ჯოზეფ ბორელი

13 May. 2023, 13:31

ბოლო 15 თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას დაახლოებით 15 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გავუწიეთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. [..]

ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი საბოლოო ვალდებულება უკრაინისადმი, უკრაინის სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის. მაგრამ ამასობაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრაქტიკული და კონკრეტული მხარდაჭერის შეთავაზება. და მინდა პუტინს მკაფიო მესიჯი გავუგზავნო: არ დავღლილვართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი აგრესორი. რუსეთს არ სურს ბრძოლის შეწყვეტა. და უკრაინა ვერ შეწყვეტს ბრძოლას. თუ მას [უკრაინას] სურს გააგრძელოს არსებობა, როგორც ერი, ის ვერ შეჩერდება. რუსეთს არ სურს [გაჩერება] და უკრაინა ვერ ჩერდება.

ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურს. ყველაზე მეტად მშვიდობა უკრაინელებს უნდათ. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსი გახდეს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა, ჩვენთვის არის ერთადერთი ყოვლისმომცველი ჩარჩო უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა

დაბადების დღეს ყოველწლიურად ერთსა და იმავე რიცხვში აღვნიშნავთ, თუმცა ქრონოლოგიური ასაკის გარდა (იმ წლების, რამდენიც…