ჰამასი ადასტურებს, რომ მოკლულია მათი ლიდერი, ისმაილ ჰანიე
ფოტო: AP
ჰამასმა დაადასტურა, რომ თეირანში მათი ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. თავდასხმაში ისინი ისრაელს ადანაშაულებენ.
ჰამასის განცხადების მიხედვით, ჰანიე მოკლეს "სიონისტებმა, თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმის შედეგად, მას შემდეგ, რაც ჰანიემ მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში".
ბრალდებისთვის ისრაელს ამ დრომდე არ უპასუხია, თუმცა, გასულ წელს პირობა დადეს, რომ 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ჰამასის ყველა ლიდერს გაანადგურებდნენ.
აპრილში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზაში ჰანიეს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი ემსხვერპლა.
ჰანიე გუშინ, 30 ივლისს, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშქიანის ფიცის დადების ცერემონიაზე იმყოფებოდა, ჰამასის სხვა ოფიციალურ პირებთან, ჰეზბოლასა და მოკავშირე ჯგუფებთან ერთად.
ცერემონიას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მიწვეული ლიდერებიც, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
რა ვიცით ისმაილ ჰანიეზე: ჰამასს რამდენიმე ლიდერი ჰყავს, თუმცა ჰანიე უმაღლეს ლიდერად მიიჩნეოდა.
- ის მოძრაობას სათავეში 1980-იან წლებში ჩაუდგა.
- ისრაელმა ჰანიე 1989 წელს 3 წლით დააპატიმრა, 1992 წელს კი ის ლიბანში გადაასახლეს, ჰამასის რამდენიმე ლიდერთან ერთად.
- მომდევნო წელს ჰანიე ღაზაში დაბრუნდა. 1997 წელს დაინიშნა ჰამასის სულიერი ლიდერის ოფისის ხელმძღვანელად, ამან მისი პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა.
- 2006 წელს ჰანიე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მას შემდეგ, რაც ჰამასმა საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმეტესობა მოიპოვა.
- თუმცა, მოგვიანებით, აბასის პარტია ფათაჰი ჰამასმა ღაზის სექტორიდან გააძევა, ჰანიე თანამდებობიდან მოხსნეს. მან ამ ფაქტს არაკონსტიტუციური უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა "არ მიატოვებდა პალესტინელი ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს" და გააგრძელა ღაზის მართვა.
- ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ის 2017 წელს დაინიშნა.
- 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰანიე ტერორისტად აღიარა.
- ბოლო წლების განმავლობაში, ის კატარში ცხოვრობდა.
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები