ლავროვი აფხაზეთში: ტერიტორიის შემდეგ, ტროტუარის ოკუპაცია
ფოტო: VOA
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსეთის ახალი „საელჩოს“ კომპლექსი, რომელიც დღეს, საღამოს, სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გახსნა, საერთო ჯამში - 14 ათასს კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.
რუსების „საელჩომ“ სოხუმის გულში, ზღვასთან ახლოს, ფრუნზესა და ლაკობას ქუჩების კუთხეში, ზედ 1985 წელს დამწვარი სასტუმრო „აფხაზეთის“ გვერდით დაიდო ბინა.
რუსეთის უკანონო საელჩო სოხუმში
ფოტო: VOA
რთულ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ინსტიტუტმა დააპროექტა, 11 ათასი კვადრატული მეტრი უკავია და სხვადასხვა დანიშნულების შვიდ ნაგებობასთან ერთად, დიდი საცურაო აუზიც აქვს.
ოკუპირებულ სოხუმში, დამატებით 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რუსეთის „ელჩის“ „რეზიდენციისთვის“ აფხაზებმა სინოპში, თბილისის გზატკეცილზე გამოყვეს, რომელსაც ახლა კოდორის „შოსეს“ ეძახიან. აქ რუსებმა 3 სართულიანი კლასიკური სასახლე წამოჭიმეს.
რუსეთმა 2,5 ჰექტარი მიწა სოხუმში, 2010 წელს - 99 წლიანი „იჯარით“ „აიღო“. „იჯარის“ ფასი წელიწადში, სიმბოლურად 1 რუსული რუბლია. ანუ, 99 წლის მანძილზე, სოხუმის ბიუჯეტში დაახლოებით - 4 ლარი შევა.
გამოყოფილი მიწის გეოლოგიური შესწავლა რუსმა მშენებლებმა 2010 წელს, ხოლო მშენებლობა 2013 წელს დაიწყეს. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია.
რუსები "საელჩოს" ოკუპირებულ აფხაზეთში 2013 წლიდან აშენებდნენ. 2016 წლის მარტის ფოტო
ფოტო: VOA
ექსპერტების აზრით, ასეთი კომპლექსის ფასი 5 მილიარდ რუსულ რუბლს (90 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება. შეთანხმების მიხედვით, სოხუმში, რუსეთის სახსრებით აშენებული ყველა უძრავი ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მხრიდან „ცინიკური პოლიტიკის“ გაგრძელებად შეაფასა.
ისტორიულად რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად ასეთია. დღეს ლავროვი და კარასინი იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობენ, საიდანაც ასობით და ათასობით ჩვენი თანამემამულეა გამოყრილი. ამ ცინიზმთან შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი უგულებელყოფა დანამდვილებით ყველას მარცხი იქნება.
„ისტორიულად რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად ასეთია. დღეს ლავროვი და კარასინი იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობენ, საიდანაც ასობით და ათასობით ჩვენი თანამემამულეა გამოყრილი. ამ ცინიზმთან შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი უგულებელყოფა დანამდვილებით ყველას მარცხი იქნება.“
რუსეთის „საელჩოს“ ახალი, გრანდიოზული შენობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ რუსული „დიპლომატიური კომპლექსის“ მასშტაბებმა სოხუმის არქიტექტურა სერიოზულად დააზარალა.
აფხაზების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ როგორც „საელჩოს“, ისე „რეზიდენციის“ მშენებლობის დროს, რუსებმა, მომიჯნავე ლაკობა-ფრუნზეს ქუჩისა და თბილისის გზატკეცილზე, სრულად მიითვისეს სოხუმელთა კუთვნილი ტროტუარი, სადაც დღემდე, 1933 წელს გაშენებული ვაშინგტონის ცნობილი პალმები ხარობს.
რუსებმა სოხუმში ტროტუარების ოკუპაციაც მოახერხეს
ფოტო: VOA
რუსებმა იქ ჯერ ბეტონის ტუმბები ჩადგეს, შემდეგ დაცვის ჯიხური, ბოლოს კი ტროტუარი საერთოდ გადახნეს და ზედ ბალახი დათესეს. მწვავე პუბლიკაცია ამ თემაზე პირველმა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა, რომელსაც ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ხელმძღვანელობს.
აფხაზური მედიის ცნობით, რუსები „საელჩოს“ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებენ მთლიანად ჩაკეტონ ფრუნზეს ქუჩის დასაწყისი, რომელიც სოხუმის ცნობილ სანაპიროზე გადის. გააუქმონ ავტობუსის გაჩერება და მოსახლეობას აუკრძალონ ფრუნზედან, სანაპიროზე მდებარე რესტორან „ნართაში“ შესვლა და იქ ავტომანქანის პარკირება. ეს რესტორანი სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე 1968 წლიდან მუშაობს.
რუსეთის უკანონო „საელჩო“ სოხუმში, აქამდე სანატორიუმ „სოხუმსა“ და სასტუმრო „იასიმინში“ იყო განთავსებული. ოკუპირებული სოხუმის „მთავარი არქიტექტორის“ მოადგილე თემურ ზანთარია ამბობს:
დავწერეთ წერილი რუსეთის ელჩის სახელზე რომ უნდა აიღონ დაცვის ჯიხური. უნდა აიღონ გაზონი და გაზონის ნაცვლად ტროტუარი აღადგინონ. ფაქტიურად გამოდის, რომ ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე რო გახვიდე პირდაპირ საავტომობილო გზაზე უნდა გაიარო. მაგრამ, მათ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და პროექტის შეცვლა აღარ მოხერხდება.
„ჩვენ დავწერეთ წერილი რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის სახელზე რომ უნდა აიღონ დაცვის ჯიხური. უნდა აიღონ გაზონი და გაზონის ნაცვლად ტროტუარი აღადგინონ. ფაქტიურად გამოდის, რომ ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე რო გახვიდე პირდაპირ საავტომობილო გზაზე უნდა გაიარო. მაგრამ, მათ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და პროექტის შეცვლა აღარ მოხერხდება.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ „საელჩოს“ გახსნა დღესვე ასევე მკაცრად დაგმეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა, წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში
ფოტო: VOA
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა
-
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე? Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?
გადახედვა
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
კომენტარები