როგორ შემოვიკრიბოთ აუდიტორია ბრენდის გარშემო
ფოტო: Brianna Miller / Dribbble
სოციალურმა ქსელებმა მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმები ძირეულად შეცვალა და კომუნიკაცია დიალოგის ფორმატში გადაიყვანა. ახლა უკვე ათასობით კილომეტრით დაშორებულ მომხმარებელთან შეგვიძლია მარტივად შევიდეთ კომუნიკაციაში, გავუზიაროთ ჩვენი შეფასებები, მათიც მოვისმინოთ და დიალოგი ვაწარმოოთ.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციამ ადამიანებთან კომუნიკაცია გაამარტივა, მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენციაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ და ათასობით ალტერნატივას შორის მომხმარებელს ჩვენი შემჩნევა გავუმარტივოთ და გავუჩინოთ ერთგვარი ემოციური ბმა ჩვენი ბრენდის მიმართ, რათა ის გრძელვადიან პერსპექტივაშიც გამოგვყვეს — აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი კავშირი, რათა რომელიმე მხარემ იმედგაცრუებას არ იწვნიოს.
თუ ბრენდის შექმნის პროცესში ხარ, სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას საკმარისი დრო დაუთმე. შეიმუშავე საკომუნიკაციო თემები, თუმცა მანამდე კარგად გაიაზრე საკუთარი ბრენდის ფილოსოფია, მისია, ხედვა, ღირებულებები და მიზანი. როცა იცი, ვინ ხარ, სად ხარ და რა მიმართულებით მიდიხარ, ამ მოგზაურობაში სხვებიც მარტივად გამოგყვებიან. უნდა განსაზღვრო ისიც, თუ ვინ არის შენი ბრენდის სამიზნე აუდიტორია — ვის ესაუბრები და რა ტიპის თემები შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ დაწვრილებით.
ვის ვესაუბრებით
ფოტო: Hurca!™ / Dribbble
როგორც უკვე აღინიშნა, ეფექტიანი კომუნიკაციისთვის აუცილებელია კარგად იცნობდე საკუთარი ბრენდის სამიზნე აუდიტორიას: ვინ არიან, რა სურვილები და საჭიროებები აქვთ. ყოველივე ამის ცოდნა დაგეხმარება, სწორად შეარჩიო საკომუნიკაციო თემები და ეფექტიანად წარმოაჩინო შენი ბრენდის მახასიათებლები.
რა ტიპის ფრაზებზე რეაგირებენ, როგორი ტიპის საზოგადოებაში ცხოვრობენ, რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ — ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხის შემდეგ შენ შეძლებ, შეიმუშაო საკომუნიკაციო სტრატეგიები. მარტივად რომ ვთქვათ, გაიგე რისი მოსმენა სურთ შენგან და ესაუბრე მათთვის გასაგები ენით.
სასურველია, სამიზნე აუდიტორია დაიყოს სეგმენტებად. მომხმარებლების ამგვარად დაჯგუფება კიდევ უფრო გაგიმარტივებს შესაფერის, ინდივიდუალურ და მათზე მორგებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას. აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ ერთი და იგივე გზავნილი სხვადასხვა ტიპის აუდიტორიაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.
მოუსმინე მომხმარებლებს — ეს მნიშვნელოვანია. შენ უნდა იცოდე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ შენი ბრენდის მიმართ. შენიშვნები, რეკომენდაციები, სურვილები — ყოველივე ამის გათვალისწინება კიდევ უფრო მეტი ლოიალური მომხმარებლის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების საშუალებას მოგცემს. როდესაც მომხმარებელი გრძნობს, რომ მას უსმენენ და მის აზრს ითვალისწინებენ, ისინი ამ დროს თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ. ყოველთვის წაიკითხე კომენტარები და შეფასების სექციები — კომუნიკაციის ამ მარტივი მეთოდისგან კარგად შეგიძლია იხეირო.
რაზე ვისაუბროთ სოციალურ მედიაში
ფოტო: tubik.arts / Dribbble
გაითვალისწინე, რომ მომხმარებელთან კომუნიკაციისას უნდა დაბალანსდეს გაყიდვებზე ორიენტირებული და ბრენდინგის გაძლიერებისთვის შექმნილი მასალები. თუ მომხმარებელს მხოლოდ გაყიდვებზე ვესაუბრებით, შესაძლებელია, მათთვის ჩვენი სოციალური ქსელი მოსაბეზრებელი გახდეს.
პროდუქტებისა და სერვისების წარმოჩენის პარალელურად აუცილებელია, ადამიანებს ჩვენი ბრენდის მიმართ გავუჩინოთ ემოციური ბმა, რაც საკუთარი კომპანიის ფილოსოფიის, ხედვისა და ღირებულებების წარმოჩენის გზით მიიღწევა.
მაგალითად, თუ წიგნების მაღაზია გაქვს, ნუ შემოიფარგლები მხოლოდ კონკრეტულ წიგნებზე საუბრით. ისაუბრე სხვა, უფრო ფართო თემებზეც, რისი საშუალებითაც შენს მომხმარებლებს საკუთარ ბრენდს უკეთ გააცნობ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი თემები შესაძლებელია იყოს: განათლების მნიშვნელობა, ხშირი და ერთგული მომხმარებლების გაცნობა, საინტერესო ადამიანების აუდიტორიისთვის წარდგენა და ა.შ.
მსგავს თემებს რა დალევს — მთავარია, ჩაუღრმავდე საკუთარი ბრენდის შინაარსს და ამ გზით მომხმარებელთან კომუნიკაცია კიდევ უფრო საინტერესო გახადო.
ბრენდის ღირებულებები
ფოტო: Defaced / Dribbble
როდესაც ბრენდის ღირებულებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებისთვის ჩვენი განაცხადი დამაჯერებელი იყოს — ამას ბრენდის ღირებულებების ლეგიტიმაციასაც უწოდებენ.
იმისათვის, რომ მომხმარებლები გამოგვყვნენ, უნდა შევქმნათ სანდო გარემო და წინასწარ არჩეულ სტრატეგიას მწყობრი ნაბიჯებით მივყვეთ. აქ მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ამ ნაბიჯების ნაწილი უნდა იყოს არაკომერციული, რადგან მომხმარებლებს გავუმყაროთ რწმენა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირებულებები და მხოლოდ იმ საქმით გვინდა ფული ვიშოვოთ, რომლის კეთებაც გვსიამოვნებს.
რა მუშაობს კარგად
ფოტო: Our team / Dribbble
ის, რაც მომხმარებელთა დიდ ნაწილს მოსწონს ბრენდის გულწრფელობაა. როდესაც მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ხარ, შენი გულწრფელობის ხარისხი მარტივად შესამჩნევია. აქვე აღსანიშნავია ერთგულების აუცილებლობაც — არასდროს უღალატო საკუთარი ბრენდის პრინციპებსა და ღირებულებებს.
მომხმარებლებთან კომუნიკაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აუდიტორიისთვის გასაგები ენით ურთიერთობას. მომხმარებელი არ უნდა დაიღალოს და შენგან მარტივად უნდა მიიღოს ინფორმაცია. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანია კარგი მოსმენის უნარი, რადგან როდესაც მომხმარებელთა აზრს ითვალისწინებ, ისინი დაფასებულად გრძნობენ თავს და ეს მათ კმაყოფილებას ზრდის.
გაითვალისწინე, რომ მომხმარებლებს უყვართ გამბედავი ბრენდები. როდესაც დგები დილემის წინაშე, დარჩე საკუთარი ღირებულებების ერთგული, თუ გადადგა საზოგადოდ მოსაწონი ნაბიჯი, გააკეთე არჩევანი პრინციპების სასარგებლოდ — ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან წაგადგება.
იყავი კრეატიული — დახარჯე დრო იმაზე, რომ შენი ბრენდი იყოს შემოქმედებითი. ამასთან, ყოველთვის გეჭიროს ადამიანების მაჯისცემაზე ხელი, არ დაკარგო დინამიკურობა და ყოველთვის გადადგი ნაბიჯები გარემოში მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ.
შეჯამება — როგორ შემოვიკრიბოთ აუდიტორია ჩვენს გარშემო
ფოტო: Hurca!™ / Dribbble
აუდიტორიის ჩვენი ბრენდის გარშემო შემოსაკრებად იდეალური მეთოდია თემატური ჯგუფების შექმნა. საქართველოში პოპულარული სოციალური ქსელებიდან ამის შესაძლებლობას ფეისბუქი და ლინკდინი იძლევიან.
ბრენდირებული სივრცე, ანუ ჯგუფი ემსახურება ლოიალური მომხმარებლებისა და საერთო ინტერესების მქონე ადამიანების შეკრებას, რომლებსაც კონკრეტული იდეა და თემა აერთიანებთ.
ჯგუფის წევრებმა უნდა იგრძნონ, რომ თითოეული მათგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას იმ შემთხვევაში მიაღწევ, თუ ჯგუფს არა შენთვის, არამედ მომხმარებლებისთვის შექმნი. იმისათვის, რომ ჯგუფის წევრებს თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინო, მუდმივად გაუზიარე შენი ბრენდის ექსკლუზიური სიახლეები, სთხოვე შეფასებები პროდუქტებზე და ჩაახედე კომპანიის შიდა სამზარეულოში — ეს ყველას აინტერესებს. ამასთან, შენი აუდიტორიისთვის შექმენი განსაკუთრებული შეთავაზებები, რათა ჯგუფის წევრობა მათთვის მეტად მომგებიანი და მნიშვნელოვანი გახდეს.
ბრენდის შექმნა და მის გარშემო აუდიტორიის შემოკრება საკმაოდ კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს. ამ პროცესში თეორიული ცოდნა და სხვა ბრენდების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაც დაგჭირდება. თუ ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალების აზრი გაინტერესებს, ეწვიე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს, სადაც მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების შესახებ უფასო ლექციის მოსმენა შეგიძლია.
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები