რუსთავი 2 მსოფლიო მედიის ფოკუსში - რას წერენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
რუსთავი 2 და საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ 2 მარტის გადაწყვეტილებას, რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეხმაურებიან Reuters, BBC, Euronews და სხვები.
უცხოურმა მედიასაშუალებებმა აქტიურად გააშუქეს საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოთქმული შეშფოთება ამ საკითხზე.
"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ტელეარხის საწინააღმდეგოდ მიიღო" - წერს როიტერსი.
ამავე სააგენტოს თქმით, სასამართლომ ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეარხი მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა, რამაც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, კრიტიკა გამოიწვია და შეფასდა, როგორც მედიის გაჩუმებისთვის გადადგმული ნაბიჯი.
ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავი 2-ს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ქიბარ ხალვაში, რომელსაც სასამართლომ არხი მიაკუთვნა, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და რომ ის ერთადერთი ძლიერი არხის გაჩუმებას გეგმავს.
როიტერსი ასევე წერს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მედიის დამოუკიდებლობა, ევროატლანტიკურ სივრცეში მისი გაწევრიანების გზაზე.
"საქართველოში აურზაურია ტელეარხთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების გამო" - წერს ბიბისი და აქცენტს აკეთებს კრიტიკაზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო.
ბრიტანული მედიაგიგანტი ასევე უსვამს ხაზს ხალვაშისა და ქართული ოცნების ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ბიზნესმენი ხელისუფლების მხარდამჭერია.
"ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთავი 2-ის დასაცავად საქართველოს დედაქალაქში სასამართლოს ვერდიქტის გასაპროტესტებლად, რომელმაც ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეარხი ხელისუფლებასთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფ პირს მფლობელობაში გადასცა" - წერს რიფაბლიქი.
მედიაგამოცემა ხაზს უსვამს საქმის გარშემო არსებულ შეფასებას, რომელიც კრიტიკული მედიის გაჩუმებას გულისხმობს.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები