საზაფხულო ბანაკი — პიროვნული განვითარების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის
ფოტო: სქულბუქი
კოვიდპანდემია განურჩევლად ყველას შეეხო და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, განსაკუთრებით კი ბავშვები დააზარალა. მართალია, დღეს ბავშვებს, ონლაინსწავლებასთან ერთად, სკოლაში სიარულიც შეუძლიათ, მაგრამ მათ მაინც საკმაოდ დიდი დრო გაატარეს ოთხ კედელში გამოკეტილებმა; ამიტომაც ძალიან სჭირდებათ განტვირთვა, სმარტფონებისა და კომპიუტერის მონიტორებისგან მოწყვეტა და თანატოლებთან კომუნიკაცია. ასეთ შემთხვევაში იდეალური ალტერნატივა შემეცნებითი საზაფხულო ბანაკია.
რატომ საზაფხულო ბანაკი?
ამერიკული ფილმების გავლენით, საზაფხულო ბანაკი ნებისმიერი ჩვენგანისთვის მხიარულებასთან, საინტერესო აქტივობებთან და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან ასოცირდება.
უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რატომ არის ბავშვისთვის სასარგებლო საზაფხულო ბანაკში დასვენება. გარდა იმისა, რომ მოზარდი თანატოლებთან ერთად უამრავ დროს გაატარებს, სუფთა ჰაერზეც იქნება და აქტიური ცხოვრების წესითაც იცხოვრებს, ის არაერთ საჭირო უნარ-ჩვევასაც შეიძენს, რომლებიც მომავალში გამოადგება.
ბავშვთა ფსიქოლოგები რამდენიმე თვალშისაცემ სარგებელს გამოყოფენ, რომლებსაც ბავშვი საზაფხულო ბანაკში ყოფნის დროს მიიღებს:
დამოუკიდებლობა
საზაფხულო ბანაკი ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის იდეალური საშუალებაა, მცირე ხნით დამოუკიდებლად, ოჯახის მზრუნველობის გარეშე იცხოვროს. მხოლოდ ასე ისწავლის ყოფით პრობლემებთან გამკლავებას და მეტიც, უფრო მეტად დააფასებს იმ ყველაფერს, რასაც მშობლები მისთვის აკეთებენ.
სოციალური უნარების განვითარება
საზაფხულო ბანაკი იდეალური ადგილია ახალი მეგობრების შესაძენად და სოციალური უნარების გასავითარებლად. ბანაკში ბავშვები ისეთ აუცილებელ სოციალურ უნარებს იძენენ, როგორებიცაა გრძნობების გაზიარება, თანამშრომლობა და გულწრფელი ურთიერთობები. დროის უმოკლეს პერიოდში ახერხებენ, უამრავი ახალი მეგობარი გაიჩინონ. საუბარია ნაკლებად კომუნიკაბელურ და ჩაკეტილ ბავშვებზეც, რადგან ბანაკის აქტივობებში ჩართვა მათ გახსნაში ეხმარება.
ახალი მისწრაფებების აღმოჩენა
თუ საზაფხულო ბანაკის პროგრამა სრულადაა მორგებული ბავშვის ინტერესებს, მაშინ ის აუცილებლად უნდა აერთიანებდეს საგანმანათლებლო ნაწილს, სახალისო თამაშებსა და სპორტულ აქტივობებს. ამ აქტივობებში ჩართვის დროს კი შესაძლოა, ბავშვმა აითვისოს და ყოველდღიურობაში დანერგოს ისეთი ჰობი, როგორიცაა, მაგალითად, სპორტის სახეობები ან ინტელექტუალური გართობა თანატოლებთან ერთად.
არაფორმალური განათლება
იმის მიუხედავად, რომ საზაფხულო ბანაკი განტვირთვის, სოციალიზაციისა და დასვენების ადგილია, სწორად შედგენილი პროგრამის მიხედვით, ბავშვმა არაფორმალური განათლებაც უნდა მიიღოს. თუ ის წელიწადის დანარჩენ დროს სკოლაში დადის და სხვადასხვა საგანს სწავლობს, არც ზაფხულში არ უნდა მოსწყდეს რადიკალურად ამ საქმიანობას. ასე შეძლებს, ახალი სემესტრის დაწყებას უფრო მომზადებული შეხვდეს და სასწავლო პროცესშიც მთელი ენთუზიაზმით ჩაერთოს.
რომელია ასეთი საზაფხულო ბანაკი საქართველოში?
ფოტო: სქულბუქი
ქართულ რეალობაში საუკეთესო საზაფხულო ბანაკის ალტერნატივა, რომელიც მთლიანად ბავშვის ინტერესებზეა მორგებული, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკია. უნიკალური პროგრამა, რომელიც სქულბუქმა კვლევებისა და მოსწავლეების ინტერესებზე დაყრდნობით შეადგინა, ორ მიმართულებად იყოფა - ინგლისურენოვანი პროგრამა და პიროვნული განვითარების პროგრამა.
ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში, ბანაკის მონაწილეები ენის ტესტის შედეგების მიხედვით სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან და ინგლისურად საუბარს დახვეწენ. ამისთვის, ქართველ გამოცდილ კოორდინატორებთან ერთად, სქულბუქმა უცხოენოვანი ტრენერებიც მოიწვია. ისინი მთელ ზაფხულს ბანაკში გაატარებენ და თითოეულ მოსწავლესთან ექნებათ კომუნიკაცია.
მეორე პროგრამა პიროვნულ განვითარებას ეხება და 15-დან 17 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი. სემინარებს კონკრეტული დარგის ქართველი სპეციალისტები გაუძღვებიან. მათ შორის: ალექსანდრე ჯეჯელავა, ია ბერსენაძე, დათო ტურაშვილი, თამარ ჩიჩუა, ნინო მარგველაშვილი და გია მურღულია.
სქულბუქის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი 26 ივნისს იხსნება, რეგისტრაცია კი ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.
საბოლოო ჯამში, თავისუფლების შეგრძნება, კეთილ ადამიანად და ნამდვილ მეგობრად ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომლებსაც მოსწავლეები სქულბუქის საერთაშორისო ბანაკში ეზიარებიან.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები