ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
ფოტო: 1tv.ge
ლარმა მიმდინარე კვირა გაყარებით დაასრულა. 11 თებერვლის ვჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2,9506 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,38 თეთრით გამყარებას ნიშნავს.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1,79 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,3622 ლარს გაუტოლდა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 14 თეთრით არის გამყარებული, რასაც სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ.
ეკონომისტები ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართ გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ფულადი გზავნილების გაზრდილ მოცულობას ასახელებენ — როგორც ცნობილია, 2021 წელს საქართველოში $2,35 მილიარდის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასულ წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ლარის გაცვლითი კურისის გამყარების ფაქტორად ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც სახელდება. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულზე, 10,5%-ზე ინარჩუნებს — ეს ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.
ამასთან, ექსპერტების აზრით, ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მის გარშემო შექმნილი პოზიტიური მოლოდინებია.
თიბისი კაპიტალი ლარის გამყარების კიდევ ერთ ფაქტორად იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარებას ასახელებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სავალურო შემოსავლები დეკემბერში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა.
"ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა. წმინდა შემოდინებების მხრივ, აღსანიშნავია დეკემბრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისევე როგორც, თიბისის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარება", — ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებითაც კი ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა — კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს შეისყიდის. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი ლარის კურსის გამყარების ხელისშემშლელ ფაქტორად შესაძლო რეგიონულ სამხედრო კონფლიქტს ასახელებს.
სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 12 თებერვალს შევა ძალაში.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები