რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უცხოეთში — საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
ფოტო: Tom Fisk / Pexels
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 24,4%-ით, ხოლო იმპორტი — 15,7%-ით გაიზარდა — ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. იანვარ-მაისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 1,54 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება გავიდა, ხოლო იმპორტმა 3,48 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ექსპორტი
2021 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 327,2 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21,3% იყო. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 165,5 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10,8%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 144,3 მილიონი დოლარით (9,4%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველს ექსპორტში 2021 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები — 327 მილიონი დოლარი. ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით — 26,7%;
- მსუბუქი ავტომობილები — 166 მილიონი დოლარი. ზრდა — 7,2%;
- ფეროშენადნობები — 144 მილიონი დოლარი. ზრდა — 32,1%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები — 85,7 მილიონი დოლარი. ზრდა — 17%;
- სპირტიანი სასმელები — 57,4 მილიონი დოლარი. ზრდა — 32,4%;
- მინერალური და მტკნარი წყლები — 52,8 მილიონი დოლარი. ზრდა — 23,3%;
- აზოტოვანი სასუქები — 46 მილიონი დოლარი. ზრდა — 17,7%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — 36,4 მილიონი დოლარი. კლება — 0,7%;
- თხილი და სხვა კაკალი — 33,7 მილიონი დოლარი. ზრდა — 95,1%;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი — 29,4 მილიონი დოლარი. ზრდა — 93,4%;
- დანარჩენი საქონელი — 560 მილიონი დოლარი. ზრდა — 25,2%;
აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში უცხოეთში გაყიდული 1,54 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლიდან 414,5 მილიონი დოლარი რეექსპორტს ეკავა, ანუ იმგვარ საქონელს, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა და იმავე ფორმით გაიყიდა სხვა ქვეყანაში. ამ პერიოდში რეექსპორტის 40%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა.
იმპორტი
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 309,2 მილიონ დოლარს და მთელი იმპორტის 8,9%-ს მიაღწია. მეორე ადგილი დაიკავა ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა 255,4 მილიონი დოლარით (იმპორტის 7,3%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 233,9 მილიონი დოლარით (იმპორტის 6,7%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველს იმპორტში 2021 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით:
- მსუბუქი ავტომობილები — 309,2 მილიონი დოლარი. ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით — 11,2%;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 255,4 მილიონი დოლარი. ზრდა — 30,4%;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები — 234 მილიონი დოლარი. ზრდა — 17,5%;
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა — 159 მილიონი დოლარი. ზრდა — 7,1%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — 138 მილიონი დოლარი. ზრდა — 3,4%;
- სატელეფონო აპარატები — 79,2 მილიონი დოლარი. ზრდა — 38,6%;
- სატვირთო ავტომობილები — 51,5 მილიონი დოლარი. ზრდა — 107,2%;
- მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის — 42,3 მილიონი დოლარი. ზრდა — 399,4%;
- ელექტროენერგია — 36,3 მილიონი დოლარი. ზრდა — 17,3%;
- ხორბალი და მესლინი — 34,9 მილიონი დოლარი. კლება — 11,3%;
- დანარჩენი საქონელი — 2,14 მილიარდი დოლარი. ზრდა — 13,1%;
რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, ექსპორტისა და იმპორტის ჯამის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტად თურქეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ვივაჭრეთ.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები