ლუკ კოფი: სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით, უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ლუკ კოფიმ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ქართული ოცნების მიმართ მხოლოდ "ნახევარზომებს" იყენებს. მისი აზრით, საჭიროა არამარტო სავიზო, არამედ ეკონომიკური სანქციებიც.
"სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით. უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სამოქალაქო პირებს არბევს. ერთ-ერთი პრობლემა სამოგზაურო ვიზებთან დაკავშირებით ისაა, რომ არ ვიცით, ის ვის ეხება. მესმის ორივე მხარეს მყოფთა არგუმენტები — მათიც, ვინც ამბობს, რომ სახელები საჯარო არ უნდა იყოს, მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს და ყველამ უნდა იფიქროს, არის თუ არა ისიც ამ სიაში. მაგრამ, იმაშიც ვხედავ ღირებულებას, რომ საჯაროდ დასახელდნენ ამ სიაში მყოფები, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს, ვინ არის სამიზნე და ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტებზე თავდასხმაში. ასე რომ, მადლობელი ვარ ამ [სანქციების დაწესებისთვის], მაგრამ ვფიქრობ, ის დაგვიანებულია და არც ისე საკმარისი.
რატომ აყოვნებს ამას ბაიდენის ადმინისტრაცია? — არ ვიცი. ეს ვაშინგტონში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ცოტა საკითხს ნახავთ, რაზეც აქ [ვაშინგტონში] ორპარტიული მხარდაჭერაა. თუმცა, რესპუბლიკელები და დემოკრატები, როგორც საექსპერტო წრეებში, ისე კონგრესში, ემხრობიან ამერიკის მხრიდან უფრო მკაცრ, უფრო ძლიერ საპასუხო ქმედებას, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია, რატომღაც თავს იკავებს. არ ვიცი, ამას ვინ ბლოკავს, მაგრამ იმავეს ვხვდებით უკრაინასთან მიმართებაშიც, ყოველთვის იგვიანებენ, ნახევარზომებს იღებენ და არასდროს დგამენ გადამწყვეტ ნაბიჯს. იმავეს ვხედავთ საქართველოს შემთხვევაში. როგორც ამერიკელი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმის, რას ფიქრობენ ჩემი ქართველი მეგობრები", — განაცხადა ლუკ კოფიმ.
ის გამოეხმაურა ქართული ოცნების უსაფუძვლო იმედებს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებითაც.
"ირანი, ჩინეთი, უკრაინა, იმიგრაცია, დეპორტაცია, ვაჭრობა, ტარიფები, საკვებზე ფასები — ესაა ის თემები, რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს. სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც კი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არ სურს ჩარევა. ასე რომ ქართული ოცნების წევრები, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი [ხელისუფლებაში] მოვა და ყველაფერი დალაგდება, უიმედოდ მიამიტები არიან. მაგრამ ეს ასევე მართალია იმ ხალხისთვისაც, ვინც ქუჩაში დგას და ვისაც ძალიან სწორად სჯერა, რომ მათ თავიანთი ევროპული მომავალი წაართვეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ ამერიკიდან დახმარების იმედი, რადგან ეს, ალბათ არ მოხდება. მესმის, რომ ამის მოსმენა ქართველი ხალხისთვის მძიმეა, მაგრამ რეალობა ესაა. ასე რომ, თუ ქართველ ხალხს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება სურს, ყველაფერი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს", — ამბობს კოფი.
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
კომენტარები