რამდენი წელი სჭირდება "სოფლის შენებას" — 25-30 თუ 12?
ფოტო: Civil Georgia
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მანქანა სულ უფრო ძლიერდება და უკვე ხშირად ვხედავთ მინის "აკვარიუმით" მოძრავ ბიძინა ივანიშვილს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, როცა ივანიშვილი ქართველ მოსახლეობას საგულდაგულოდ შემინული ტრიბუნიდან მიმართავდა, ახსენა, რომ 12 წელი (ანუ, ის დრო, რაც "ოცნებამ" საქართველოს სამართავ სადავეებთან გაატარა) სულაც არაა საკმარისი ქვეყნის გარდაქმნისა და გრანდიოზული ცვლილებებისათვის. მისი თქმით, მსგავს ტრანსფორმაციას მინიმუმ 25-30 წელი სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილის ფრაზამ ძალიან დაგვაფიქრა და გადავწყვიტეთ, სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძირფესვიან ცვლილებებზე ინფორმაცია მოგვეძიებინა. შედეგებმა გაგვაოცა და თქვენც გაგიზიარებთ:
1. სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული (1997-2008)
ფოტო: Asia Times
1997 წელს, როცა აზიაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, სამხრეთ კორეამ პოზიციების აღდგენა მთავრობის ჭკვიანური გადაწყვეტილებების წყალობით მალევე შეძლო. 2008 წლისთვის მას ტექნოლოგიის, ავტომობილებისა და ელექტრონული მოწყობილობების ბიზნესების (სამსუნგი, ჰიუნდაი...) წყალობით მთავრობამ რეფორმები დანერგა, რომელმაც ქვეყანა საერთაშორისო ეკონომიკურ ძალად ათ წელზე ნაკლებ დროში აქცია.
2. ჩინეთის ჩქაროსნული მატარებლების სისტემა (2008-2018)
ფოტო: Asia Times
ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი ჩქაროსნული მატარებლების სისტემა 10 წელზე ნაკლებ დროში ააშენა, რამაც მოსახლეობას ქვეყნის შიგნით გადაადგილება ძალიან გაუმარტივა. 2018 წლისთვის, ჩინეთში დაგებული ლიანდაგების სიგრძე 29 000 კილომეტრზე მეტი იყო. ამ გეგმამ ქვეყნის ეკონომიკაზე უდიდესი, დადებითი გავლენა მოახდინა და მილიონობით ადამიანს შეუმცირა მოგზაურობაზე დახარჯული დრო.
3. ჩილეს რეკონსტრუქცია 8.8-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ (2010-2014)
ფოტო: Holcim Foundation
ფოტო: Holcim Foundation
2010 წელს ჩილეს გამანადგურებელი, 8.8-ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც ქვეყანაში მშენებლობისა და ეკონომიკის უსერიოზულესი პრობლემები წარმოშვა. ჩილეს მთავრობამ ამ გამოწვევას აღსანიშნავი სისწრაფითა და ეფექტურობით უპასუხა. სულ რაღაც 4 წელში ქვეყნის ინფრასტრუქტურა სრულიად აღდგა — სკოლები, საავადმყოფოები, აეროპორტები, სახლები...
4. ვიეტნამის ეკონომიკური განვითარება (2010-2020)
ფოტო: Wanderlust Magazine
ვიეტნამის მთავრობამ ათ წელზე ნაკლებ დროში შეძლო ეკონომიკური კურსის არჩევა და უდიდესი წარმატების მიღწევა. 2010 წლისთვის ვიეტნამმა მწარმოებელი ქვეყნის ნიშა დაიკავა და რამდენიმე წელში მსოფლიოს უდიდეს მიმწოდებლად ქცევა, უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ინდუსტრიალიზაციის გაზრდა შეძლო, რამაც მის მილიონობით მცხოვრებს კეთილდღეობა და დოვლათი მოუტანა.
როგორც ვხედავთ, "სოფლის" შენებას 25 და 30 წელი კი არა, ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა, ქვეყნისადმი თავდადება და ექსპერტიზა სჭირდება. ამ ღირებულებების მქონე მთავრობას კი თვალსაჩინო წარმატების მისაღწევად 12 წელიც კი არ სჭირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები