#StandWithBelarus — 7 თებერვალს ბელარუსის სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ფოტო: Franak Viačorka / Twitter
ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ინიციატივით, 7 თებერვალს ბელარუსის სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ტიხანოვსკაიამ მსოფლიო ლიდერებსა და აქტივისტებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ბელარუსი ხალხის მხარდამჭერ ღონისძიებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს ებრძვიან.
სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. ამასთან, გაიმართა ონლაინკონფერენცია, რომელშიც ბელარუსი ოპოზიციონერები იღებდნენ მონაწილეობას.
ბელარუსს თავის მხარდაჭერას უცხადებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აღფრთოვანებული არიან ბელარუსი ხალხის ბრძოლითა და გამბედაობით.
"ბელარუსში ვითარება უარესდება. ხელისუფლების სასტიკი მოპყრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ გრძელდება", — აღნიშნულია განცხადებაში და კვლავ მოუწოდებენ ბელარუსის მთავრობას, გაათავისუფლონ დაკავებულები.
სოლიდარობის მიზნით კი ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საზოგადოებრივ შენობებს ბელარუსის დროშის ფერებში — წითლად და თეთრად გაანათებენ.
ბელარუსის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული დროშა ვარშავის მერიის თავზე.
"ჩვენ კვლავ სოლიდარული ვართ ბელარუსი ხალხის მიმართ. თქვენ განსაკუთრებული ძალა და სიმტკიცე გამოიჩინეთ სასტიკი რეპრესიების მიმართ. ჩვენ შთაგვაგონებს თქვენი სიმამაცე, რადგანაც თქვენ იბრძვით იმისთვის, რათა ბელარუსის მომავალი განსაზღვროთ", — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კანადა
კანადა
ისრაელი
რა ხდება ბელარუსში?
ბელარუსი ხალხი 9 აგვისტოს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რომლის თანახმადაც, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო და როგორც თვითონ განაცხადა, გაიმარჯვა. მომიტინგეები ითხოვენ:
- ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს და რიგგარეშე არჩევნების მის გარეშე გაიმართოს;
- გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
- შეწყდეს პოლიციური ძალადობა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.
საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.
არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მან თავშესაფარი ლიტვაში მიიღო. მინსკსა და მოსკოვში კი მასზე ძებნა გამოცხადდა. ტიხანოვსკაიას მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.
ტიხანოვსკაიას ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის თითქმის ყველა წევრი დაიჭირეს, ნაწილმა კი თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.
გაიგეთ მეტი:
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები