10 რამ, რაც უნდა იცოდე, რომ შენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაცული იყოს
ფოტო: Anna Yashina / Dribbble
ფინანსურ თუ სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ალბათ, ნებისმიერ ადამიანს გვიწევს, თუმცა ხშირად მომსახურების პირობებს არ ვუკვირდებით. იშვიათია ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიში არ აქვს გახსნილი, არ დასჭირვებია ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილებით სარგებლობა თუ სესხის აღება. ამიტომ, ფინანსური
ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი, ისე ფინანსური
ორგანიზაციის უფლებებისა და ვალდებულებების ცოდნა, მეტად დაკვირვებული მიდგომა და რისკების სათანადოდ შეფასება.
იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველი ფინანსური პროდუქტით / მომსახურებით ისარგებლოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაცულია, რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ. ამ სტატიაში 10 კითხვაზე პასუხს წაიკითხავთ, რაც თქვენთვის სასარგებლო ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ.
1. როგორ უნდა იმოქმედოთ ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას?
ფოტო: Alexandria Landry / Dribbble
თუ ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობას აპირებთ, კარგად აწონ-დაწონეთ რისკები — გადაამოწმეთ ორგანიზაციის მონაცემები, რეპუტაცია, გამოხმაურებები ან მიმართეთ იმ ორგანიზაციას, რომელთანაც აქამდე სანდო ურთიერთობის გამოცდილება გქონიათ. ასევე, გადაამოწმეთ, არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ორგანიზაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი და რა სახის რეგულაციებს ექვემდებარება. ამის შემდეგ გადაამოწმეთ ორგანიზაციის პირობები, უსაფრთხოების პოლიტიკა, განსაზღვრეთ თქვენი შემოსავალი საკმარისი იქნება პოტენციური ვალდებულებებისთვის თუ — არა და ყველა დეტალის შეფასების შემდეგ, გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღეთ.
2. როგორ უნდა დაიცვათ პერსონალური მონაცემები?
სახლიდან გასვლისას კარს აუცილებლად გასაღებით ვკეტავთ, ვამოწმებთ, გაზი ჩართული ხომ არ დაგვრჩა ან წყალი მოშვებული, ასევე უნდა მოვიქცეთ პირადი მონაცემების შემთხვევაშიც. ხშირად ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ციფრულ არხებში გვაქვს შენახული და უნდა იცოდეთ, რომ დაცვა ვირტუალურ სივრცეშიც ისევე გჭირდებათ, როგორც რეალობაში.
ფინანსური ორგანიზაციის მომხმარებლის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ბარათის მონაცემები და ა.შ. თუ ორგანიზაციასთან ურთიერთობამდე ყველა რისკს კარგად აფასებთ, ეს ბევრად გაზღვევთ, მაგრამ ყურადღება ბოლომდე მაინც არ უნდა მოადუნოთ — ფინანსური ურთიერთობისას განსაზღვრეთ, ინფორმაცია, რომელსაც სერვისის მომწოდებელი ითხოვს, რამდენად საჭიროა მისთვის ან პოტენციურად რისკებს ხომ არ შეგიქმნით და მხოლოდ ამის შემდეგ გაუზიარეთ სენსიტიური დეტალები.
3. რა უნდა გაითვალისწინოთ ფულადი გზავნილის განხორციელებისას?
ფოტო: Marco de Sousa / Dribbble
თანამედროვე საბანკო სივრცე ფულადი გზავნილის მარტივად და სწრაფად გაგზავნის, ასევე მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ სიფრთხილე ამ სერვისით სარგებლობისასაც აუცილებელია.
გზავნილის განხორციელებისას აუცილებელია:
- გზავნილის კოდი მხოლოდ მიმღებს მიაწოდოთ;
- ფულადი გზავნილის სისტემის არჩევისას დააზუსტოთ, ფუნქციონირებს თუ არა გზავნილის ეს კონკრეტული სისტემა იმ ქვეყანაში / ქალაქში, სადაც გსურთ თანხის გადაგზავნა;
- დააზუსტოთ გზავნილის შესრულების დროც — რამდენად სწრაფად მიიღებს ადრესატი თქვენ მიერ გაგზავნილ თანხას და მისაღებია თუ არა ეს დრო თქვენთვის.
4. რა უნდა იცოდეთ ვალუტის გადაცვლისას?
ვალუტის გადაცვლისას მხოლოდ მიღებული თანხის გადათვლა არაა საკმარისი, არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როცა დაგვიანებით ვხვდებით, რომ ოპერაციის შედეგებით უკმაყოფილო ვართ. ამიტომ, აუცილებლად მოითხოვეთ ქვითარი, რომელსაც თუ 30 წუთის განმავლობაში წარადგენთ, ტრანზაქციის გაუქმებას შეძლებთ (თუ აღნიშნული ტრანზაქციის თანხა არ აღემატება 5,000 ლარს).
ასევე, მოითხოვეთ დეტალური ინფორმაცია გადაცვლის ოდენობასა და, არსებობის შემთხვევაში, არსებული საკომისიოს შესახებ.
ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის კურსის და საკომისიოს (თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს საკომისიო აქვს) შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას, ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით განათავსოს. გარდა ამისა, კურსი საყურადღებოდ მაშინ მიიჩნევა, როცა ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს, ასეთ შემთხვევაში საყურადღებო ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.
5. რატომ უნდა შეამოწმოთ საკრედიტო ისტორია?
ფოტო: Uran Duo / Dribbble
საკრედიტო ისტორია იმის შესახებ ინახავს ინფორმაციას, რამდენად კეთილსინდისიერად იხდიდით ვალდებულებას, შესაბამისად ამ გზით თქვენი გადახდისუნარიანობა დგინდება. საკრედიტო ისტორია სესხის აღებისას შეიძლება დაგეხმაროთ ან, პირიქით, დაბრკოლებად გექცეთ. ამიტომ, ეცადეთ ვალდებულებები დროულად გადაიხადოთ ან ფინანსურ ორგანიზაციას შეფერხების შესახებ დროულად აცნობოთ.
ამასთან, გადაამოწმეთ საკრედიტო ისტორია და უზუსტობის შემთხვევაში, მისი გამოსწორება მოითხოვეთ; და ასევე, საკრედიტო ბიურო ვალდებულია თქვენი მოთხოვნის შესაბამისად წელიწადში არაუმეტეს 3-ჯერ უფასოდ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ.
6. როგორია სესხის დამტკიცების პროცედურა?
ხშირად სესხის აღებისას ვჩქარობთ და მრავალ აუცილებელ დეტალს არ ვუკვირდებით: როგორია საპროცენტო განაკვეთი, რამდენად ხელსაყრელი პირობებია, ვალდებულების შეუფერხებლად გასტუმრებას შევძლებთ თუ არა. სესხის დამტკიცების შემთხვევაში კრედიტორი აუცილებლად უნდა დაგიკავშირდეთ და პირობები გაგაცნოთ. სჯობს მოსაფიქრებლად გარკვეული დრო გამოიყენოთ — კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რამდენად ხელსაყრელია შეთავაზება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
7. რა ვალდებულებები აქვს ორგანიზაციას სადაზღვევო მომსახურების გაწევისას?
ფოტო: Boyko / Dribbble
დაზღვევით სარგებლობა სესხის აღებისას, მოგზაურობის დაგეგმვისას თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის გვიწევს და ამ დროსაც უნდა დავუკვირდეთ დეტალებს და მოვითხოვოთ სათანადო ინფორმაცია. მზღვეველმა მომსახურების თითოეული ეტაპის შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და დროული ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, ასევე მომსახურების პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რათა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გქონდეთ. თუ პირობების შესახებ რაიმეს ვერ გაიგებთ, დასვით კითხვები და ეცადეთ, რომ სრული ინფორმაციით იყოთ აღჭურვილი.
8. რა უფლებები გაქვთ, როგორც თავდებს?
თავდებობა შესაბამისი ხელშეკრულებით ფორმდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ფინანსურ ორგანიზაციასთან გარიგებას მხოლოდ მსესხებელი არ დებს და თქვენ პირველ რიგში, თქვენთვის მისაღებ პირობებზე და რისკებზე უნდა იფიქროთ. სანამ თავდებობას გადაწყვეტთ, რაც მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხის გადახდის ვალდებულებას დაგაკისრებთ, დაფიქრდით, რამდენად ენდობით მსესხებელს, როგორია პირობები, დაცულია თუ არა თავდებობის ზღვრული თანხები და გადახდის პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში, რამდენად დაგაზარალებთ ვალდებულება ფინანსურად.
ამასთან, როცა თავდებობას კისრულობთ, თქვენი საჭიროებებისთვის სესხის გამოტანის მოცულობა მცირდება და კიდევ, არავის აქვს უფლება, თქვენი წერილობითი თანხმობის გარეშე ვალდებულებაზე თავდების როლი დაგაკისროთ.
9. რა უნდა გაითვალისწინოთ საბანკო პროდუქტის გაუქმებისას და სესხის წინსწრებით გადახდისას?
ფოტო: Policy Genius
ადამიანთა უმეტესობა რამდენიმე საბანკო ბარათითა და სერვისით სარგებლობს, რომელიც შეიძლება ჩვენთვის რელევანტური აღარ იყოს ან რაიმე სხვა მიზეზით პროდუქტის გაუქმება მოგვინდეს. ამ დროს ზეპირსიტყვიერ ურთიერთობას ნუ დასჯერდებით და მოითხოვეთ ოპერაციის გაუქმების წერილობითი დოკუმენტაცია.
10. რა უნდა იცოდეთ, თუ თანხის დაგროვება გინდათ?
თუ დანაზოგის თუ შემოსავლის სამომავლო გეგმებისთვის გადადება გინდათ და დეპოზიტის გაკეთებას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ორი ძირითადი ტიპის დეპოზიტი — ვადიანი და უვადო. ორივეს სხვადასხვა პირობები აქვს და დარიცხული სარგებელიც განსხვავდება, ამიტომ დეპოზიტის გაკეთებამდე ორივეს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოითხოვეთ.
გაითვალისწინეთ, დეპოზიტის გახსნის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს — საკრედიტო კავშირებს აქვთ, ამასთან ამ უკანასკნელს — მხოლოდ საკუთარი წევრებისთვის. არავის ანდოთ თქვენი ფინანსები, სანამ ორგანიზაციის სანდოობაში არ დარწმუნდებით, გულდასმით გაეცანით ყველა პირობას, სხვა ორგანიზაციების შემოთავაზებებს და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და სანდო გარიგება დადეთ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები