოგე? პასუხები ორი მიმართულებით იყოფა, ერთი მხრივ გული გვწყდება რომ, თვეში თუნდაც, პირობითი 20 ლარის გადადებით “უსაფრთხოების ბალიში” მაინც არ შევქმენით და ვბრაზობთ, რომ თანხის დაზოგვის პროცესი დავივიწყეთ. მეორე მხრივ, კი უცებ გვახსენდება თავის გასამართლებელი ათასი მიზეზი: ხელფასი იყო მცირე, ხარჯები გვქონდა ძალიან ბევრი, უეცრად დაგვჭირდა ის თანხა, რომლის დაზოგვასაც ვაპირებდით და ასე დაუსრულებლად.
მაშინ როგორ დავზოგოთ, თუ დაზოგვა შეუძლებლად მიგვაჩნია?
1. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უწყვეტად აღვრიცხოთ ხარჯები
ეს დაგვანახებს, სად დაიხარჯა ის თანხა, რომელიც შეიძლება დაგვეზოგა.
მაგალითად, თუ ჩამოვწერთ ერთი თვის, ან თუნდაც, ერთი კვირის ხარჯებს შეიძლება სინდისმაც შეგვაწუხოს, როგორ დაგვეხარჯა ასე დაუფიქრებლად ფული?
თუ ცოტა მეტად ჩავშლით დაკვირვებას და ხელფასის აღების შემდეგ კვირას შევხედავთ, ჩვენი შინაგანი მე კიდევ უფრო დიდ უხერხულობაში ჩავარდება გაწეული მრავალი არასაჭირო ხარჯის გამო.
ხშირად ჩვენ დაუფიქრებლად ვხარჯავთ თანხას, ვყიდულობთ ისეთ ნივთებსა თუ მომსახურებას რაც უბრალოდ გვინდა და არა იმას, რაც გვჭირდება. სწორედ ეს ფაქტი ხდება ჩვენთვის რთულად თვალის გასასწორებელი და ზოგჯერ, აღარ ვითვლით ხარჯებს.
არადა, დაზოგვისა და ფინანსების სწორად მართვისთვის ძალიან გვჭირდება ვიცოდეთ რა არის ჩვენს ხარჯებში ისეთი, რაც დიდ შავ ხვრელს ქმნის, იმისთვის, რომ დავიწყოთ საყურადღებო საკითხების მართვა. თუ გვსურს გავიგოთ, სად ვუშვებთ ხარჯვის შეცდომებს, საჭიროა, ყველა დანახარჯი აღვრიცხოთ. ამასთან, არაა საჭირო ეს აღრიცხვა ისე გავაფეტიშოთ, რომ დავისტრესოთ. მარტივად, თუნდაც მობილურში ჩანაწერის სახით შეგვიძლია გავყვეთ ყველა დახარჯულ თეთრს.
2. საჭიროა დაზოგვის მიზნების განსაზღვრა
როდესაც ვიცით საით მივდივართ, უფრო თამამად ვდგამთ ნაბიჯებს.
მაგალითად, თუ 6 თვეში დაგვჭირდება 300 ლარი, ზუსტად ვიცით, რომ თვეში 50 ლარი მაინც უნდა გადავდოთ.
თუმცა, მიზნების დასახვისას მნიშვნელოვანია ისინი იყოს რეალური და ჩვენს შესაძლებლობებს მორგებული. მიზნების განსაზღვრა თავიდან აგვარიდებს დაზოგვის სამომავლოდ გადადებასაც.
ხშირად ვხვდებით ფრაზას, რომ “ხვალემ უნდა იფიქროს ხვალისა“, არადა ხვალინდელი დღეც ჩვენია. შესაბამისად, ხვალინდელი ფინანსების მართვაც ჩვენს ხელშია და არა დროის. ზოგჯერ გაგვეფიქრება, რომ რა აზრი აქვს დღეს დავუმატებთ 10 ლარს დანაზოგს თუ ხვალ? არადა რეალურად რაც უფრო სწრაფად დავიწყებთ დაზოგვას, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ მიზნებს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მით უფრო ადრე ჩამოვიყალიბებთ დაზოგვის ჩვევას.
3. ყოველდღე მცირედი მაინც დავზოგოთ
დაზოგვა რუტინული ქცევა უნდა იყოს, რუტინა კი ყოველდღიურად, ერთი და იმავე საქციელის განმეორებით ყალიბდება. ამიტომ, საჭიროა, დავზოგოთ ყოველდღე.
ყველაზე ხშირად არასაკმარის შემოსავალს ვიმიზეზებთ და გადავდებთ ხოლმე დაზოგვის დაწყებას. თუმცა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყოველთვის შეგვიძლია სულ მცირე თანხა მაინც დავზოგოთ.
ზოგჯერ გვეფიქრება, რომ 5 ლარით დაზოგვას ვერ დავიწყებთ და სჯობს დაველოდოთ 100 ლარის გადადებას როდის შევძლებთ. არადა დიდ მიზნებთან უფრო მარტივია პატარა ნაბიჯებით მისვლა. თუ მოვინდომებთ 1000 ლარის შეგროვებას, რასაკვირველია 5 ლარის გადადებით უფრო გვიან მივალთ მიზნამდე, ვიდრე 100 ლარის დაგროვებით, თუმცა ყველა თეთრს მნიშვნელობა აქვს, რადგან გვაახლოებს საბოლოო მიზანთან.
საინტერესო ფაქტია, რომ დაზოგვაში დახმარება არაფინანსურ დაზოგვასაც შეუძლია, მაგალითად ენერგოეფექტურ ტექნიკას თუ მოვიხმართ, კომუნალური გადასახადი შეგვიმცირდება და გამოგვითავისუფლდება თანხა. ასევე, თუ შევძლებთ არ შევიძინოთ მზა საკვები თავად მოვიმზადოთ, ყოველდღიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის გადადებას შევძლებთ დანაზოგში.
4. თვალი მივადევნოთ პირად ბიუჯეტს
საჭიროა გავწეროთ, რისი ხარჯვა შეგვიძლია ყოველდღიურად და აუცილებლად მივყვეთ გეგმას. თუ ვიცით, რომ დღეში მხოლოდ 20 ლარის დახარჯვა შეგვიძლია სურვილებზე, უნდა მივყვეთ ამ გეგმას. ჩვენს ლექსიკონში აღარ უნდა არსებობდეს ფრაზა — მხოლოდ დღეს გადავხარჯავ.
ასევე, სასურველია, თუ კარგად შევხედავთ ჩვენი ყოველდღიურობის სტილსაც, რადგან ის შეიძლება შემოსავლის მთავარ გამაუფასურებლად იქცეს. მაგალითად, თუ ჩვენ ხშირად გვიწევს მეგობრებთან შეკრებებსა თუ ღონისძიებებზე დასწრების გამო შემოსავლის დიდი ნაწილის ხარჯვა, ცხადია, ჩვენი ქმედებები ამცირებს ჩვენი შემოსავლის ღირებულებას.
რასაკვირველია, ყველაფერზე უარის თქმა არ არის გამოსავალი, თუმცა, მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, დავსვათ კითხვები და ვუპასუხოთ მათ: რა გვირჩევნია, მხოლოდ დღეს გვქონდეს შესაძლებლობა ვხარჯოთ სურვილისაებრ, თუ სჯობს დღეს დავგეგმოთ ჩვენი ფინანსები, უარი ვთქვათ ხარჯების გარკვეულ ნაწილზე და გადავდოთ თანხა იმისთვის, რომ ხვალაც ავისრულოთ სურვილები?
5. დავზოგოთ ავტომატურად
ხშირად, ჩვენი მომსახურე ბანკები დაზოგვისთვის კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მაგალითად, ბარათით გადახდისას გარკვეული თანხის ავტომატურად დაგროვებას. ან თუნდაც თვის კონკრეტულ რიცხვებში ავტომატურად გადავიდეს თანხა მიმდინარე ანგარიშიდან ანაბარზე.
ეს პროცესი დაგვეხმარება მაშინაც, როდესაც არ ვიცით, საიდან დავიწყოთ, ან როდისაა დაზოგვის დასაწყებად საუკეთესო დრო. დაზოგვის დრო ყოველთვისაა, ყველა ქმედების მიღმა. საჭიროა, დავიწყოთ დღეიდან! საჭიროა, დავზოგოთ ხელფასის აღების დღესვე. დავზოგოთ არა მორჩენილი თანხა, არამედ გადავუხადოთ ჩვენს თავს მომავალი სიმშვიდისთვის მაშინვე, როგორც კი თანხა ჩვენს ხელში გაჩნდება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობის გასაღები ჩვენსავე ქცევაშია. დაზოგვის ქცევის ჩამოყალიბება კი შრომატევადი და მძიმეა. ის დიდ ნებისყოფასა და ნამდვილ მონდომებას მოითხოვს. მაშ როგორ დავზოგოთ, როდესაც ვერ ვზოგავთ?
ამ კითხვას ბენჟამინ ფრანკლინის სიტყვებით ვუპასუხოთ:
"შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რისკენაც შენს გონებას მიმართავ".
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი გონება მუდმივად განვითარებისკენაა მიმართული, გამოვა, რომ ჩვენი პრობლემა ძლიერი სურვილის არქონაშია. დაზოგვისთვის კი, მხოლოდ გონების მომართვა და ნებისყოფა დაგვჭირდება.
-
მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს
გადახედვა
-
მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
გადახედვა
-
მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს მენოპაუზა ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს
გადახედვა
-
ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა" ფინეთის სამხედრო დაზვერვა: "რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირებულია, მაგრამ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა
-
ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმის მინიშნებით, რომ არასწორი არჩევანის ფასი მშვიდობა იქნებოდა
გადახედვა
-
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
გადახედვა
-
მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
კომენტარები