გიორგი ურუშაძემ Taste it-ის გაფართოებისთვის 100 000 ლარის ინვესტიცია მიიღო
ფოტო: საქართველოს ბანკი
Taste it Shark Tank-ის მორიგი გამარჯვებულია, რომლის იდეაც ორი სიტყვის გაერთიანების შედეგად გაჩნდა — Dating და Food. მისი დამფუძნებელი გიორგი ურუშაძეა, რომელიც პროფესიით Art Director-ია.
"ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემთვის სხვადასხვა იდეებს და სიტყვებს ვწერდი, რა დროსაც ერთმანეთს ორი სიტყვა — Dating და Food დავუკავშირე, და იდეაც მოვიდა. მაშინვე მივხვდი, რომ კარგ რამეს მივაგენი და ადამიანების დაკავშირება კერძების/სასმელების გემოვნების მიხედვით, შეიძლება ახალი, დიდი სტარტაპის დასაბამი გამხდარიყო. ასე დაიბადა, პირველი სოციალური ქსელის იდეა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დააკავშირებს", — გვიყვება გიორგი.
მისი თქმით, Taste it-ს უნიკალური კონკურენტული უპირატესობები ექნება, რომელიც მას სხვა Dating აპლიკაციებისგან განასხვავებს. მაგალითად აქ კერძები თუ სასმელები გარკვეულწილად ინფლუენსერები იქნებიან და მათ საკუთარ გვერდზე გამომწერებიც ეყოლება.
"ბოლო პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი უარს ამბობს გაცნობის აპლიკაციების გამოყენებაზე, რადგან მათ შინაარსი დაკარგეს და უფრო ერთჯერადი გართობის პოვნის საშუალებებად იქცნენ. მივხვდი, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ მიზეზი, რის გამოც, სხვა ადამიანის გაცნობა მეტ ბენეფიტს მოიტანდა. Taste it ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა და არამარტო, პაემანზე წასვლას უფრო ამარტივებს. როცა მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს Taste it-ის საშუალებით შეხვდები, ეს არ ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად Date-ზე ხარ, ეს უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობის ახალი გზა იქნება. და ბოლოს, მეტწილად სად დგება პირველი პაემანი ან შეხვედრა — ძირითადად კაფეში, ბარში, ან რესტორანში. ჩემი იდეა კი, ისედაც არსებულ ბუნებრივ მოცემულობას, აპლიკაციად აქცევს, — ამბობს გიორგი.
როგორც თავად გვიყვება იდეის დაბადებიდან 3 დღეში Shark Tank-ის აპლიკაცია შეავსო და მალე გერმანიიდან საქართველოშიც ჩამოფრინდა. შოუში მხოლოდ იდეით გავიდა რაც გარკვეულ რისკს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, "თუ იდეის გჯერა და არ ჩერდები, ყველაფერი გამოდის" ისიც არ გაჩერდა, და ყველაფერი გამოვიდა.
"პირველ ეტაპზე, ცხადია, აპლიკაციის დაწერა და იდეისთვის ხორცის შესხმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ამის შემდეგ კი, ქართულ ბაზარზე ვაპირებთ ჩაშვებას, ნელ-ნელა სხვადასხვა ქართულ რესტორანს, ბარს თუ კაფეს მოვიცავთ და აპლიკაციაში მათ მენიუებს, კერძებს დავამატებთ. თუმცა, აქ არ იგულისხმება უბრალოდ მენიუს დამატება ფოტოებად, საუბარია კრეატიულ კონტენტზე. ცხადია, საქართველოზე არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენი მიზანია, სხვადასხვა ქვეყანა მოვიცვათ და ჩვენი აპლიკაცია, საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ", — გვიყვება გიორგი
მისი თქმით, Shark Tank-ში მონაწილეობა ინვესტიციის მოზიდვასთან ერთად, ინვესტორების დახმარების და პირადი გამოცდილების მისაღებად გადაწყვიტა. თავდაპირველად Shark-ებს 100,000 ლარის სანაცვლოდ 10%-ის გაყიდვა შესთავაზა, საბოლოოდ მან კომპანიის 50%-იანი წილი დათმო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამას არ ნანობს.
"მხოლოდ თანხაზე არ მქონია გათვლა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი Shark-ების გონებრივი რესურსი და მათი გამოცდილებაა. ამასთან ერთად, ისინი პროექტში არა ინვესტორებად, არამედ გუნდის წევრებად შემოდიან", —ამბობს Taste it-ის დამფუძნებელი.
მისი ინვესტორები პავლე მგელაძე და ქეთი ქვარცხავა არიან, რომლებმაც კომპანიის 25-25%-იანი წილი შეისყიდეს და ჯამში პროექტი 100,000 ლარით დააფინანსეს.
"თანხა ძირითადად აპლიკაციის აწყობას და მის ჩაშვებას მოხმარდება. გუნდთან ერთად ვაპირებთ, დამატებითი გრანტების მოპოვებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია, თუმცა ამჯერად პატარა მიზნებზე ვკონცენტრირდებით, რათა საბოლოოდ, დიდი შედეგისთვის მოვემზადოთ და გავხდეთ, ისეთი ქართული სტარტაპი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე საკუთარ ადგილს დაიკავებს. მთავარია, ბევრს მოუნდეს ჩვენი იდეის დაგემოვნება. ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ", — ამბობს გიორგი
თუ Taste it-ს Dating აპლიკაციად აღვიქვამთ გამოდის, რომ ის ისეთი კომპანიების კონკურენტია, როგორიც Tinder და Bumble-ია. მხოლოდ ამ ორი კომპანიის ღირებულება $50 მილიარდს აჭარბებს, ასე რომ თუ გიორგი საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას მიაღწევს, მას შესაძლებლობა ექნება საქართველოს პირველი Unicorn სტარტაპის დამფუძნებელი გახდეს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $1 მილიარდს გადააჭარბებს.
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
კომენტარები