იყო რაჟდენი მართალი?!
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო: ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ორგანიზაცია აირჩიე ევროპა გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. შესაბამისად, ორივე ორგანიზაციაზე გავრცელდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავთ გათვალისწინებული შეზღუდვები.
ორგანიზაციის დირექტორებს, ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროსათვის წარედგინათ ფინანსური ანგარიშები და გაეხსნათ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც "საარჩევნო მიზნებისთვის" გამოიყენებოდა.
ხსენებული გადაწყვეტილება TI-მ სასამართლოში გაასაჩივრა და სტატუსის მოხსნა მოითხოვა, თუმცა 30 სექტემბერს ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არ შეაჩერა და, შესაბამისად, ორგანიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციას ვერ შეასრულებდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებამ და მისმა შედეგმა არაერთი კითხვა გააჩინა ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, თუმცა რაჟდენ კუპრაშვილი კრიტიკას წინააღმდეგობით დაუხვდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება რეპრესიული არ არის.
"ყველა მტყუანია, მე ვარ მართალი", — განუცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიას
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ხსენებული ორგანიზაციებისათვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოეხსნა.
კობახიძის განცხადების გამოქვეყნების მომდევნო დღეს, 2 ოქტომბერს, "დამოუკიდებელმა" ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა პრემიერის "თხოვნა" და დააკმაყოფილა ის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სადამკვირვებლო საქმიანობას დაუბრკოლებლად შეასრულებს, თუმცა ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების მთელმა სერიამ კითხვები გააჩინა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირის რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც ინსტიტუტი შეიქმნა, მკაფიოდ მიუთითებდა მთავრობისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე.
იყო რაჟდენი მართალი?
როგორც აღინიშნა, ანტიკორუფციული ბიურო 2022 წელს, ევროკავშირის რეკომენდაციის შესაბამისად შეიქმნა. რეკომენდაცია მოუწოდებდა სახელმწიფოს, შეექმნა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას უზრუნველყოფდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებამ მიიღო სამსახური, რომელიც არჩევნების წინ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან და ხელისუფლებისთვის არასასურველ პირებთან საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება.
ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებების შესაფასებლად, News.on.ge ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ელ მარტს ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან.
"ამ ყველაფრისთვის სამართლებრივი სახელის დარქმევა წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნიშნავს ამ თანამდებობის პირს, საერთოდ არ აქვს უფლება, მოუწოდოს რაიმე გადაწყვეტილებისკენ იმ სამსახურს, რომელიც კანონის მიხედვით, (თურმე) დამოუკიდებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
როცა პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებას აკეთებს, შემდეგ კი ანტიკორუფციულ ბიუროს ეს გადაწყვეტილებაში პირდაპირ გადააქვს, ასეთი პროცესი სამართლებრივად წარმოუდგენელია — ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გამოვიდა და პრემიერის მოწოდების საფუძველზე გააუქმა საკუთარი გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ არ უნდა მიეღო — კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაუფლებამოსილი პირის მოწოდების საფუძველზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტის მხრიდან გადაწყვეტილების გაუქმება სამართლებრივი ნონსენსია", — განაცხადა ლონდა თოლორაიამ
ლონდა თოლორაიამ განიხილა რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზეც, რომ მან გადაწყვეტილების გაუქმებისას დისკრეციული უფლება გამოიყენა.
"სად წერია, რომ მას ეს უფლებამოსილება აქვს, ან რა შემთხვევაში აქვს მისი გამოყენების უფლება. ხვალ და ზეგ სხვა ობიექტის მიმართაც გამოიყენებს თუ არა ამ ტიპის უფლებამოსილებას? ძალიან საშიში გადაწყვეტილებაა ყველა მხრივ: ერთი იმ კუთხით, რომ მითითების საფუძველზე იმოქმედა და მეორე, რომ სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელია როგორც თავდაპირველი გადაწყვეტილება, ისე ამ გადაწყვეტილების გაუქმება", — განმარტა ლონდა თოლორაიამ
ლონდა თოლორაიას თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ უნდობლობა ისედაც არსებობდა, თუმცა ამ პროცესებმა სამსახურის მიმართ ნებისმიერ გულუბრყვილო ნდობას წერტილი დაუსვა.
საბოლოოდ, რაჟდენ კუპრაშვილი მართალი არ აღმოჩნდა.
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
კომენტარები