საპატრიარქოს განცხადებით, გელათში მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია
ფოტო: მთავარი არხი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გელათში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: იანვრის ბოლოს გელათის ტაძრის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა დასკვნა გამოაქვეყნა.
- ნათქვამი იყო, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი არაერთი წელია გრძელდება და კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
- დოკუმენტის მიხედვით, მისი მართვის ხარისხი შორს არის საერთაშორისო მოთხოვნებისგან.
- პასუხად, კულტურის სამინისტრომ კრიტიკა წულუკიანის მინისტრობას დაუკავშირა და თქვეს, რომ კვლევითი ცენტრის "მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროს".
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ტაძარში მხატვრობის დაზიანებების გამო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა საჭირო იყო, თუმცა, მათი თქმით, სამუშაოების მიუხედავად, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.
- მაგალითად კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული დასკვნა, ასევე, საპატრიარქოს მოწვეული მეცნიერთა ანგარიში და იკომო საქართველოსა და ჩუბინიშვილის ცენტრის დასკვნები მოჰყავთ.
- საპატრიარქოს განმარტებით, ოთხივე დოკუმენტი იუნესკოს ექსპერტთა მიერ 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე შუალედში ჩატარებული დასკვნის იდენტურია.
- განცხადებაში მათ საილუსტრაციოდ დოკუმენტებიდან რამდენიმე ციტატა მოჰყავთ.
დეტალები: როგორც საპატრიარქოში ამბობენ, ვერ შევლენ რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიულ მსჯელობებში, რადგან ეს მათ კომპეტენციას სცილდება.
- თუმცა, მათი შეფასებით, რომ მეცნიერთა დასკვნებს შორის თანხვედრა გელათში მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის მიერ სამუშოების გაგრძელების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს.
- "საჭიროა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს გელათის რეაბილიტაცია ერთიანი მართვის გეგმის წარმოებით. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან", — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მიუთითებენ, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოიწვია, თუმცა გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესასწავლად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორს წერილით ილია მეორემაც მიმართა.
- საპატრიარქო გაუგებარს უწოდებს იმას, რომ იუნესკოს ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობისა და საექსპერტო დასკვნების მიუხედავად, კულტურის სამინისტრო გელათში მომუშავე ჯგუფს ადვოკატირებას უწევს.
- "მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით".
- განცხადების ბოლოს, საპატრიარქო მიმართავს პარტიებს, ტელევიზიებს — "ნუ ვიქნებით მიკერძოებული და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით".
- "საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს. ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას".
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
კომენტარები