ნატო გაგნიძე — ხმა, რომელიც ერთი მოსმენით შეიყვარეს
ფოტო: ტიფლისი
თითქმის 20-22 წლის წინ, ქართული ტელეეკრანი მთლიანად რუსულად დუბლირებულ ფილმებს ჰქონდათ ოკუპირებული. ამერიკელი, ბრაზილიელი, მექსიკელი, თუ სხვა ქვეყნის მსახიობები, მაყურებელს არამშობლიურ ენაზე ესაუბრებოდნენ.
იმ დროს ტელეკომპანია რუსთავი 2 ახლადშექმნილი ტელევიზია იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში და სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, მაყურებელს ქართულად გახმოვანებულ ფილმებსა და სერიალებს სთავაზობდა.
ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი კი დღეს უკვე ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ყველასთვის საყვარელი ნატო გაგნიძე იყო: ქალი, რომელმაც ქართული გახმოვანება სხვა საფეხურზე აიყვანა.
ჩვენს მკითხველს დღეს სწორედ მასთან ინტერვიუს შევთავაზებთ, სადაც ნატო მის პროფესიულ არჩევანსა და სუპერ პოპულარული ქართული სერიალის, "ტიფლისის" კადრს მიღმა ამბებს მოგვიყვება.
ნატო, არც ისე დიდი ხნის წინ ქართველმა მაყურებელმა მაყურებელმა პირველად მოისმინა თქვენი ხმა ეკრანიდან და მაშინვე შეიყვარა. გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები 1998 წელს, როდესაც მსახიობმა ქალმა გადაწყვიტა გახმოვანების სტუდიაში შეედგა ფეხი.
ჩემი თაობა მოესწრო იმ დროს, როდესაც ქართულ ეკრანებზე ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს რუსული გახმოვანებით ვუსმენდით. ბევრს ეს არ მოსწონდა, მათ შორის იყო მაშინ ახლად დაარსებული ტელეკომპანია, რუსთავი 2, რომელმაც გადაწყვიტა ამ კუთხით დიდი ცვლილებები განეხორციელებინა და გახმოვანების მსახიობზე კონკურსი გამოაცხადა. მე მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და რადგან კონკურსს არ ჰქონდა ასაკობრივი შეზღუდვა, კონკურსში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. ამავე კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქართული თეატრისა და კინოს თითქმის ყველა მსახიობმა და ასევე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მართლა ძალიან დიდი იყო, მე იმ ოთხეულში მოვხვდი, რომელიც ტელევიზიამ შეარჩია, თან მხოლოდ მე ვიყავი სტუდენტი, სხვა დანარჩენი შერჩეული კანდიდატები უკვე გამოცდილი და შემდგარი მსახიობები იყვნენ.
წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი და გახარებული იყავით ამ ფაქტით
რა თქმა უნდა, ჩემთვის, სტუდენტისთვის, ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც, რადგან მე ვიყავი იმ ადამიანებს შორის, ვისაც მოუწია ქართული გახმოვანების სტილი და სპეციფიკა შეექმნა.
მთავარ სირთულეს რა წარმოდგენდა მაშინ?
გარდა იმისა, რომ ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით, რთული იყო ისიც, რომ მაყურებელს, რომელიც შეჩვეული იყო რუსულ გახმოვანებას, უცებ ამ შეიძლება ითქვას წესის შეცვლას ვთხოვდით და უხეშად რომ ვთქვათ "ვაიძულებდით" მათი საყვარელი პერსონაჟები უკვე ქართულად ალაპარაკებულები შეეყვარებინა. ვიცოდით, რომ ამას გარკვეული პროტესტი მოყვებოდა, თუმცა ჩვენმა მონდომებამ ქართველებს მალევე დაავიწყა სხვა გახმოვანება და მოთხოვნა ამ მიმართულებით გაიზარდა. თანდათან ვითარდებოდა ეს მიმართულება, იხვეწებოდა და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, აკმაყოფილებდა მაღალპროფესიულ სტანდარტებსაც და შესაბამისად, სხვა კომპანიებმაც დაიწყეს მაყურებლისთვის ქართული გახმოვანების შეთავაზება.
შემდეგ როგორ გაიზარდა გუნდი?
ის, რომ გუნდი სწორად მუშაობდა და ხარისხიან პროდუქტს სთავაზობდა მაყურებელს, ძალიან მალე გახდა ცხადი, რადგან მაყურებლების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ქართულად გახმოვანებულ სერიალებსა და ფილმებზე. ამის გამო კომპანიას დასჭირდა ახალი კადრები, რომელთა შერჩევაში და შემოქმედებითად მომზადებაში უშუალოდ მეც ვმონაწილეობდი და ახალ გუნდთან ერთად კიდევ უფრო მეტი ქართულად გახმოვანებული სერიალი და ფილმი შევთავაზეთ მაყურებელს.
ნატო გაგნიძე
შემოქმედებითი ჯგუფის ინიციატივით მაყურებელმა არათუ ქართულად გახმოვანებული, სრულად დუბლირებული სერიალიც კი იხილა…
ბევრს ჰგონია, რომ როდესაც ფილმს, სერიალს, რეკლამას, არ აქვს მნიშვნელობა რას, რამეს ახმოვანებ, მორჩა, ეგ არის… იმის იქით ვერაფერს ვეღარ იზამ… თუმცა, ასე არ არის, ამ სფეროშიც, ისევე როგორც ყველგან, მნიშვნელოვანია მუდმივ განვითარებაზე ფიქრი. შესაბამისად, შემდეგი ეტაპი იყო სრული დუბლირება. ეს ახალი გამოწვევა იყო კომპანიისთვისაც და გუნდისთვის, მაგრამ წარმატებულად გავუმკლავდით და პირველი, სრულად დუბლირებული სერიალი სასოწარკვეთილი დიასახლისები შევთავაზეთ მაყურებელს.
გარდა იმისა, რომ თქვენ მაყურებლებს სხვადასხვა სერიალის პერსონაჟებს აყვარებდით, მალევე გახდით, შეიძლება ითქვას ქართული გახმოვანების პირველი ლედი…. თქვენ მოგანდეს ოსკარის, ოქროს გლობუსის და სხვა მსოფლიოს მთავარი დაჯილდოებების გახმოვანება. ამის გარდა კი გახდით წამყვანი მსახიობების ე.წ. ქართული ხმა, თანაც ეს ყველაფერი მაყურებლის მოთხოვნით.
ხო, ეს ჩემთვისაც უცნაური იყო, როდესაც ტელევიზიაში მისვლისას მეუბნებოდნენ, რომ საჩუქარი ან წერილი გამომიგზავნეს, სადაც ეწერა რომ ესა თუ ის მსახიობი ჩემმა ხმამ შეაყვარა, რომ რომელიღაც სერიალის ყურება მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ ჩემი ხმა მოეწონათ და ა.შ. საბოლოოდ კი მაყურებლის დამსახურებით, აღმოჩნდა ისე, რომ მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი თუ სხვა მსახიობები, ქართულად მხოლოდ ჩემი ხმით საუბრობდნენ და გულწრფელი რომ ვიყო, ეს ჩემთვის დიდი პატივიც არის და ძალიან მიხარია.
საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ თქვენ ხართ ხმა, რომელიც მაყურებელმა “ერთი მოსმენით შეიყვარა” და ეს სრულიად ბუნებრივიც იყო. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ არ არსებობს იმაზე ახლობელი ხმა, როგორიც თქვენ გაქვთ. თუმცა, მინდა, რომ ქართულ სერიალს “ტიფლისსაც” შევეხოთ.
მიუხედავად იმისა, რომ გახმოვანება ძალიან საინტერესო პროცესია და ფაქტობრივად შენც თამაშობ იმ მსახიობთან ერთად, ვისაც ქართულად ალაპარაკებ, პირველ რიგში მაინც მსახიობი ვარ და ჩემთვის ეს მაინც მთავარი საქმეა. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, საქართველოში განებივრებულები არ ვართ გადაღებებით. თუმცა, პატარ-პატარა გამონათებები აქაც არის ხოლმე. ტელეკომპანია GDS-ში როდესაც მივედი, გახმოვანებასთან ერთად რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა დაიწყო ახალ სერიალზე, ტიფლისზე მუშაობა და როლი შემომთავაზა.
ეს არ იყო უბრალოდ როლი, თქვენი პერსონაჟი, ქეთევან ორბელიანი, “ტიფლისის” წამყვან პერსონაჟად იქცა… თქვენი პროფესიონალიზმი, რომელიც მანამდეც ცნობილი იყო სხვა სერიალებიდან, “ტიფლისში” კიდევ უფრო მეტად იგრძნობოდა. ქეთევანი არ იყო მხოლოდ პერსონაჟი, ის პირველი ქართველი ფემინისტი ქალი პერსონაჟი იყო და ამით შეიძლება ითქვას, ისტორიული მისიაც კი დაგეკისრათ…
ქეთევან ორბელიანი ნამდვილად არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი. ამ როლზე მუშაობა ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ ვთამაშობდი ასეთ ქალს, ასეთ სერიალში და ქართველებისთვის ასეთ საყვარელ სერიალში, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიპოვა. ისტორიული პერსონაჟის განსახიერება ურთულესია, უამრავი დეტალის გათვალისწინება გიწევს, მით უმეტეს, როცა ამას ემატება შენი პერსონაჟის მხრიდან იმ თემებზე საუბარიც, რომელზეც სამწუხაროდ ქართველები უხეშად რეაგირებენ და ყველას, ვინც ფემინისტურ იდეებს აჟღერებს, ღია სივრცესა თუ სოციალურ ქსელებში, ბულინგის მსხვერპლად აქცევენ. ვერ ვიტყვი, რომ ამან რამე დაბრკოლება შემიქმნა, ქალთა უფლებებზე, ძალადობაზე, თანასწორობაზე და ა.შ. ისედაც ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და არასდროს მიფიქრია, რომ ვინმესთვის ამ კუთხით ანგარიში უნდა გამეწია.
აუცილებლად უნდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზეც… რას აპირებს ნატო გაგნიძე, ყველაზე პოპულარული ხმა საქართველოში?
ახლა აქტიურად მიდის გადაღება, ასევე გახმოვანება უკვე ორ სატელევიზიო არხზე, რუსთავი 2 და GDS. ასევე კინოთეატრებისთვის ფილმების დუბლირება... კიდევ იგეგმება ახალი ქართული სატელევიზიო სერიალის გადაღება. სადაც უკვე შემომთავაზეს მონაწილეობა. და ასევე არის კიდევ ერთი შემოთავაზება. რომელიც ჩემთვის ვფიქრობ ახალი გამოწვევაა და ახალი სატელევიზიო სეზონიდან ალბათ ამ მიმართულებითაც მოვსინჯავ ძალებს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა

კომენტარები