მეთიუ პერის საქმე — წარდგენილ ბრალს კიდევ ერთი ექიმი აღიარებს
ფოტო: Getty Images
ფედერალური პროკურორების ცნობით, კალიფორნიელი ექიმი, რომელიც მეთიუ პერისთვის კეტამინის მიწოდებაშია ბრალდებული, დანაშაულის აღიარებაზე თანახმაა.
ექიმი სალვადორ პლასენსია თავს დამნაშავედ ცნობს მსახიობისთვის კეტამინის მიწოდების ოთხ ბრალდებაში. აღიარებითი ჩვენება, რომელსაც ექიმი სავარაუდოდ მომდევნო კვირებში მისცემს, ითვალისწინებს მაქსიმუმ 40 წლით თავისუფლების აღკვეთას.
მეთიუ პერი ყველაზე ცნობილია ჩენდლერ ბინგის როლისთვის სერიალ Friends-ში. იგი 2023 წლის ოქტომბერში ლოს ანჯელესში საკუთარი სახლის ჯაკუზიში გარდაცვლილი იპოვეს (დოზის გადაჭარბებით). მანამდე, 54 წლის მსახიობი ღიად საუბრობდა დეპრესიასა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის შესახებ, თუმცა, მისი სიკვდილი როგორც ფანებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის შოკი აღმოჩნდა.
ფოტო: CNN
ექიმმა მარკ ჩავეზმა, რომელმაც უკვე აღიარა ამ საქმეში დანაშაული, პროკურორებს ტექსტური შეტყობინებები გაუზიარა, რომლებშიც ექიმი პლასენსია მეთიუ პერის "სულელს" უწოდებს და ინტერესდება, ნარკოტიკებისთვის რა ოდენობის ფულის გადასახდელად იქნება მსახიობი მზად.
საპროცესო შეთანხმებისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ექიმმა პლასენსიამ მეთიუს კეტამინის ინექცია, როგორც საკუთარ სახლში, ისე Long Beach-ის აკვარიუმის პარკინგზე გაუკეთა. მან ნარკოტიკის ინექცია ასწავლა პერის ასისტენტსაც, რომელიც ასევე ბრალდებულია. პლასენსიამ მეთიუსა და მის ასისტენტს ზედმეტი დოზაც მიჰყიდა სახლში შესანახად.
Dr Mark Chavez
ფოტო: Damian Dovarganes
Dr Salvador Plasencia
ფოტო: CNN
ეს ექიმი ერთ-ერთია იმ 5 ადამიანიდან, რომელსაც პროკურატურა ადანაშაულებს დილერებისა და სამედიცინო პერსონალის მიწისქვეშა ქსელში მონაწილეობაში, რომელიც პერის კეტამინით ამარაგებდა. მსახიობი დეპრესიის სამკურნალოდ ნარკოტიკის ლეგალურ, ექიმის მიერ გამოწერილ დოზებს იღებდა, თუმცა გამოწერილზე მეტსაც მოიხმარდა.
საბოლოოდ, როგორც საპროცესო შეთანხმება ამბობს, 2023 წლის 30 სექტემბერსა და 12 ოქტომბერს შორის, ექიმმა პლასენსიამ მეთიუსა და მის ასისტენტს მიჰყიდა კეტამინის ოცი 5 მილილიტრიანი ფლაკონი, თითქმის მთელი შეფუთვა კეტამინის ტაბლეტები და შპრიცები.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები