თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ფოტო: თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. მართალია, წლიური ზრდის მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა აღნიშნული გასული წლის მაღალ საბაზო ეფექტს ასახავს. ეკონომიკის აღდგენის ტემპი კვლავ ძლიერი იყო და 2019-ის დონესთან შედარებით, ზრდამ დაახლოებით 6.2% შეადგინა.
წლიურ ზრდაში ფისკალური კომპონენტის უარყოფითი კონტრიბუცია, რაც მიმდინარე წლის ივნისიდან შეინიშნება, სექტემბერშიც გაგრძელდა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა აღნიშნული ეფექტის დასაბალანსებლად კვლავ საკმარისი აღმოჩნდა. სექტემბერში ექსპორტის, იმპორტისა და ფულადი გზავნილების წლიური ზრდაც ნორმალიზებაზე მიუთითებდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძლიერი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც შესაბამისი მაჩვენებლები 2019 წლის დონესთან შედარებით ძლიერი იყო. საგარეო სექტორის მსგავსად, მაღალმა საკრედიტო აქტივობამ ზრდაზე დადებითად იმოქმედა.
სექტორების კუთხით, ზრდა გასული თვის მსგავსი იყო, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მშენებლობაშიც ზრდა დაფიქსირდა და შესაბამისად, შემცირებული აქტივობა მხოლოდ სამთო-მოპოვებით სექტორში შეინიშნებოდა.
მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის შემთხვევების მატება, შენელებული ვაქცინაციის პროცესი და არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ეკონომიკური აქტივობისთვის რისკს წარმოადგენს, როგორც ჩანს, საბაზო სცენარით 2021-ის ზრდა დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის ადრინდელი, 10.5%-იანი სცენარი ითვალისწინებდა.
სებ-მა 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის გაძვირების გარდა, ინფლაციის მატება საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯების ზრდითაა გამოწვეული. ასევე, სებ-ის მიხედვით, მაღალი ინფლაციური მოლოდინების საფრთხე კვლავ აქტუალურია და პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაში დარჩა. ეკონომიკის ზრდის მხრივ კი, აღინიშნა, რომ მთლიანი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და სებ-მა 2021 წლისთვის პროგნოზი 8.5%-დან 10.0%-მდე გაზარდა.
სექტემბრის სტატისტიკა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე შემოსავლიანობის დიფერენციალის დამატებით გაფართოებაზე მიუთითებს, რაც ლარზე განაკვეთების ზრდამ განაპირობა. უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. თიბისი კაპიტალის ინარჩუებს შეხედულებას რომ, საერთაშორისო განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაციის მიუხედავად, საქართველოში სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები დიდ ხანს შენარჩუნდება.
ბანკების მიერ ლარის დეპოზიტების გაზრდილ ფასში მოზიდვასთან ერთად, საშუალო საბაზრო და რეფინანსირების განაკვეთებს შორის დიფერენციალი დამატებით გაიზარდა, რაც სებ-ის რესურსს უფრო მიმზიდველს ხდის. ამას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების სესხების მოცულობის ზრდაც მოწმობს, მაშინაც კი, როდესაც ცენტრალური ბანკი სახაზინო ფასიანი ქაღალდების შეძენით ბაზარს ეროვნულ ვალუტას დამატებით აწვდის, რაც გარკვეულწილად რეფინანსირების სესხების ჩამნაცვლებელია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. ბაზარზე ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებიდანაც ჩანს.
ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია. იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს თიბისის მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, თიბისი კაპიტალი არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ხედავს, გუდი არ გამოირცხავს, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 1 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
კომენტარები