სამსუნგმა 2021 წლის A სერიის სმარტფონები Galaxy A52 და Galaxy A72 წარადგინა
ფოტო: სამსუნგი
17 მარტს Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა Galaxy A სერიის სმარტფონები: Galaxy A52 და A72. სამსუნგმა ახალი მოდელების ხაზის წარმოდგენით შესაძლებელი გახადა არსებული ინოვაციური ტექნოლოგიები უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
კომპანიის მესიჯია, რომ ახალი Samsung Galaxy A სერია საშუალებას აძლევს ყველა მოხმარებელს ხელი მიუწვდებოდეს კომპანიის თანამდროვე ტექნოლოგიებთან იმ ფასად, რომელიც მათ შესაძლებლობებს შეესაბამება.
ეს მნიშვნელოვანია ნაბიჯია თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, კომპანია გამოხატავს მზაობას ის არსებული ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე მხოლოდ ფლაგმანურ მოდელებში გამოიყენებოდა, ახლა ბიუჯეტურ სმარტფონებში წარმოგვიდგინოს.
ფოტო: სამსუნგი
Galaxy A სერია აგრძელებს Samsung-ის მემკვიდრეობას უზადო ფოტო და ვიდეო გადაღებით, ელეგანტური დიზაინითა და ყოველთვის მოწინავე ეკრანით გაათამამოს საკუთარი მომხმარებლები. A სერიის ორივე სმარტფონი Samsung Super AMOLED ტექნოლოგიის ეკრანით არის წარმოდგენილი და აღჭურვილია 90 ჰერცი განახლების მქონე ულტრათანამედროვე ეკრანებით. გამოყენებული პიქსელების რაოდენობა ერთ ინჩზე დაახლოებით 400 პიქსელია (Galaxy A72-ის ppi მაჩვენებელია: 393), რაც მკაფიო გამოსახულების გადმოცემის ნამდვილ გარანტიას იძლევა. ეკრანის ასეთი თანწყობა გაახარებს, როგორც ინტერნეტ ქონთენთის მოყვარულებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ საკუთარი სმარტფონების ეკრანებთან თამაშისა თუ წიგნების საკითხავად. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ორივე სმარტფონი წარმოდგენილია უსაზღვრო O ტიპის ეკრანით, რომლებიც Galaxy A52 6.5 ინჩს, ხოლო A72 მოდელებში 6.7 ინჩს შეადგენს. არსებული ეკრანის ტექნოლოგიას 25%-ით უფრო მეტ სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია, ამავდროულად გაზრდილია კონტრასტის დონე 50%-ით რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ფანტასტიური შედეგია. ამიერიდან მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი სმარტფონის ეკრანის ნათების გადაფარვას.
Samsung-ის A სერიის ორივე სმარტფონი 4 კამარიანი სეთაფით არის წარმოდგენილი და შექმნილია ნამდვილი ფოტო მოყვარულებისთვის. Galaxy A52 და A72 კამერათა სისტემა ძირითადად ერთნაირია და შედგება 64 MP პრო სენსორისგან, რომელიც ულტრა მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. ორივე მოდელის მთავარ კამერას აქვს კადრის ოპტიკური სტაბილიზატორი (OIS). მეორე კამერად გამოყენებულია 12MP-იანი ულტრაგანიერი კამერა, რომელიც ლანდშაფტების და შენობების გადაღებისთვის არის განკუთვნილი. მესამე კამერა 5MP მაკრო კამერას წარმოადგენს. რაც შეეხება განსხვავებას: Galaxy A52-ში მეოთხე კამერად გამოყენებულია 5MP-იანი სიღრმის სენსორი, ხოლო A72-ში მის ნაცვლად მონაწილეობს 8MP-იანი ტელეფოტო ლინზა, რომელსაც 3X ოპტიკური და 30X ციფრული ზუმის მიღწევა შეუძლია.
კამერათა ასეთი სეთაფით სამსუნგი გვთავაზობს გადაღების რეჟიმების ძალიან მდიდარ არსენალს და ნებისმიერი სიტუაციისათვის შესაფერის კამერას. ორივე მოწყობილობა იღებს ვიდეოს 4k რეზოლუციით, ამავე დროს იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილ ტექნოლოგიას გადასაღები სცენის ოპტიმიზაციისთვის, კამერას წინასწარ შეუძლია ამოიცნოს სცენა და შესაბამისად მოახდინოს პარამეტრების თანხვედრა. ახალი ღამის რეჟიმი საშუალებას მოგცემთ პრაქტიკულად ბნელ ოთახსა თუ ქუჩაში, ღამის ლამაზი ლანდშაფტები გადაიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, დეტალიზაციითა და მინიმალური ფოტო ხმაურით.
ფოტო: სამსუნგი
A სერიის ორივე სმარტფონი წარმოდგენილია 8 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 720G პროცესორით Octa-Core (2x2.3 ㎓ + 6x1.8 ㎓), რომელიც თანწყობაშია 4, 6 ან 8 GB ოპერატიულ მეხსიერებასთან (მოდელების მიხედვით) და 128/256 GB შიდა მეხსიერებასთან. აღნიშნული პროცესორის და მეხსიერების მხარდასაჭერად A52-ში გამოყენებულია 4,500 ხოლო A72 მოდელში 5000 mAh აკუმულატორი, რომელიც სმარტფონების მომხმარებელს 2 დღე-ღამით გამოყენების საშუალებას მისცემს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობებს 25 ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა გააჩნიათ.
Galaxy A52 და A72 დაცულია IP67 წყალ და მტვერგაუმტარი სტანდარტით. აუდიო-ვიდეო ქონთენთის მოყვარულებისთვის კი, ორივე სმარტფონი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით.
სამსუნგის A სერიის სმარფონები წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფერებით: იისფერი, ლურჯი, შავი და თეთრი. მათი გაყიდვა კი ძალიან მალე სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში იქნება შესაძლებელი.
Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრმა გიცავთ და გასაჩუქრებთ.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები