"ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, არამედ, ეძებს რეალურ ადამიანებს მიზნებით" — ლიზი ლოჩოშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი 2023 წლიდან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება და სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება. პროგრამას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს.
2025 წლის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი ლოჩოშვილია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. ფსიქოლოგიამდე მედიცინას სწავლობდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ სრულიად სხვა სფერო აინტერესებდა:
“სამედიცინო მიმართულებაზე სწავლისას მივხვდი, რომ პასუხის ძიება, კვლევა და მეცნიერული დისკურსის ცვლილება უფრო მიზიდავდა, ვიდრე კლინიკური პროცედურების ზუსტად დამახსოვრება. ფსიქოლოგია ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ მეთოდოლოგიებსა და ხედვებს აერთიანებს. ეს ჩემთვის გამორჩეული დისციპლინა გახდა, ძალიან მომინდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სფეროში, მემუშავა”.
ლიზიმ სტიპენდია პირველივე ცდაზე მოიპოვა, გასაუბრებაზე გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ინტერესებზე და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა:
“სტიპენდია, რა თქმა უნდა, სტუდენტისთვის ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემთვის პირადად ამ სტიპენდიის მოპოვება სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი. გამიჩნდა განცდა, რომ საყვარელი სფეროს შესწავლის პირველივე ეტაპზე შეიძლება შემამჩნიონ, რომ საკმაოდ რთული გზა, რომელიც ავირჩიე მხოლოდ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი და რომ ის დაფასდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სამეცნიერო სივრცეში ვიტყვი ჩემს სიტყვას”.
სამომავლოდ ლიზის სურს, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და იზრუნოს საქართველოში ფსიქოლოგიის დისციპლინის განვითარებაზე:
“მინდა, რაც შეიძლება ბევრ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავერთო. შემდეგი ეტაპია ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გავიარო სამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. იქ უფრო სიღრმისეულად ვისწავლი ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მაინტერესებს. დოქტორანტურისთვის განვიხილავ ამერიკას, სადაც ფსიქოლოგიური კვლევის კულტურა განსაკუთრებით განვითარებულია. საბოლოოდ, კი ვგეგმავ, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ განიხილება სისტემურ პრიორიტეტად “.
ლიზიმ გეგმებთან ერთად, რჩევებიც გაგვიზიარა მომავალი კონკურსანტებისთვის:
“არ იფიქროთ იმაზე, როგორი უნდა იყოთ, რომ აგირჩიონ. ჩემი დაკვირვებით, ეს პროექტი არ ეძებს სრულყოფილებას სტუდენტებში, ის ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით”.
საქართველოს ბანკი განაგრძობს საინტერესო, მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ მხარდაჭერას. თუ თქვენც ეძებთ უკეთესი განათლების, განვითარების გზას, გადადით ბმულზე და გაეცანით მრავალგვარ საგანმანათლებლო შესაძლებლობას.
განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები