პუტინმა პოროშენკოს რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი "შესთავაზა"
ფოტო: კადრი ვიდეოდან
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დასცინა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი "შესთავაზა". ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პუტინმა ტრადიციულად რუსული პროპაგანდა გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებები ირღვევა, რის მაგალითად უკრაინის ექსპრეზიდენტის საქმე მოიყვანა და პოროშენკოს შეახსენა, რომ რუსეთი თავშესაფარს სთავაზობდა. ამის შემდეგ კი ირონიულად დასძინა, რომ შეთავაზება ძალაშია.
"პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის მასობრივ შემთხვევებზე — იხურება არასასურველი მედია, დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს. აქვე აღვნიშნავ, რომ თავის დროზე, როცა ბატონი პოროშენკო ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი იყო, ვუთხარი, რომ თუ სამომავლოდ შეექმნება პრობლემები, რუსეთი მზად არის, მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. მაშინ ის ირონიულად უდგებოდა ამ საკითხს, მაგრამ დღეს მინდა დავაზუსტო ეს შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სერიოზული უთანხმოება დონბასში სიტუაციის რეგულირებაზე და მგონია, რომ მან ამ მხრივ დაუშვა ბევრი შეცდომა, თუმცა მისი დევნა, ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლების წარმატებისთვის გადაჭარბებული მცდელობაა", — თქვა მან.
პეტრო პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს ჩავიდა. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არ დააკავეს. სასამართლომ ექსპერზიდენტი პირადი პასუხისმგებლობით გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის ჩაბარება დაავალა.
2021 წლის 17 დეკემბერს გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს, რომ პოროშენკომ უგულებელყო გამომძიებლები, რომლებიც ცდილობდნენ მის გამოძახებას დანაშაულებრივი სქემის საქმეზე. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაემგზავრა. 20 დეკემბერს, იმის გამო, რომ შეტყობინება პირადად ვერ მიაწოდეს, ის გაგზავნეს საცხოვრებელ, ასევე, რეგისტრაციის მისამართზე და სამუშაო ადგილას. 6 იანვარს პოროშენკოს ქონება დააყადაღეს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახშირის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის საქმეშია ბრალდებული. მას ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. კონკრეტულად მას ბრალი ედება იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით, გარკვეულ პირებთან, მათ შორის რუსეთის მაღალჩინოსნების წარმომადგენლებთან ერთად ხელი შეუწყო "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საქმიანობას". ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები