ისრაელი თავის სამხედროებს აზერბაიჯანისა და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებს
ფოტო: Via social media.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებს, ისრაელში ირანის შეჭრის მუქარის ფონზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებს.
ისრაელის სახელმწიფო მედიის, Kan 11-ის ცნობით, ბრძანება შეეხება როგორც წვევამდელებს, ასევე საკონტრაქტო ჯარისკაცებს. შესაბამისი განკარგულება ისრაელის თავდაცვის არმიის მეთაურობამ 11 აგვისტოს, საღამოს გამოსცა.
ისრაელის საელჩომ საქართველოში, OC-Media-ს დაუდასტურა, რომ ისრაელის არმიამ ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა. OC-Media-მ აზერბაიჯანში ისრაელის საელჩოს მიმართა კომენტარისთვის, თუმცა დაკავშირება ვერ მოახერხა.
The Telegraph-ის ცნობით, მიზეზი ორივე ქვეყნის ირანთან სიახლოვეა, აზერბაიჯანს აქვს პირდაპირი საზღვარი ისლამურ რესპუბლიკასთან.
"ორივე ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო, ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას ირანთან და აქვთ დიდი ირანული თემები", — ციტირებს გამოცემა.
მოგვიანებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Azertac-მა მედიის განვითარების სააგენტოს განცხადება გამოაქვეყნა, გავრცელებული ინფორმაცია უარყო და Kan 11 და The Telegraph "დეზინფორმაციის გავრცელებაში" და "საეჭვო წყაროების მითითებაში" დაადანაშაულა.
საქართველოს, ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს თეირანში პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰამასმა და ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს.
The Washington Post-ის ცნობით, ისრაელმა ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა აღიარა და ამის შესახებ ვაშინგტონს აცნობა.
მოგვიანებით, ამერიკელმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ირანმა შესაძლოა უარი თქვას თავდაპირველ გეგმებზე.
შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური წყაროების მეშვეობით გაავრცელა გაფრთხილება, რომ მასიური დარტყმა გაზრდის დაძაბულობას რეგიონში და შექმნის ირანსა და ისრაელს შორის პირდაპირი კონფრონტაციის რისკს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები