რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
რა ხდება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ტრისტან ბენაშვილის მიერ, 2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2022 წელს მამისგან 60 000 ლარი მიიღო საჩუქრად.
- მისმა ცოლმა, რუსუდან ძმანაშვილმა კი, ძმისგან საჩუქრად მიიღო 30 000 ლარი.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა დეკლარაციაში დაწერა ისიც, რომ 3 000 ლარი აჩუქეს ბებია-ბაბუამ მის შვილს.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მათ შორის, ტრისტან ბენაშვილის კეთილსინდისიერება, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, უნდა გადამოწმდეს.
- "კეთილსინდისიერების შემოწმების ერთი, ძალიან დიდი ნაწილი ფინანსური კომპონენტია, რომელიც სწორედ აი, ასეთი ტრანზაქციების შესწავლას გულისხმობს", — უთხრა On.ge-ს გია გვილავამ, ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2023 წლის 14 დეკემბრიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, მიმდინარე, 2024 წელს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში.
ევროკავშირის პირობების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
ვის შემოწმებაზეა საუბარი: არა საქართველოს ყველა მოსამართლის, არამედ, დაახლოებით, 60 პირის, რომლებსაც წამყვანი პოზიციები უკავიათ სასამართლო სისტემაში.
კონკრეტულად, შესამოწმებელ პირთა შორის არიან
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
- და სასამართლოების თავმჯდომარეები.
გაიგე მეტი: სია — სავარაუდოდ, ვის შეეხება კეთილსინდისიერების შემოწმება
ტრისტან ბენაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და დაკავშირებულია აშშ-ის მიერ სანქცირებულ გავლენიან მოსამართლეებთან — სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში, მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან ერთად.
კონტექსტი: კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ არიან მიმართული მხოლოდ მმართველი პარტია ქართული ოცნება და სასამართლო სისტემის გავლენიანი პირები.
- მათ რიგშია საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელმაც 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში "შეშფოთება" გამოთქვა და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს.
კომენტარი: "კეთილსინდისიერების შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია შემოსავლები და იმ ხალხის ქონება, რომლებიც არა მხოლოდ მოსამართლეები არიან, ზოგადად, სასამართლო სისტემასთან არიან კავშირში და იუსტიციის საბჭოს წევრობა არის მაღალი თანამდებობა — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი მართლმსაჯულების სისტემაში და ბუნებრივია, რომ საბჭოს წევრების მიმართ არის ინტერესი, რომ მათი ფინანსური დეკლარაციები გადამოწმდეს", — ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროექტის მენეჯერი, გია გვილავა.
გვილავა სამართლის სპეციალისტია და სხვა პროგრამებთან ერთად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამასაც ხელმძღვანელობს.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რამდენიმე ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი და ერთ-ერთი კეთილსინდისიერების გადამოწმებაა: "აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ზუსტადაც ამ ხალხის დეკლარაციები, საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე, არამოსამართლე წევრების დეკლარაციები", — გვითხრა მან.
გვილავა აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ, ტრისტან ბენაშვილის შემთხვევაში, კითხვა საჩუქრის სახით მიღებულ 60 000 ლარზე ჩნდება.
ჩვენ არ ვიცით, რა დგას ამის მიღმა, რეალურად, ჰქონდა თუ არა შესაბამისი ფინანსური საშუალება მჩუქებელს
— ამბობს და განმარტავს, რომ ჩუქება, თავისთავად არ არის კანონდარღვევა, "მაგრამ ასეთი ტიპის გარიგებებს აქვს თავისი რისკი: ჩუქება, ფინანსური სარგებლის მიღება იმ ადამიანისთვის, ვინც სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვა სარგებელთანაც, ან სხვა საქმიანობასთან, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის."
გაიგე მეტი: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
გია გვილავას მოსაზრებით, სწორედ ასეთი საკითხები უნდა შეისწავლოს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმმა ისე, როგორც ეს ევროკავშირმა შემოგვთავაზა, რადგან სასამართლო სისტემაშია ხალხი, ვისაც არ აქვს სუფთა წარსული და პრობლემურია მათი წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებიც; ზოგ მათგანთან დაკავშირებით კი არსებობს კითხვები კორუფციაზეც, "აქედან გამომდინარე, ყველა ასეთი ტრანზაქცია, რომელიც გამოჩნდება დეკლარაციებში, ყურადღებას იმსახურებს."
სამართალმცოდნე აღნიშნავს, რომ ტრისტან ბენაშვილის შემთხვევაში, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არ ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს კორუფციის შესაძლო ფაქტზე, თუმცა, კეთილსინდისიერების შემოწმების კომისია, ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში, დაინტერესდებოდა ამ შემთხვევით.
რა გვახსოვს ტრისტან ბენაშვილის შესახებ:
- ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიეს 2023 წლის მაისში.
- გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის მიმართ; დადებითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და მისი გამჭვირვალობა, ასევე 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებული ახალი წესი, რომელიც, მათ შორის, მოსამართლეთა მივლინებას მათი თანხმობის გარეშე ხდის შესაძლებელს. ეს წესი ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა.
-
სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად კი ბენაშვილმა სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე დაასახელა. მან, ასევე, განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, რასაც მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს.
- საგულისხმოა, რომ ტრისტან ბენაშვილის ცოლიც, რომელსაც, დეკლარაციის თანახმად, ძმამ აჩუქა 30 000, სასამართლო სისტემაშია დასაქმებული და თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.
რა უნდა ვიცოდეთ კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ: ამის შესახებ არა მხოლოდ ევროპელი პარტნიორები, არამედ საქართველოს ორგანული კანონიც საუბრობს, რომლის მიხედვით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატთან მიმართებით, ამ მახასიათებლებს "ფინანსური ვალდებულება" ემატება. შემფასებლები ითვალისწინებენ ინფორმაციას მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ.
კანონი განმარტავს, რომ პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. მეტი
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
-
ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა
გადახედვა
-
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა" ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა"
გადახედვა
-
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას": დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონეებს 10 ივნისამდე ერთჯერადად 10 000 ლარი ჩაერიცხებათ "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას": დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონეებს 10 ივნისამდე ერთჯერადად 10 000 ლარი ჩაერიცხებათ
გადახედვა
-
ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს
გადახედვა
-
ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე
-
საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
-
"ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს "ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს
გადახედვა
-
არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო



კომენტარები