დონატელა ვერსაჩე Versace-ს ტოვებს
ფოტო: Getty Images
მოდის იტალიურმა სახლმა, Versace-მ, დღეს შოკისმომგვრელი სიახლე გაავრცელა — დონატელა ვერსაჩე, ლეგენდარული დიზაინერი, რომელიც კომპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას 28 წლის განმავლობაში იკავებდა, პოსტს ტოვებს. ბრენდის ამბასადორის როლს ის კვლავ შეასრულებს, თუმცა დიზაინთან დაკავშირებული ვალდებულებები მას აღარ დაეკისრება. Versace-ს ინფორმაციით, დონატელა ვერსაჩეს დარიო ვიტალი, Miu Miu-ს ყოფილი დიზაინის ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს.
"ახალი თაობის დიზაინერების ხელშეწყობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიხარია, რომ დარიო ვიტალი შემოგვიერთდება და ერთი სული მაქვს, Versace ახალი პერსპექტივით დავინახო," — თქვა ვერსაჩემ დღევანდელ განცხადებაში — "მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს შეუდარებელ დიზაინის გუნდს და Versace-ს ყველა თანამშრომელს, ვისთან მუშაობის პრივილეგიაც სამ ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში მერგო."
განცხადებაში დიზაინერი თავის გარდაცვლილ ძმაზე, Versace-ს დამფუძნებელ ჯანი ვერსაჩეზეც საუბრობს — "ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო ჩემი ძმის, ჯანის მემკვიდრეობის გაგრძელება. ის ჭეშმარიტად გენიოსი იყო, თუმცა ვიმედოვნებ, მისი სულისკვეთებისა და შეუპოვრობის ნაწილი მეც მაქვს. ბრენდის მთავარი ამბასადორის პოზიციაზე Versace-ს ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერად დავრჩები. Versace ჩემს დნმ-შია და მუდამ ჩემს გულში დარჩება."
ჯანი და დონატელა ვერსაჩეები
ფოტო: Getty Images
ჯანი ვერსაჩეს მიერ 1978 წელს დაარსებული ბრენდის დიზაინის ხელმძღვანელად დონატელა ვერსაჩე ძმის ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, 1997 წელს დაინიშნა. მათი უფროსი ძმა, სანტო ვერსაჩე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, დონატელას შვილმა, ალეგრამ კი კომპანიის 50%-იანი წილი მიიღო.
ჯენიფერ ლოპესი Versace-ს კაბაში
ფოტო: Dazed
საკუთარი ოჯახის გვარის მატარებელი მოდის სახლში მუშაობისას დონატელამ მოდის სამყაროსთვის დაუვიწყარი დიზაინები შექმნა, მათ შორის, კაბა, რომელმაც Google Images-ის შექმნა გამოიწვია: აბრეშუმის შიფონის დახვეწილი, მოშიშვლებული კაბა ღრმა დეკოლტეთი, რომელიც ჯენიფერ ლოპესმა 2000 წლის გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე მოირგო. კაბას საკუთარი გვერდიც აქვს ვიკიპედიაზე და 2019 წელს კვლავ მოიპოვა პოპულარობა, როცა "ჯეი ლომ" ის ხელახლა ჩაიცვა Versace-ს შოუზე.
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
კომენტარები