რატომ ავსებს დეპუტატთა მესამედი ქონებრივ დეკლარაციას არასწორად
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ყოველი მესამე დეპუტატი დეკლარაციას არასწორად ავსებს. 150 დეპუტატიდან დეკლარაციაში პარლამენტიდან მიღებული ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია 43-მა დეპუტატმა მიუთითა.
On.ge-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტარების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია და შევსებულ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას შეადარა.
როგორ უნდა შეევსოთ დეპუტატებს დეკლარაცია?
საქართველოს კანონმდებლობით ყველა თანამდებობის პირი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია. შევსებული დეკლარაცია ღიაა და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ქვეყნდება.
თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ქონებრივი დეკლარაციის შესაბამის ველში მიუთითონ თავისი და თავისი ოჯახის წევრების მიერ დეკლარაციის შევსების წინა წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურება. მაგალითისთვის, თუ დეკლარაცია ივსება 2017 წელს, თანამდებობის პირმა 2016 წლის შემოსავლები უნდა მიუთითოს.
შემოსავლებში იწერება დაუბეგრავი თანხა. იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირმა დეკლარაციის შევსების წელს დაიკავა თანამდებობა, არ უთითებს ამ თანამდებობაზე მიღებულ ანაზღაურებას.
ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას გამოკვეთილი დარღვევები
- მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩეულმა რვა დეპუტატმა, რომლებმაც დეკლარაცია 2016 წელს შეავსეს, პარლამენტიდან იმავე წელს, ანუ 2016-ში მიღებული შემოსავალი მიუთითეს;
- 17-მა დეპუტატმა არ მიუთითა საქართველოს პარლამენტში წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები;
- მიღებული შემოსავლისგან განსხვავებული მონაცემი მიუთითა 18-მა დეპუტატმა.
დეპუტატები, რომლებმაც დეკლარაციები არასწორად შეავსეს
თანამდებობის პირის დეკლარაცია არასწორად შეავსო:
- საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების 35-მა დეპუტატმა;
- საპარლამენტო უმცირესობის - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს - ოთხმა დეპუტატმა;
- პატრიოტთა ალიანსის სამმა დეპუტატმა;
- ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
დეკლარაციაში არ უნდა მიეთითებინათ პარლამენტიდან 2016 წელს მიღებული ანაზღაურება და მიუთითეს (2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ წინა წლის შემოსავლები უნდა იყოს მითითებული): ირაკლი კობახიძემ, იოსებ მაკრახიძემ, სოფიო კილაძემ, გენადი მარგველაშვილმა, თეიმურაზ კოხრეიძემ, შოთა შალელაშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა.
დეკლარაციაში პარლამენტში მიღებული ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითეს: სამველ მანუკიანმა, რატი იონათამიშვილმა, მარიამ ჯაშმა, რუსლან გაჯიევმა, დავით სონღულაშვილმა, ოთარ ჩრდილელმა, ბექა ოდიშარიამ, ალექსანდრე ერქვანიამ, ბიძინა გეგიძემ, აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, მამუკა მდინარაძემ, მამუკა ჩიქოვანმა, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ემზარ კვიციანმა და გიორგი ლომიამ.
დეკლარაციაში არასწორი თანხა მიუთითეს: გიორგი ვოლსკიმ, გედავან ფოფხაძემ, გუგული მაღრაძემ, ალექსანდრე ქანთარიამ, სულხან მახათაძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, ირაკლი ბერაიამ, ვიქტორ ჯაფარიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, შალვა კიკნაველიძემ, პაატა კვიჟინაძემ, გრიგოლ მიქელაძემ, მირიან წიკლაურმა, ნინო წილოსანმა, თენგიზ ხუბულურმა, აკაკი ბობოხიძემ, ირმა ინაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა.
როგორ ხსნიან დეპუტატები დეკლარაციაში არსებულ ხარვეზებს?
საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების პასუხს On.ge თითქმის ერთი კვირაა ელოდება, თუმცა, უშედეგოდ.
საპარლამენტო უმცირესობის - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატებმა მიზეზები ასე განმარტეს: აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ დეკლარაციაში ის თანხა მიუთითა, რაც ბუღალტერმა უთხრა, მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ "ალბათ გამორჩა". დარჩენილი ორი დეპუტატის, ოთარ კახიძისა და სერგი კაპანაძის შემთხვევაში კი, პრესსამსახურის საშუალებით, მიზეზი ვერ დადგინდა.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის სამდივნოს სპეციალისტი, ირაკლი ჩიხრაძე ამბობს, რომ ინაშვილის შესახებ პარლამენტმა ინფორმაცია არასწორად გასცა და 2016 წელს დეპუტატს 8 754 ლარის ნაცვლად 7 602 ლარი დაერიცხა. თუმცა, ინაშვილს დეკლარაციაში სხვა თანხა - 5 844 ლარი აქვს მითითებული.
"ამ ადამიანებმა, სამივემ [ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია] პირველად შეავსეს ეს [დეკლარაცია]... ეს არის სახელმწიფოს მიერ დარიცხული ხელფასი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ორ წუთში გაიგებს რამდენი ჰქონდა ხელფასი 2016 წელს. ამის დამალვის შანსი არის ნული. არც არავინ აპირებდა და არც არავინ აპირებს. ეს არის უნებლიე შეცდომა," - განმარტა ინაშვილის სამდივნოს სპეციალისტმა ჩვენთან საუბრისას.
დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მან დეკლარაციაში 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით პარლამენტიდან მის ანგარიშზე დარიცხული თანხა (დაბეგრილი) მიუთითა.
რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს არასწორად შევსებულ დეკლარაციას
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დემნა ლობჟანიძე ამბობს, რომ თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსებაზე რეაგირება ორი გზით შეიძლება მოხდეს:
- მიმართოს მოქალაქემ განცხადებით, დასაბუთებული არგუმენტებით, თუ რატომ მიაჩნია, რომ რომელიმე საჯარო პირმა დეკლარაცია არასწორად შევავსო;
- საჯარო პირი მოხვდეს იმ პირთა შორის, რომელთა შემოწმებასაც კომისია საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს წლის განმავლობაში.
თითოეულ შემთხვევაში შესამოწმებელი თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის ხუთ პროცენტს.
2017 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახურის ბიუროს არ ჰქონდა უფლება და ვალდებულება, შეემოწმებინა თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციების სისწორე და მოეხდინა რეაგირება. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი, საჯარო სამსახურის ბიუროს დაემატა მონიტორინგის ფუნქცია, რომელმაც წელს ჩაბარებული დეკლარაციების ნაწილის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
საქართველოს კანონმდებლობლობით, დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში, თანამდებობის პირი ათასი ლარით ჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობს, ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს და თანამდებობის პირი ათასი ლარით დააჯარიმოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევების მიხედვით, არაერთი თანამდებობის პირი ავსებს დეკლარაციას არასწორად.
ანტიკორუფციული რეფორმების სფეროში ორგანიზაციის კვლევითი პროექტების ხელმძღვანელის, ერეკლე ურუშაძის თქმით, როცა თანამდებობის პირებმა იციან, რომ მათი დეკლარაციები არ მოწმდება და პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, უფრო ნაკლებად მოტივირებულები არიან ინფორმაცია სწორად ასახონ. გარდა ამისა, მისი აზრით, შესაძლოა, თანამდებობის პირები ინფორმაციას სრულად არ უთითებდნენ ქონებისა და კავშირების დამალვის მიზნით.
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა
გადახედვა
-
კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას
გადახედვა
-
ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
-
კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე
გადახედვა
-
საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან
გადახედვა
-
ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60 ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
-
კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით
გადახედვა
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა

კომენტარები