რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ აპირებს
ფოტო: დიმიტრი მორდოლფი
რუსეთი ახლო მომავალში არ აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის აღდგენას და ამ პოლიტიკას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გარდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში "უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით" ხსნის.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჯერ რუსულ გაზეთ იზვესტიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა, შემდეგ კი იგივე მოსაზრება, მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაზეც გაიმეორა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შეელახა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი და ბრძანა, რომ საქართველოს და ამიერკავკასიას „ტერორისტები, ექსტრემისტები და ნარკომოვაჭრეები საკუთარ მარშრუტებში ხშირად იყენებენ და ასეთ ფონზე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ძნელია.“
ეს განცხადება გაკეთდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ლავროვის მორიგ თავდასხმას საქართველოზე, დღეს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უპასუხა
რუსეთის მხარის გადასაწყვეტია თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ თავს ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ
"ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში, არანაირად არ არის მართებული. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის 2000 მოქალაქე. რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ თავს ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ".
რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2000 წლის დეკემბერში, ცალმხრივად, სწორედ "ტერორიზმის საფრთხის" თავიდან აცილების მოტივით შემოიღო.
მაშინ მიზეზად მეორე ჩეჩნური ომის (1999-2000) დროს, ჩეჩნეთიდან პანკისის ხეობაში გამოქცეული ათი ათასობით ლტოლვილი და მებრძოლი დასახელდა.
თბილისმა პანკისის ხეობაზე კონტროლი ეტაპობრივად 2003 წლამდე, აღადგინა, თუმცა, მოსკოვს ვიზებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია. (თუმცა, კრემლს ჰქონდა მცდელობა, რომ ვიზები გამარტივებული სახით გაეცა არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, არამედ აჭარის ავტონომიის მცხოვრებლებისთვის - ზ.წ)
რუსეთ-საქართველოს საზღვარი
ფოტო: ამერიკის ხმა
რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა 2006 წელს "ჯაშუშური სკანდალის" დროს, რასაც სავაჭრო ემბარგოს შემოღება და რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოყვა. ამ დამამცირებელ პოლიტიკას სამი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
ეთნიკური ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან 2006 წელი
ფოტო: epa
2008 წლის აგვისტოში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2010 წლის ოქტომბრიდან თბილისმა რუსეთის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების: ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს მცხოვრებელთათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, რამაც მოსკოვის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. 2012 წლის 1 მარტიდან კი ეს რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდა.
ბოლო 5 წლის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისა და "დათბობის პოლიტიკის" დაწყების შემდეგ, მოსკოვიდან პერიოდულად მოდის სიგნალები, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის ან გაუქმების შესახებ, თუმცა ყველა ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა.
შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადების ხასიათი, ოფიციალური თბილისის "მუდმივი დათმობის პოლიტიკით" არის განპირობებული.
მთავრობის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი არის მუდმივი დათმობის პოლიტიკა რუსეთისადმი. ამან გამოიწვია ის, რომ საქართველო აღარ არის საერთაშორისო დღის წესრიგში. ამავე დროს, ასეთმა პოლიტიკამ წაახალისა რუსეთის უფრო მეტი თავხედობა, როგორც ადგილზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საერთაშორისო დონეზე განცხადებებით და ლავროვის განცხადება სწორედ ამ კონტექსტში ჯდება.
"მთავრობის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი არის მუდმივი დათმობის პოლიტიკა რუსეთისადმი. რომელმაც გამოიწვია ის, რომ საქართველო აღარ არის საერთაშორისო დღის წესრიგში.
ამავე დროს, ასეთმა პოლიტიკამ წაახალისა რუსეთის უფრო მეტი თავხედობა, როგორც ადგილზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საერთაშორისო დონეზე განცხადებებით. ლავროვის განცხადება სწორედ ამ კონტექსტში ჯდება.
ლავროვი ცინიკურად, იმის ნაცვლად რომ თავი იმართლოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იმის გამო, რასაც რუსეთი საქართველოში აკეთებს, პირიქით, შეტევაზე აქეთ გადმოდის."
მერვე წელია, თბილისი და მოსკოვი ურთიერობას მხოლოდ შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით ახერხებენ. 2009 წლის 5 მარტიდან მოქმედებს საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციები. ორივე მხარე ათ-ათი დიპლომატით არის წარმოდგენელი, თბილისში რუსულ სექციას ვალერი ვასილიევი ხოლო, მოსკოვში, ქართულ სექციას - გიორგი ჩხეიძე ხელძღვანელობს.
საქართველოს მოქალაქეს რუსეთში ვიზის მისაღებად სჭირდება ოფიციალური მოწვევა, რომელსაც მომწვევი მხარე რუსეთის ფედერალურ მიგრაციულ სამსახურში ათანხმებს.
მინიმუმ 20 დღიანი პროცედურის შემდეგ, თანხმობის შემთხვევაში, მომწვევი მხარე და ქართველი ვიზიტორი ავსებენ ოთხ დოკუმენტს, რომლებიც მოიცავს პირად მონაცემებს, ინფორმაციას რუსეთში გამგზავრების მიზნების შესახებ და ორ საგარანტიო წერილს.
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა

კომენტარები