პირდაპირი ჩართვის გათიშვის შემთხვევაში, წულუკიანი გახარიას მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნით ემუქრება
"16:00 საათზე, თბილისის დროით, წესით უნდა ჩაგვერთოს გიორგი გახარია, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრება," — ამის შესახებ ოცნების საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა თქვა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას "მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს"
წულუკიანი ყოფილ პრემიერს ემუქრება და ამბობს, რომ ნებისმიერი ქმედება გიორგი გახარიას მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის ის 349-ე მუხლის დარღვევად, რაც კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
"16:00 საათზე, თბილისის დროით, წესით უნდა ჩაგვერთოს გიორგი გახარია, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრება და ჩვენ ეს დავაკმაყოფილეთ, როგორც გახსოვთ, თუმცა ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა "ქარდი" და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მისი ჩართვის შესახებ თხოვნა დაგვეკმაყოფილებინა და მე პირადად არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მე მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო (განსაკუთრებით მის გარემოცვას და ამფსონებს), რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს თავისი ლიმიტი და ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა. შემდეგ კომპეტენტური პირები მისცემენ კვალიფიკაციას და შეაფასებენ. ამიტომ, იმედი მაქვს 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა ჩაივლის მშვიდობიანად"
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით განმეორებით გამოსაკითხად 23 ივნისს დაიბარეს, მაგრამ უცხოეთში ვიზიტის გამო გახარიამ კომისიას ონლაინ -ჩართვა შესთავაზა, რაზეც წულუკიანის კომისიამ მაშინ უარი უთხრა.
გახარია საქართველოსთვის: გიორგი გახარიამ გამოთქვა მზაობა, საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
ასევე იხილეთ:
- წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას დასთანხმდა, რომ 2 ივლისს დაგეგმილ სხდომას დისტანციურად ჩაერთოს
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- გახარია საქართველოსთვის: გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა
- მაია ცქიტიშვილის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანას საგუშაგოსა და იქ გზის გაყვანის საჭიროებაზე
- ირაკლი კობახიძე: ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი
- რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანას საგუშაგო ძალიან დიდი პრობლემაა — ირაკლი შაიშმელაშვილი ჩორჩანაში საგუშაგოზე
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები