მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს — უგულავა
ფოტო: On.ge
პოლიტიკოსი გიგი უგულავა მხარს უჭერს, რომ ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. მისივე თქმით, დროა ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ ნიკა მელიას გარშემო გაერთიანდეს.
"მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია — ციხეში. ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის", — წერს უგულავა ფეისბუქზე.
ამასთან, იგი ამბობს, რომ ოპოზიციას ერთობის ახალი საფუძვლები სჭირდება, რომელიც ხედვაზე, გეგმებზე და უცვლელ მოთხოვნაზე — რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნებზე გადის.
18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.
დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.
დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.
ამავე თემაზე:
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
-
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს
გადახედვა
-
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
გადახედვა
-
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
-
დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
-
გერმანიაში პლასტმასის ბოთლი წარწერით — "პოლონიუმ-210" იპოვეს გერმანიაში პლასტმასის ბოთლი წარწერით — "პოლონიუმ-210" იპოვეს
გადახედვა
-
ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
გადახედვა
-
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი — თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
-
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
-
მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები
კომენტარები