უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. მდინარის კალაპოტებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება მდინარის კალაპოტების ფორმირება. [...]
29 დაკარგულის ცხედარია ნაპოვნი, ოთხ დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები, 27-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, სამი დღის წინაც განხორციელდა მწვერვალების შემოფრენა და მონიტორინგი. გეოლოგები და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჯგუფი არის მონიტორინგში ჩართული.
კომენტარები