ვისთან ვივაჭრეთ, რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ 2021 წელს
ფოტო: Tom Fisk / Pexels
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან უცხოეთში 4,24 მილიარდი დოლარის საექსპორტო საქონელი გავიდა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 10,07 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაზრდილია 26,9%-ით, იმპორტი კი — 25,1%-ით.
შესაბამისად, გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) 14,31 მილიარდი იყო, რაც წლიურად 25,6%-ით არის გაზრდილი. 2021 წელსვე უარყოფითმა საგარეო სავაჭრო ბალანსმა (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) $5,83 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,7%-ია.
ვისთან ვივაჭრეთ
2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77,3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ჩინეთი — $615,6 მილიონი;
- რუსეთი — $610 მილიონი;
- აზერბაიჯანი — $531,7 მილიონი.
რაც შეეხება იმპორტს, აქ ცალსახად თურქეთი ლიდერობს. იმპორტიორი ქვეყნების პირველი სამეული კი ასე გამოიყურება:
- თურქეთი — $1,82 მილიარდი;
- რუსეთი — $1,02 მილიარდი;
- ჩინეთი — $864,9 მილიონი.
აქვე უნდა ითქვას, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, რომელიც ექსპორტისა და იმპორტის ჯამს წარმოადგენს, ათი უმსხვილესი პარტნიონი ქვეყანა მთლიანი მოცულობის 69,5%-ს იკავებს. სავაჭრო ბრუნვით, მთავარი პარტნიონი ქვეყნების ათეული ასეთია:
- თურქეთი — $2,14 მილიარდი;
- რუსეთი — $1,63 მილიარდი;
- ჩინეთი — $1,48 მილიარდი;
- აზერბაიჯანი — $1,13 მილიარდი;
- აშშ — $820 მილიონი;
- უკრაინა — $759 მილიონი;
- სომხეთი — $675,2 მილიონი;
- გერმანია — $553,2 მილიონი;
- ბულგარეთი — $432,6 მილიონი;
- იტალია — $306,7 მილიონი.
რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ
2021 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815,4 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19,2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477,4 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11,3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456,6 მილიონი აშშ დოლარით (10,8%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში 2021 წელს:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები — $815 მილიონი, წლიური ზრდა — 4,7%;
- ფეროშენადნობები — $477 მილიონი, ზრდა — 93%;
- მსუბუქი ავტომობილები — $457 მილიონი, ზრდა — 13%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები — $239 მილიონი, ზრდა — 13,8%;
- სპირტიანი სასმელები — $156 მილიონი, ზრდა — 17,7%;
- მინერალური და მტკნარი წყლები — $142 მილიონი, ზრდა — 21,6%;
- აზოტოვანი სასუქები — $120 მილიონი, ზრდა — 65,4%;
- თხილი და სხვა კაკალი — $118 მილიონი, ზრდა — 25,8%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — $99 მილიონი, ზრდა — 0,1%;
- ოქრო — $64 მილიონი, კლება — 34,2%.
გარდა ამისა, 2021 წელს საქართველოდან უცხოეთში 1,55 მილიარდი დოლარის საქონელი გაიყიდა.
2021 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898,8 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8,9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822,6 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 8,2%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736,1 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7,3%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში 2021 წელს
- მსუბუქი ავტომობილები — $899 მილიონი, წლიური ზრდა — 15%;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები — $823 მილიონი, ზრდა — 65%;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები — $736 მილიონი, ზრდა — 26,4%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — $382 მილიონი, ზრდა — 16,8%;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები — $355 მილიონი, ზრდა — 12,6%;
- სატელეფონო აპარატები — $222 მილიონი, ზრდა — 34,9%;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები — $148 მილიონი, ზრდა — 127,9%;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები — $120 მილიონი, ზრდა — 169,4%;
- სატვირთო ავტომობილები — $105 მილიონი, ზრდა — 45,4%;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები — $102 მილიონი, ზრდა — 14,5%;
გარდა ამისა, 2021 წელს უცხოეთიდან საქართველოში 6,18 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა.
ადგილობრივი ექსპორტი
როგორც საქსტატის კიდევ ერთი ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 3,1 მილიარდი დოლარი იყო, რამაც მთლიანი ექსპორტის 73,7% შეადგინა.
ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი 29,9%-ით არის გაზრდილი.
გასულ წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 815,4 მილიონი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26,1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 477,4 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15,3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 237,7 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7,6%-ია.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები