ელექტრონული კომერცია — კვების ობიექტების მომავალი
ფოტო: Kovzy.com
ელექტრონული კომერციის ისტორია დაახლოებით 40 წლის წინ 70-იანი წლების დასაწყისში იწყება, თუმცა იმ დროს ანგარიშსწორება პროდუქტის მიღების შემდეგ, ადგილზე, ნაღდი ფულით ხდებოდა. დღევანდელი, კლასიკური გაგებით ელექტრონული კომერციის პირველი ფაქტი, როდესაც სასურველი პროდუქტის შეკვეთა და ფულის გადახდაც ინტერნეტის საშუალებით მოხდა 1994 წელს დაფიქსირდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად პირველი ნივთი, რაც ინტერნეტის საშუალებით გაიყიდა და თანხის გადახდაც ინტერნეტის საშუალებით მოხდა იყო პიცა.
სწორედ მაშინ, მაუსის ერთი წკაპით საფუძველი ჩაეყარა მილიარდიან ინდუსტრიას სახელწოდებით — ელექტრონული კომერცია, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ადამიანების ქცევა "შოპინგთან" მიმართებაში.
რა არის ელექტრონული კომერცია?
ელექტრონული კომერცია არის ვაჭრობა ინტერნეტის მეშვეობით. დღეს თითქმის ნებისმიერი ნივთის თუ სერვისის შეძენა არის შესაძლებელი ონლაინ სივრცეში და ეს ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი, განუყოფელი ნაწილია.
ელექტრონული კომერციის როლი კვების ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველი ნივთი რომელიც ონლაინ სივრცეში გაიყიდა სწორედ საკვები პროდუქტი იყო.
სულ რაღაც 10 წლის წინ კვების ობიექტების ონლაინ გაყიდვები, ჯამური გაყიდვების 8%-ს შეადგენდა. დღეს კი გაყიდვების ნახევარზე მეტი ონლაინ გაყიდვებზე მოდის და არსებობენ ისეთი კვების ობიექტებიც კი ე.წ. cloud რესტორნები, რომლებიც მხოლოდ ელექტრონული კომერციის გზით ახდენენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას.
არსებული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, რომელიც პირდაპირ შეეხო კვების ობიექტებს, ელექტრონული კომერცია ერთადერთი და უალტერნატივო გზა გახდა მათი უმრავლესობისთვის, რათა ფუნქციონირება გაეგრძელებინათ. ამ ფაქტმა დაახლოებით 6 წლით დააჩქარა ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები და 2020 წლის მაისის მონაცემებით დაფიქსირდა 77%-იანი ზრდა კვების ინდუსტრიაში ინტერნეტის გზით გაყიდული პროდუქციის წილზე, 2019 წელთან მიმართებაში.
მიუხედავად ბაზარზე არსებული საერთო გასაყიდი პლატფორმების პოპულარობისა, დღეს უფრო და უფრო მეტი კვების ობიექტი ცდილობს პერსონალური ვებ-გვერდის მეშვეობით თავისი პროდუქციის ერთგულ მომხმარებლებზე პირდაპირ გაყიდვას.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საკუთარი ვებ-გვერდის შექმნა რესტორნებისთვის გარკვეულ დროით თუ ფინანსურ რესურსს უკავშირდებოდა, რაც არ იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზა შესთავაზა თავის მომხმარებლებს კომპანიამ kovzy.com. დღეს ნებისმიერ კვების ობიექტს აქვს შესაძლებლობა პლატფორმა kovzy-ის დახმარებით შექმნას საკუთარი პერსონალური გაყიდვების ვებ-გვერდი 1 დღეში, ყოველგვარი საწყისი ინვესტიციის გარეშე.
რა არის kovzy.com?
kovzy.com არის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ კვების ობიექტს, ადგილობრივს თუ საერთაშორისოს, აძლევს საშუალებას საკუთარი ძალით შექმნან პერსონალური, სრულყოფილი ვებ-გვერდი ონლაინ გაყიდვებისათვის შემდეგი ფუნქციონალებით:
- მენიუ — ეს მოდული იძლევა შესაძლებლობას მოხდეს კატეგორიების შექმნა, ულიმიტო რაოდენობის კერძების დამატება, ფოტოს ატვირთვა, აღწერის დამატება, ფასის განსაზღვრა. ამ მოდულით იქმნება მენიუს კატეგორიები, ემატება ულიმიტო რაოდენობის კერძები (ფოტოსურათით და აღწერით), განისაზღვრება ფასი, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქმნება ვარიაციები, რაც საბოლოო მოხმარებელს აძლევს შესაძლებლობას დაამატონ და ამოიღონ სხვადასხვა ინგრედიენტები კერძებიდან. პლატფორმა ითვალისწინებს ჯვარედინი გაყიდვის ფუნქციასაც, რაც იძლევა შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიზარდოს რესტორნის შემოსავლები
- მიწოდების მართვის მოდული, საიდანაც რესტორანი განსაზღვრავს ფილიალის გარშემო კერძების მიტანის რადიუსს
- პლატფორმაზე უკვე დაერთებულია, ადგილობრივი ბანკების ონლაინ გადახდები
- ჩვენს პლატფორმაზე შექმნილი ყველა ვებ-გვერდი ადაპტირებულია მობილურ მოწყობილობებზე და იძლევა განხორციელებული ტრანზაქციების რეპორტინგის საშუალებას თარიღის, ფილიალების, და კერძების ჭრილში.
- პლატფორმას აქვს სამენოვანი მხარდაჭერა,
- გლობალურ პლატფორმებთან ინტეგრაცია (Google, facebook, Instagram)
- საიმიჯო განყოფილება, სადაც განთავსდება ზოგადი ინფორმაცია რესტორნის შესახებ - ლოგო, მისამართი, ფილიალები, სამუშაო საათები, კომპანიაში არსებული ვაკანსიები და სხვა.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე https://start.kovzy.com, სადაც შეგვყავს სასურველი საიტის სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, პაროლი და თქვენი ადმინისტრატორის გვერდი მზად არის საიტის ასაწყობად. კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია საიტზევე kovzy-ის გუნდთან დაკავშირება, რომლებიც მაქსიმალურად ოპერატიულად დაგეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
გახსოვდეთ, რომ 2020 წელს მსოფლიო მაშტაბით ელექტრონული კომერციის გზით მიღებული ჯამური შემოსავალი 27 ტრილიონი აშშ დოლარია.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა




კომენტარები