როგორ აისახება მოწევა, მზეზე ყოფნა და სტრესი სახის კანზე — 6 ტყუპის მაგალითი
ასაკობრივი ცვლილება ხშირად ყველაზე თვალნათლად სახის კანს ემჩნევა ხოლმე. სახის კანის ცვლილებაზე კი, თავის მხრივ, გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას. სწორედ ამ ფაქტორების შესწავლას ემსახურებოდა პლასტიკურ ქირურგ ბაჰმან გაიურონის კვლევა.
აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ თვინზბურგში (Twins ინგლისურად ტყუპებს ნიშნავს), ყოველწლიურად იმართება ტყუპების დღის ფესტივალი. ფესტივალზე ექიმმა გაიურონმა 186 იდენტური ტყუპი ჩართო კვლევაში — მათ ჯერ კითხვარები შეავსეს, შემდეგ კი ფოტოები გადაიღეს. მკვლევრების ჯგუფმა ყველა სურათი სათითაოდ შეისწავლა და ტყუპების გარეგნულ მახასიათებლებს შორის სხვაობა აღწერა, ეს სხვაობა მოგვიანებით სხვადასხვა ფაქტორს დაუკავშირდა, მათ შორის, მოწევას, მზეზე დროის გატარებას, სტრესს, წონის კლებას და სხვა.
1. ბრენდა და ბარბი — 52 წლის ასაკში
ბრენდას (მარცხენა) მოწევის, მზეზე ყოფნისა და სიგამხდრის სამმაგი ეფექტი თავის ტყუპისცალ დაზე, ბარბზე (მარჯვენა), უფრო ხნიერად აჩენს. ბარბი, რომელიც დის მახლობლად ცხოვრობს კანადაში, ხუმრობს, მომწონს, რომ უმცროსს მეძახიან ხოლმეო.
ბრენდა 14 წლის განმავლობაში ნახევარ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა ყოველდღიურად, ბარბის კი არასდროს მოუწევია. ამასთან, ბრენდა შვიდჯერ უფრო მეტ დროს, კვირაში, საშუალოდ, 14 საათს ატარებდა მზეზე, ბარბი — მხოლოდ ორ საათს.
"ბრენდას თვალებქვეშ მოშვებული კანის რკალები სწორედ მოწევაზე დამოკიდებულებაზე მიანიშნებს", — ამბობს ექიმი გაიურონი, — "როცა ამას პაციენტების სახეზე ვამჩნევ, აღარც ვეკითხები, თუ ეწევიან, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სიგარეტის მომხმარებლები არიან".
2. ჯენეტი და ჯინი — 54 წლის ასაკში
ჯინი (მარჯვენა) ჯენეტზე (მარცხენა) უფრო ხნიერი ჩანს, რისი საფუძველიც, ექიმ გაიურონის თქმით, ჩამუქებული უპეები, გამოკვეთილი "ღიმილის ხაზები" და ჭარბებს შორის ჩაღრმავებული, ვერტიკალური ნაოჭებია.
გაიურონის კვლევის თანახმად, ტყუპი დების გარეგნობის სხვაობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა: ჯინი 27-წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაშორდა, ჯენეტი კი 30 წელზე მეტია, დაქორწინებულია. ჩიკაგოში მცხოვრები დების ბიოგრაფიებში სხვა მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნება.
პლასტიკური ქირურგის თქმით, ქორწინებაში პრობლემის გაჩენა, დაშორება, ფინანსებსა და ახალი პარტნიორის პოვნაზე დარდი სტრესის საფუძველი ხდება, რაც გარეგნობაზეც აისახება.
3. ლორი და ლიზა — 46 წლის ასაკში
პენსილვანიის შტატში მცხოვრები ლორი (მარცხენა) ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ ლიზაზე (მარჯვენა) 17 კილოთი ნაკლებს იწონის. გაიურონის თქმით, სწორედ ამიტომაა ლორის სახეზე თვალების და პირის გარშემო ხაზები უფრო შესამჩნევი. მცირედით მეტი წონა ლიზას სახეს ავსებს და კანს უფრო გლუვს აჩენს. კვლევა ამ მაგალითით მიუთითებს, რომ 40 წლის ასაკს გადაცილებულ ტყუპებში მეტი წონა უფრო ახალგაზრდულ იერს სძენს.
4. შარლოტი და რებეკა — 48 წლის ასაკში
ქალაქ სან-ანტონიოში მცხოვრებ ამ ტყუპ დებს სხვადასხვა სახის ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარდათ: რებეკამ (მარჯვენა) 36 კილოგრამი დაიკლო, შარლოტმა კი (მარცხენა) — თითქმის 100 კილოგრამი, და ფოტოს გადაღების მომენტში ეს უკანასკნელი დაზე ორი კილოგრამით ნაკლებს იწონის.
ექიმ გაიურონის თქმით, შარლოტის შემთხვევაში წონის კლება მოშვებულ კანზე აისახა. შედეგად, ტყუპისცალ დაზე უფრო გამხდარ სახეზე შუბლის ნაოჭების და "ღიმილის ხაზების" კვალიც მეტად შესამჩნევია.
5. ჯინი და სიუზენი — 61 წლის ასაკში
ჯინი (მარცხენა) თავის ტყუპისცალ დაზე ამბობს, რომ "10 წლით უფროსს" ჰგავს. მკვლევრები კი, დების გარეგნობის შეფასებით, ასაკობრივ სხვაობად 11 წელზე მეტს ასახელებენ.
სიუზენის შემთხვევაში, სამი ფაქტორია განმსაზღვრელი: იგი 16 წელი ეწეოდა სიგარეტს, იღებდა მზის აბაზანებს და იწონის 7 კილოგრამით ნაკლებს. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ქალი რაც შეიძლება დიდ დროს ატარებდა მზეზე (განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, როცა საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა). ჯინი კი ზუსტად საპირისპიროდ იქცეოდა — რაც შეიძლება ნაკლებ დროს ატარებდა მზეზე.
პლასტიკური ქირურგის თქმით, სიუზენის სახეზე ულტრაიისფერი სხივების კვალი არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებზე შეიმჩნევა, არამედ კანის ელასტიკურობის დაკარგვასა და ნაოჭების გარღმავებაზეც.
6. დინა და ჯინა — 27 წლის ასაკში
დინა (მარცხნივ) თავის ტყუპ დაზე, ჯინაზე (მარჯვენა), 23 კილოგრამით ნაკლებს იწონის, რაც, ექიმ გაიურონის თქმით, უმცროსის იერს აძლევს. პლასტიკური ქირურგი ამატებს, რომ 40 წლამდე ასაკის ქალებში ახალგაზრდული შეხედულების განმსაზღვრელი ქვედა ყბის და ყვრიმალების კონტურებია, რომლებიც დინას სახეზე უფრო გამოკვეთილია.
ამასთან, დინა, რომელიც ჯორჯიის შტატში ცხოვრობს, მზეზე უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ფლორიდაში მცხოვრები მისი და. თუმცა, გაიურონი ამბობს, რომ 40 წლამდე მზის სხივების გავლენა ნაკლებად შესამჩნევია, ამიტომ, ახალგაზრდულ იერს ნაკლები წონა უფრო აძლევს.
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
კომენტარები