საქართველოს ბანკმა მონაწილეობა მიიღო ფორუმში — ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში — ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის.
ფორუმმა თავი მოუყარა პედაგოგებს, ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებს, მეცნიერებს და ტექნოლოგიების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმზე დისკუსიის თემა იყო ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მოიტანა ციფრულმა რევოლუციამ განათლებაში და ხელოვნურმა ინტელექტმა, მისმა განვითარებამ. ფორუმის მიზანი იყო გამოეკვლია თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად და მისი გარდაქმნისთვის. ასევე, ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილული იყო ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელების საუკეთესო სტრატეგიები საკლასო ოთახებსა და საგანმანათლებლო გარემოში.
ფორუმზე ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა, დარგის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად გამართეს პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები. ჩატარდა ვორკშოპები, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. პანელურ დისკუსიაში — განათლების მომავალი უმაღლეს სასწავლებლებში ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევები, შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა. მან განათლებისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დარგის ასეთი მაღალი დონის ექსპერტებთან ერთად მესაუბრა ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიურ ბანკს, რომლის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა, ზუსტად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის როლის გააზრება განათლებაში. ჩვენ თავად ვიყენებთ მანქანურ სწავლებას და საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი თაობისთვის და არაერთ პროექტსაც ვახორციელებთ. იქნება ეს STEM სკოლა, STEM ბანაკი თუ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, პროექტის — Code IT-ის განხორციელება, რაც პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად 350-მდე მოსწავლის ჩართვას გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რამდენადაც ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილის შეცვლას, ცხადია, განათლებაც უნდა მოერგოს ამ ცვლილებებს და სწორედ ამ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პანელზე", — აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
"ორი დღის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს, სადაც ბიზნესის, მთავრობის, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის არსებულ რეალობას, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ახალი პროფესიების დაუფლების მხრივ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის კუთხით. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების თემებზე. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის და მოხარულია, უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს და შესაბამისი პლატფორმა შექმნას აქტუალურ და საჭირო თემებზე სადისკუსიოდ", — აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მაგდა მაღრაძემ.
KIU-ს შესახებ:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
-
დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს
გადახედვა
-
აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг
გადახედვა
-
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
-
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს "სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში
გადახედვა
-
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
გადახედვა
-
"ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს "ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
კომენტარები