საუკეთესო ადგილები, რომლებიც გაზაფხულზე Travel Box-თან ერთად უნდა მოინახულო
ფოტო: Travel Box
საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია: ამინდი — ყველაზე სასიამოვნო, მზე — ყველაზე მშვიდი, ბუნება — მწვანე და ხალხი — ცოტა. გამოცდილი მოგზაურები სწორედ გაზაფხულს ირჩევენ ხოლმე: ჯადოსნური სეზონია, იდეალურ ამინდში დატკბე ისე, თითქოს მხოლოდ შენთვის შეუქმნიათ ეს ადგილები. შენ მხოლოდ უნდა გადაწყვიტო, საით მიგიწევს გული. იმ მხარის საუკეთესო სასტუმროს ვაუჩერსა და მოგზაურობისთვის საჭირო ნივთებს გაზაფხულის Travel Box-ისგან მიიღებ.
რა არის Travel Box?
Travel Box პირველი ინოვაციური პროდუქტია ყველასთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს.
Travel Box-ის ყველა ყუთში აღმოაჩენ:
• საქართველოს საუკეთესო სასტუმროების ვაუჩერს (2 ღამით, ორ ადამიანზე);
• სამოგზაურო ნივთების ნაკრებს;
• მოგზაურობისთვის საჭირო პროდუქტებს.
Travel Box-ის საჩუქრები ყოველ სეზონზე იცვლება და ახლდება. თითოეული ახალი ყუთი სიურპრიზებით არის სავსე და მისი გახსნა ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილებაა, როგორც თავად მოგზაურობა. გაზაფხულის ყუთი კი გაზაფხულივით სრულიად ახალი და ამაღელვებელია: სპეციალურად შენთვის და შენი მოგზაურობის გასაფერადებლად საუკეთესო სასტუმროები და პარტნიორი ბრენდები შეირჩა.
საით მიგიწევს გული?
გაზაფხული საქართველოს ყველა კუთხეში გამორჩეულია. ამ გაზაფხულზე შენ შეგიძლია არჩევანი ამ ხუთ რეგიონს შორის გააკეთო: კახეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი ან სამეგრელო-ზემო სვანეთი. მთავარია კარგად მოუსმინო საკუთარ თავს: საით მიგიწევს გული?
კახეთი
კახეთში გაზაფხულის Travel Box-ს ხუთი პარტნიორი სასტუმრო ჰყავს: ყვარლის ტბა, ესკიზ თელავი, ჰოლიდეი ინნ თელავი, ახაშენი ღვინის კურორტი და სპა, შატო მერე.
თელავში შეგიძლია "ბატონის ციხედ" ცნობილი სასახლე მოინახულო. "ბატონის ციხე" კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. მიუხედავად ასეთი ისტორიისა, ბევრ ქართველ მოგზაურსაც კი არ აქვს მონახულებული ეს ისტორიული ადგილი.
ყვარლის ტბა მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს. ბოლო წლების მანძილზე ადგილობრივების თუ მოგზაურების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა. Travel Box-ის ერთ-ერთი პარტნიორი სწორედ ყვარლის ტბის სასტუმროა.
აჭარა
თუ აჭარას მხოლოდ ზაფხულში სტუმრობ, გულწრფელად გეტყვით, რომ დიდ შეცდომას უშვებ. აქაურობა ყველა სეზონზე განსაკუთრებულია, თუმცა გაზაფხულს სულ სხვა ჯადოსნურობა მოაქვს: მშვიდი სანაპირო, მაგნოლიების გამაბრუებელი სურნელი და საოცარი ფერები ყველგან, საითაც გაიხედავ. აჭარაში Travel Box ორ საუკეთესო სასტუმროსთან თანამშრომლობს: შერატონ ბათუმი და ჰილტონ ბათუმი.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის თევზის ბაზარი, ბულვარი, საბაგირო შესანიშნავი ხედებით და ყოველ საღამოს ზღვაში ჩამავალი მზეც კი საკმარისია იმისთვის, რომ 2021 წლის გაზაფხული ამ წლის გამორჩეულ სეზონად იქცეს.
ᲛᲪᲮᲔᲗᲐ-ᲛᲗᲘᲐᲜᲔᲗᲘ
მცხეთა მთიანეთის რეგიონი თუ აარჩიე, Travel Box არც აქ დაგაღალატებს.
გერგეტის სამება ყაზბეგში მდებარეობს, სოფელ გერგეტიდან ერთ კილომეტრში. Travel Box-ის დახმარებით, ამ გაზაფხულზე შენც შეგიძლია ესტუმრო ყაზბეგს.
მცხეთა-მთიანეთი (სამთო-სათხილამურო)
თუ თხილამურების და სნოუბორდის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, სეზონის ბოლომდე გული შეგიძლია მცხეთა-მთიანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებით იჯერო.
Travel Box-ის პარტნიორები აქ სასტუმროები მარკო პოლო და კვადრუმ გუდაურია. არჩევანის შემთხვევაში რეგიონის საუკეთესო სასტუმროებიდან ერთ-ერთის ვაუჩერი შეგხვდება.
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობა გაზაფხულზე განსაკუთრებით გამორჩეულია. გადახასხასებული ბუნება სხეულს და გონებას ერთნაირად ამშვიდებს. ამ რეგიონის არჩევისას Travel Box-ის ყუთს ქრაუნ პლაზა ბორჯომის ვაუჩერი მოჰყვება.
აქ ყოფნისას შეგიძლია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი მოინახულო. აქ რამდენიმე სალაშქრო ბილიკია, რომელიც შეგიძლია აირჩიო. აქვე შესაძლებელია ცხენის ქირაობა და ჯირითიც. ამ მცირე ლაშქრობაში აუცილებლად გამოგადგება ის ნივთები და პროდუქტები, რასაც Travel Box-ით საჩუქრად მიიღებ.
სამცხე-ჯავახეთი (სათხილამურო)
თხილამურების მოყვარულებისთვის სამცხე-ჯავახეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. Travel box-ში ამ საუკეთესო სასტუმროებიდან ერთ-ერთის ვაუჩერი შეგხვდება, ორი ღამით, ორ ადამიანზე და უამრავი სასარგებლო ნივთით: რუმს კოხტა და კრისტალი ბაკურიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
გაზაფხულის მრავალფეროვან არჩევანს სამეგრელო-ზემო სვანეთი აგვირგვინებს. თუ ამ რეგიონს აირჩევ, Travel Box-ში ფოსტა მესტიას სასტუმროს ვაუჩერი დაგხვდება.
მესტია დაუსრულებელი ამბავია, ყველა სეზონზე საინტერესო მოსაყოლი და დასამახსოვრებელი. შეგიძლია უშგული მოინახულო ან მიმდებარე სოფლებში ისეირნო. მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნივთს Travel Box-ში იპოვი.
ფოტო: Travel Box
თუ უკვე იცი, საით მიგიწევს გული, შეგიძლია Travel Box გამოიწერო. გაზაფხულის ყუთში დაგხვდება საუკეთესო სასტუმროს ვაუჩერი იმ რეგიონში, რომელიც შეარჩიე და ყველა ის ნივთი, რაც შეიძლება მოგზაურობისას დაგჭირდეს.
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა















კომენტარები