თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ნორმალიზებასთან ერთად, მცირედით იკლო იმპორტის ფასების ზრდამ, ექსპორტის ფასების მატება უცვლელი დარჩა, სამშენებლო მასალების ინფლაცია კი კვლავ შემცირდა. აღნიშნული ფასების რეკორდულად მაღალი ზრდის დინამიკის ცვლილებაზე მიუთითებს, თუმცა საპირისპიროდ, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის გაძვირების ტემპმა მოიმატა. არადა, ეს მაჩვენებელი ხშირად სამომხმარებლო ფასების ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია. მთლიანობაში, ინფლაციის შესახებ თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზის მატერიალურად გადასახედად, მხოლოდ ეს არგუმენტი მაინც საკმარისი არ უნდა იყოს.
სექტემბრის საბანკო დაკრედიტება კვლავ ძლიერი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კორპორატიულ სეგმენტში აქტივობის მატება, რაც ეკონომიკის მაღალი ზრდის გამო, ძირითადად მარაგების შევსებით იყო განპირობებული. მოთხოვნა ასევე ძლიერი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. საცალო სესხების მხრივ, სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების მოლოდინები ჯერჯერობით ნაადრევი აღმოჩნდა და სექტემბერი კვლავ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. იპოთეკური დაკრედიტება კი მოლოდინებთან შესაბამისი იყო, სადაც წლიურმა მატებამ მცირედით იკლო, თუმცა მხოლოდ წინა წლის სექტემბრის მაღალი საბაზო ეფექტის გამო. სესხების სავალუტო კომპოზიციის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ლარის წილმა წინა თვეებთან შედარებით მცირედით მოიმატა.
წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, სადაც პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნებოდა. ამასთან, ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო. ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი.
ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაში, ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს წინა შეფასებას, რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს. სამომავლო პროგნოზისათვის, თიბისი კაპიტალი დამატებით ორ ილუსტრაციას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში დაახლოებით ცხრა თვიანი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია. ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს უწევს და არა ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში ექსპორტსა და გაცვლით კურსს შორის, რაიმე კორელაცია არ იკვეთება.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 25 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები