საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს — ჩივნინგის სტიპენდიატების ვინაობა ცნობილია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს მიზანდასახული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობით საქართველოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება, ისწავლონ მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებში და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 23 საუკეთესო სტუდენტი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი გამარჯვებული: სოფიო ჯაფარიძე, გიორგი კვინიკაძე და მარიამ შურგაია შეემატა.
სოფიო ჯაფარიძე კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვარვიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, გიორგი კვინიკაძე მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ხოლო მარიამ შურგაია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ლიდერობა განათლებაში მიიღებს მაგისტრის ხარისხს.
აღსანიშნავია, რომ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი.
"საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შექმნას ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაა. ჩვენ უკვე 23 გამორჩეულ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში განათლება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ შესაძლებლობით. რადგან გვჯერა, რომ განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნიან. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას", — აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება აგვისტოს დასაწყისში დაიწყება და 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს.
ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით კი მათი რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს.
2013 წელს საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსტიტუტი ხელს უწყობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება, წარმატების მიღწევა და უკეთესი მომავლის შექმნა სურთ, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები