შემწვარი ფორთოხალი იამაიკურად — TikTok-ზე ამტკიცებენ, რომ გემო აღიდგინეს
ფოტო: toosmxll / TikTok
23 წლის ტორონტოელმა სტუდენტმა, კემარ გერი ლეილორმა, სავარაუდოდ, კორონავირუსის გამო დაკარგული გემო მეტად უჩვეულო მეთოდით დაიბრუნა.
მიუხედავად იმისა, რომ ლეილორს კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებია, მისი თქმით, მან და დედამისმა დაავადება გადაიტანეს და ყნოსვა და გემოს შეგრძნებაც მის გამო დაკარგეს. სტუდენტის დედამ, ტრუდი-ენ ლეილორმა, შვილს უთხრა, რომ განკურნებიდან რამდენიმე დღეში ორივე მათგანი იმ უჩვეულო საშუალებით დაიბრუნა, რომელიც ბავშვობაში დედამ ასწავლა იამაიკაზე.
როგორც აღმოჩნდა, ტრუდი-ენის დედა ფორთოხალს ცეცხლზე იმგვარად ამზადებდა, რომ მისი კანი მთლიანად გაშავებულიყო. დაბრაწული ციტრუსის გაფრცქვნის შემდეგ კი გამომცხვარ შიგთავსს ყავისფერ შაქართან ურევდა და ისე აჭმევდა შვილს.
ლეილორმა ეს საეჭვო მეთოდი თავადაც სცადა, თუმცა, მისი თქმით, ამან გაამართლა. სტუდენტმა იფიქრა, რომ რეცეპტი, შესაძლოა, სხვებსაც დახმარებოდა, ამიტომ ტიკტოკზე მისი მომზადების პროცესი გადაიღო და ხალხს გაუზიარა.
როგორც აღმოჩნდა, გამომცხვარი ფორთოხალი ბევრს დაეხმარა; ზოგს მაშინვე, ზოგსაც — ცოტა მოგვიანებით, როცა განმეორებით მოამზადეს და მიირთვეს.
მეთოდის გამოყენება ტიკტოკის სხვა მომხმარებლებმა, მათ შორის, ექიმებმაც სცადეს. ბრიტანელი ქირურგი, კარან რაჯანი, რომელმაც თავად მოამზადა ფორთოხალი ლეილორების რეცეპტით, ამბობს, რომ ეს მეთოდი, შესაძლოა, ზოგზე მოქმედებდეს, სხვებზე კი — არა.
მეთოდი შეგრძნებებზე ერთგვარი ფიზიოთერაპიასავით მოქმედებს, რასაც "ყნოსვით ვარჯიშს" უწოდებენ. რაჯანი ამბობს, რომ მედიცინაში ასეთ გზას წინათ იყენებდნენ კორონავირუსის მსგავსი დაავადებების მკურნალობისას ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების აღსადგენად.
ექიმების ნაწილი ამ მეთოდის ეფექტურობისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა, რაჯანის თქმით, "ჩვენ ყველას განსხვავებული ფიზიოლოგია გვაქვს", ამიტომ მედიცინაში არ არსებობს მეთოდი, რომელიც ყველა შემთხვევაში ამართლებს.
პენსილვანიის უნივერსიტეტის რინოლოგიის პროფესორის, ექიმ ჯეიმს პალმერის თქმით, ლეილორების მეთოდი ცდად მაინც ღირს, თუმცა, თუკი არ ამართლებს, სჯობს, შეეშვათ.
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
კომენტარები