5 ისტორიული მოვლენა, რომელიც ჰელოუინის დღეს მოხდა
ფოტო: Mental Floss
1. 1984 წელს ინდირა განდი მოკლეს
ფოტო: FOX NEWS
1984 წლის 31 ოქტომბერს ინდირა განდი, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინდოეთის პრემიერ მინისტრი იყო, მისმა დაცვის ორმა თანამშრომელმა მოკლა. ინტერვიუს მისაცემად მიმავალ ინდირას საკუთარმა დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს. მინისტრი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებიდან ერთ-ერთი სასაზღვრო პოლიციამ გაქცევისას მოკლა, ხოლო მეორე გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ინდოელი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ინდირა ინდოეთის დედა და გადამრჩენელი იყო, ნაწილი მას ავტორიტარულ მმართველად მიიჩნევს. თუმცა, საყოველთაოდაა აღიარებული, რომ მისმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა ინდოეთი და მისი სამომავლო კურსი განსაზღვრა.
2. 1918 წელს ესპანური გრიპის პანდემიის ყველაზე მომაკვდინებელი თვე დასრულდა
ფოტო: encoredocs
1918 წელს მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ესპანური გრიპის სახელით ცნობილი პანდემიის დროს. ესპანური გრიპი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველ ვირუსადაა მოხსენიებული. შეერთებულ შტატებში, სადაც დაახლოებით 675 000 ამერიკელი დაიღუპა, არც ერთი თვე არ ყოფილა უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე 1918 წლის ოქტომბერი. არავინ იცის ზუსტად რის გამო მოხდა ოქტომბრის თვეში დაღუპულთა რიცხვის ზრდა, თუმცა მათი რაოდენობა დაახლოებით 200 000 ადამიანი იყო. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გრიპის სამკურნალოდ მიღებულმა ვაქცინის არასწორმა დოზამაც გამოიწვია.
3. 1922 წელს მუსოლინიმ ფაშისტური პარტიის გამარჯვება აღნიშნა
ფოტო: Mental Floss
1922 წელს ბენიტო მუსოლინიმ იტალიაში პოლიტიკური აჯანყება წამოიწყო, რომლის კულმინაციაც რომში გამართული აღლუმი იყო. მუსოლინიმ და მისმა 20 000-მა მომხრემ რომში, ძალაუფლების ხელში ჩაგდების აღსანიშნავად, მარში გამართეს. 29 ოქტომბერს მეფე ვიქტორ ემანუელ მესამემ 39 წლის ბენიტო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად რომში დაიბარა. კოალიციური მთავრობის მეთაურად უფლებამოსილმა მუსოლინიმ დაიწყო თავისი ძალაუფლების დემონსტრაცია და საკუთარ წარმატებაზე მითების შექმნა. 31 ოქტომბერს ფაშისტური პარტიის მზარდი ძალის საჩვენებლად ახლად დანიშნულმა პრემიერმა რომის ქუჩებში შავი მაისურების აღლუმი გამართა.
4. 1926 წელს ჰარი ჰუდინი გარდაიცვალა
ფოტო: hungarianconservative
1926 წლის ოქტომბრის ბოლოს ჰარი ჰუდინი მონრეალში მაკგილის უნივერსიტეტს ეწვია და თაღლითური სპირიტუალიზმის შესახებ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ლექცია წაიკითხა. პარასკევს, 22 ოქტომბერს, ჰუდინმა მაკგილის რამოდენიმე სტუდენტი თავისთან, Princess Theater-ის გასახდელში, მიიწვია. იმაზე, თუ რა მოხდა სხვადასხვა ვერსიები არსებობს. რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ სტუდენტმა, სახელად ჯოზელინ გორდონ უაითჰედმა, სახელგანთქმულ ილუზიონისტს სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა. ერთი კვირის შემდეგ, 31 ოქტომბერს, 52 წლის ჰუდინი გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დიფუზური პერიტონიტი დასახელდა. ესაა მუცლის ღრუს ინფექცია, რომელიც აპენდიქსის გახეთქვითაა გამოწვეული.
5. 1941 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ამერიკული საზღვაო ხომალდი, რუბენ ჯეიმსი, ჩაძირა
ფოტო: warfarehistorynetwork
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ USS Reuben James ატლანტის ოკეანეში იდგა. მისი დანიშნულება იყო ტვირთის მომარაგების პროცესში გემები თავდასხმისგან დაეცვა. 22 წლის სამხედრო ხომალდი შვიდ ზღვაში ცურავდა, მაგრამ ძირითადად სამშვიდობო პატრულირება და დაბალ რისკიანი ოპერაციების შესრულება ევალებოდა. 1941 წლის 31 ოქტომბერს, პერლ-ჰარბორის თავდასხმამდე და ამერიკის ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომში ჩართვამდე, სულ რაღაც, ერთი თვით ადრე, რუბენ ჯეიმსი გახდა აშშ-ს საზღვაო ძალების პირველი გემი, რომელიც კონფლიქტის დროს ჩაიძირა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის თითქმის 150 წევრიდან მხოლოდ 44 გადარჩა.
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
კომენტარები